Vaseline - ვაზელინი სამედიცინო 40გრ
ჩვენება: გამოიყენება კანის დარბილებისთვის და გარეგანი აგრესიული ფაქტორების (მზე, ქარი და ა.შ.)მოქმედების შესამცირებლად. ასევე გამოიყენება აპლიკაციებისთვისაც.
აღწერა:
ვაზელინი წარმოადგენს მყარი და თხევადი ნახშრწყალბადების ნარევს. გამომუშავდება ნავთობისგან საგანგებო გასუფთავებისა და რექტიფიკაციის გზით. ვაზელინი მოქმედებს როგორც დამარბილებელი კანის ეპითელიარულ შრეზე. გარეგანი მოხმარებისას აღადგენს კანის დამცავი მანტიის ჰიდროლიპიდურ ბალანსს, ხელს უშლის როგორც უჯრედიდან ტენის დაკარგვას, ასევე კანის აქერცვლას და დახეთქვას. გარეგანი მოხმარებისას არ შეიწოვება სისხლის მიერ და ასევე კანის ღრმა ფენებში.
გამოყენება:
ვაზელინი გამოიყენება კანის დარბილებისთვის და გარეგანი აგრესიული ფაქტორების (მზე, ქარი და ა.შ.) მოქმედების შესამცირებლად.
ვაზელინს სეიზელენ მცირე დოზებით დაზიანებულ ადგილებში. ვაზელინი ასევე გამოიყენება აპლიკაციებისთვისაც.
გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელი წყლით და საპნით. მოერიდეთ ვაზელინის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსზე.
შეფუთვა: ვაზელინი გამოდის 25 და 40 გრ. დაფასოვებით.
შენახვის ვადა 4 წელი. გრილ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account