ეთანოლსეპტი 96% 100მლ
სადეზინფექციო გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური საშუალება
პროდუქტი: სადეზინფექციო გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური საშუალება
სახელწოდება: ეთანოლსეპტი 96% იანი
ფორმა: უფერო, სპეციფიური სუნის მქონე სითხე
შემადგენლობა: ეთილის სპირტი 95%-96% კონცენტრატი
წყალი 4%-5%
პროდუქტი მიღებულია მცენარეული კულტურებიდან ეთილის სპირტის რექტიფიკაციის მეთოდით.
ექსპოზიციის დრო: 2 წუთი
გამოყენების სფერო: გამოიყენება როგორც სამედიცინო და საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებების, ასევე საოჯახო მოხმარებისთვის.
გამოყენების წესი: ხსნარის გამოყენებამდე საჭიროა მისი განზავება, პირდაპირი სახით არ გამოიყენება. გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება, ხელების სწრაფი დეზინფექციისთვის.
მოხმარების ინსტრუქცია: 70%-იანი ხსნარის მისაღებად 200 მლ ხსნარი განზავდება 74 მლ გადადუღებულ წყალში დაიტანეთ გარეგანად, გააჩერეთ 2 წუთი არ ჩამოიბანოთ. დაუშვებელია შინაგანად გამოყენება.
შენახვის ვადა: 5 წელი
შენახვის წესი: ინახება ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. დაუშვებელია აალებად გარემოში პროდუქტის განთავსება.
შეფუთვის ფორმა: მუქი ყავისფერი, 200 მილილიტრიანი პლასტმასის ბოთლი.
მწვანე, 1 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი.
მუქი ყავისფერი, 100 მილილიტრიანი პლასტმასის ბოთლი.
მწარმოებელი: საქართველო
შპს „ვაჩნაძიანის მამული“
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account