Adrenaline - ადრენალინის ჰ/ტ 0.18% 10 ამპულა
ჩვენება: ანაფილაქსიური შოკი და ზოგიერთი სხვა დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება:
ეპინეფრინი; (R)-1-(3,4-დიჰიდროქსიფელინი)-2-მეთილამინო) ეთანოლის ჰიდროტარტრატი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
უფერო, გამჭვირვალე ხსნარი;
შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს 1,82 მგ ეპინეფრინის ჰიდროტარტრატს.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის პიროსულფატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადრენერგული და დოფამინერგული საშუალება.
ათქ C01CA24.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეპინეფრინის ჰიდროტარტრატი მიეკუთვნება ადრენომიმეტურ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ პერიფერიულ მედიატორულ პროცესებზე. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი უპირატესი ზეგავლენით ალფა1-და ალფა2-ადრენორეცეპტორებზე, აგრეთვე ბეტა1-ადრენორეცეპტორებზე. პრეპარატს გააჩნია გამოხატული სისხლძარღვების შემავიწროვებელი და პრესორული ეფექტები, სუსტად გამოხატული ბრონქოლიზური და ჰიპერგლიკემიური მოქმედება. ადრენორეცეპტორული ხასიათის კარდიოტროპული მასტიმულირებელი ეფექტი “შენიღბულია” რეფლექსური ბრადიკარდიით და ცთომილი ნერვის ტონუსის მომატებით არტერიული წნევის გაზრდის შედეგად. პრეპარატი ზრდის სისტოლურ მოცულობას, აგრეთვე კორონარულ სისხლძარღვებში პერფუზიულ წნევას, ცენტრალურ ვენურ წნევას და პერიფერიულ სისხლძარღვების წინააღმდეგობას, ამცირებს სისხლმიმოქცევას თირკმელებისა და მეზენტერიულ სისხლძარღვებში. პრეპარატის გამოყენებისას იზრდება მიოკარდის მოთხოვნა ჟანგბადის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
ეპინეფრინის ეფექტი მისი ვენაში შეყვანისას ვლინდება 1 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 5 წთ-ის განმავლობაში, ხოლო მისი ეფექტი კანქვეშ შეყვანისას აღინიშნება 30 წთ-ის განმავლობაში. ეპინეფრინის ჰიდროტარტრატი ორგანიზმში სწრაფად განიცდის ფერმენტულ დაშლას მონოამინოქსიდაზას მეშვეობით. ცილებთან პრეპარატის კავშირი შეადგენს 50%-ს.
მეტაბოლიტები და უმნიშვნელო რაოდენობით უცვლელი სახით ეპინეფრინი გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენება:
ანაფილაქსიური შოკი და ზოგიერთი სხვა დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ხორხის ალერგიული შეშუპება) მათ შორის, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალებების, შრატის და სხვა ალერგენების გამოყენებისას. ბრონქული ასთმის შეტევის კუპირება. პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება ინსულინის ჭარბი დოზირებისას, სისხლდენის შესაჩერებლად, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების პროლონგირებისათვის, ღიაკუთხოვანი გლაუკომის (ადგილობრივად) დროს თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. იგი შეყავთ კანქვეშ, ხანდახან – კუნთებში, ვენაში ნაკადით (ნელა), გულში. კლინიკური სიტუაციის მიხედვით მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,2 მლ-დან 1 მლ-მდე. ბავშვებისათვის ერთჯერადი და დღეღამური დოზა შეადგენს: 6 თვემდე ასაკის ბავშვები – 0,1 მგ (0,3 მლ); 6-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვები – 0,15 მგ (0,5 მლ); 1-დან 3 წლამდე – 0,2 მგ (0,6 მლ); 3-დან 4 წლამდე – 0,25 მგ (0,75 მლ); 5-დან 6 წლამდე - 0,4 მგ (1,2 მლ); 7-დან 9 წლამდე – 0,5 მგ (1,5 მლ); 10-დან 14 წლამდე – 0,75 მგ (2 მლ). გულის უეცარი გაჩერებისას 0,1%-ანი ადრენალინის 0,05 მლ სიცოცხლის ყოველ 1 წელზე ხსნარი შეყავთ გულში, იგივე რაოდენობით უმატებენ ატროპინის სულფატის 0,1%-იან ხსნარს და კალციუმის ქლორიდის 0,3-0,5 მლ 10%-იან ხსნარს სიცოცხლის ყოველ 1 წელზე. საინექციო ხსნარი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თვალის წვეთების სახით. პრეპარატი ადგილობრივად გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად – გამოიყენება პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონები.
გვერდითი მოვლენები:
სიმპტომები:
ეპინეფრინის ჰიდროქლორიდის ხსნარის კუნთებსა და კანქვეშ დროს არსებობს ნეკროზების განვითარების საშიშროება; პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, სისუსტე, ტრემორი, თავის ტკივილი, სახის სიფერმკრთალე, გულისცემა, გულის პარკუჭების ციმციმი, დისპეფსიური მოვლენები.
მკურნალობა: არითმიის, რომელიც გამოწვეულია ეპინეფრინის ჰიდროქლორიდის გამოყენებით კუპირებისთვის გამოიყენება ბეტა-ადრენობლოკატორები.
წინააღმდეგჩვენება:
არტერიული ჰიპერტონია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ანევრიზმები, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა. ნარკოზი, რომელიც გამოწვეულია ფთოროტანით, ციკლოპროპანით, ქლოროფორმით (არითმიის განვითარების რისკის გამო). ორსულობის პერიოდი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ეპინეფრინის ჰიდროქლორიდისა და საგულე გლიკოზიდების, ქინიდინის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას იზრდება არითმიის განვითარების რისკი.
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის შეყვანა არ არის მიზანშეწონილი კარდიოგენული და ჰემორაგიული შოკის დროს, განსაკუთრებით მძიმე ფორმის დროს (პერიფერიული სისხლძარღვოვანი ეფექტები, პარკუჭოვანი არითმია, მიოკარდის ჟანგბადის მიმართ მომატებული მოთხოვნილება). ეპინეფრინის ჰიდროტარტრატი შეიძლება გამოვიყენოთ გულის გაჩერების შემთხვევაში ინტრაკარდიულად.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისაგან და ბავშევბისაგან დაცულ ადგილას. 2 წელი
შეფუთვა:
1 მლ ამპულები N10 მუყაოს შეფუთვაში.
მწარმოებელი:
“ზდოროვიე” (უკრაინა)
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account