ეთანოლი 70% 100მლ

2,02 GEL
მარაგშია
SKU
70298_327

ჩვენება:გამოიყენება, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო საშუალება.

შემადგენლობა:

ეთილის სპირტი 70%
ფარმაკოლოგიური თვისებები:ეთილის სპირტი მიეკუთვნება ცხიმოვანი რიგის ნარკოტიკულ ნივთიერებას. თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებისას ეთილის სპირტი იწვევს მისთვის დამახასიათებელ ალკოჰოლურ აგზნებას, რაც დაკავშირებულია შეკავებითი პროცესების შესუსტებასთან, შემდგომში მოგრძო ტვინის, ზურგის ტვინისა და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით.

ჩვენებები: 
სამედიცინო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და გარეგანი გამაღიზიანებელი საშუალება კანში შესაზელად, ასევე კომპრესებისათვის, ქირურგებისათვის წინასაოპერაციოდ ხელების დეზინფექციისათვის და სხვა.

გამოყენების  წესი და დოზირება:
კანში შესაზელად, კომპრესებისათვის.  ეთილის სპირტი ასევე გამოიყენება ნაყენებისა და ექსტრაქტების მოსამზადებლად.

გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გამოყენებისას კანისა და ლორწოვანი გარსების გარსების გაღიზიანება.

უკუჩვენება:
არ გამოიყენება კანის მწვავე ანთებების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს წვას და ძლიერ გაღიზიანებას. შიგნით დიდი დოზით მიღებისას იწვევს ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევას.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე გავლენა

დაუშვებელია შიგნით მიღება ავტომობილების მძღოლების და დაზგა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალის მიერ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

დაუშვებელია შიგნით მიღება ქალებში ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.  ეთანოლის  გამოყენება დაუშვებელია ღია ცეცხლთან ახლოს!

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 18°C -25°C ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy