დინდგელის მალამო 20% 25გრ ტუბი

განსაკუთრებული ფასი 14,25 GEL რეგულარული ფასი 15,00 GEL
მარაგშია
SKU
86703_640

ჩვენება:დამწვრობა, ჩირქოვანი ჭრილობები, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარები,პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები.

ანტისეპტიკური, ანტიმიკოზური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება
წამლის ფორმა: მალამო.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანტიმიკოზური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

აღწერილობა: მოყვითალო-მოყავისფრო, დინდგელის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე, წყალში უხსნადი მალამო.

შემადგენლობა: 
დამზადებულია დინდგელის საფუძველზე (20%).
დამხმარე ნივთიერებები: თაფლის სანთელი, ვაზელინი, მზესუმზირას ზეთი;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური, ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ჩვენება:
ფურუნკულოზი, დამწვრობა, ჩირქოვანი ჭრილობები, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარები, ნეიროდერმიტები, ტროფიკული წყლული, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები (გინგივიტი, სტომატიტი, პაროდონტოზი), სოკოვანი დაავადებები, პროქტიტი, ვაგინიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზიები.

მიღების წესი და დოზირება:
კანის დაზიანებულ ნაწილზე დანეკროზებული ქსოვილის მოცილების შემდეგ ადებენ დინდგელის მალამოს დოლბანდით ან მის გარეშე, დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებების დროს დინდგელის მალამოს წასმა ან დატანა დაზიანებულ უბნებზე უნდა განხორციელდეს საკვების მიღების შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხასიათზე და დგინდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
უკუჩვენება:
•    ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
•    მწვავე ეგზემა.
გვერდითი მოვლენები:
დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებული მითითებები: ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, მალამო უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით. აპლიკაციების სახით პირის ღრუში გამოყენებისას მალამოს გადაყლაპვა არ არის რეკომენდებული, თუმცა ეს არ არის საზიანო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა: 25გ მალამო ალუმინის ტუბში. ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი  – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy