Synaflan - სინაფლანის მალამო 0.025% 15გრ ტუბი

1,96 GEL
ამოიწურა
SKU
1635_67
გააჩნია ანთების, ალერგიის, ექსუდაციის და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს მათ გამოვლინებებს და თრგუნავს კანის ანთებით რეაქციას.

სინაფლანი

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: სინაფლანი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი.

წამლის ფორმა. მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 0.025%.

შემადგენლობა

100 მგ მალამო შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი – 0.025 გ,

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ვაზელინი, ლანოლინი უწყლო, ცერეზინი – 100 გ-მდე.

აღწერილობა

ღია-ყვითელიდან ყვითლამდე ფერის მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის. ათქ კოდი D07Aჩ04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გააჩნია ანთების, ალერგიის, ექსუდაციის და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს მათ გამოვლინებებს და თრგუნავს კანის ანთებით რეაქციას.

ფარმაკოკინეტიკა

კანის ზედაპირიდან შეწოვის შემდეგ უერთდება პლაზმის ცილებს, ექვემდებარება მეტაბოლიზმს, რომელიც ძირითადად ღვიძლში წარმოებს. გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები

კანის არამიკრობული ეთიოლოგიის ანთებითი და ალერგიული დაავადებები (სებორეული დერმატიტი, სხვადასხვა გენეზისა და ლოკალიზების ეგზემა, ნეიროდერმიტი, კანის ქავილი, ფსორიაზი, მზისგან მიღებული დამწვრობები, მწერების ნაკბენები და კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებების სხვა ქრონიკული ფორმები, რომლებსაც თან ახლავს კანის სიმშრალე).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაავადებები. ანოგენიტალური ქავილი, პიოდერმია, კანის სიმსივნეები. კანის ინფექციური დაავადებები, ათაშანგის კანისმიერი გამოვლინებები, კანის ტუბერკულოზი, სოკოსმაგვარი გამონაყარი, ვარდისფერი ფერიჭამიები, ფართო ფსორიაზული გამონაყარი, წვივის ტროფიკული წყლულები, დაკავშირებული ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (1 წლამდე).

ფრთხილად გამოიყენება ქალიშვილებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზები

გამოიყენება გარეგანად. ანტისეპტიკური სითხით ტამპონით წინასწარ გაწმენდილ კანზე წაისმევა პრეპარატის მცირე რაოდენობა 2-3-ჯერ დღეში და მსუბუქად შეიზილება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და 5-10 დღეს შეადგენს, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას - 25 დღემდე. დაზიანების შეზღუდული კერებისას ეფექტის გასაძლიერებლად მალამოს გამოყენება შეიძლება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ. ნახვევის ქვეშ დღეში 2 გ-ზე მეტის გამოყენება არ შეიძლება. მალამოს გამოყენება სასურველია დერმატოზების მშრალი ფორმების დროს.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია კანის მეორადი ინფექციური დაზიანებების და ატროფიული ცვლილებების განვითარება (წვა, კანის ქავილი, კანის სიმშრალე, სტეროიდული ფერიჭამიები, ფოლიკულიტი). ხანგრძლივად გამოყენებისას – ჰიპერტრიქოზი, ალოპეცია, განსაკუთრებით ქალებში, მეორადი იმუნოდეფიციტი (ქრონიკული ინფექციური დაავადებების გამწვავება, ინფექციური პროცესის გენერალიზება, ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება, კანის ატროფია, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, ტელეანგიოექტაზიები, პიგმენტაციის დარღვევა). დიდ ზედაპირებზე წასმისას შესაძლებელია სისტემური გამოვლინებების განვითარება (გასტრიტი, კუჭის სტეროიდული წყლული, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, სტეროიდული შაქრიანი დიაბეტი, რეპარაციული პროცესების შენელება).

განსაკუთრებული მითითებები

გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე კურსებად კანის მცირე მონაკვეთებზე. პრეპარატის წასმა სახეზე და თვალებში მოხვედრა არ შეიძლება. ბავშვებში დანიშვნის ხანგრძლივობა 5 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავისუფალი ტანსაცმლის ტარება. ავადმყოფებში ჩვეულებრივი ან ვარდისფერი ფერიჭამიებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია დაავადების გართულება. ადგილობრივი ინფექციური გართულებების პრევენციისათვის რეკომენდებულია ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად დანიშვნა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

შეიძლება მიკრობების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინირება. ამცირებს ჰიპოტენზიური, დიურეზული, ანტიარითმიული საშუალებების, კალიუმის პრეპარატების აქტივობას.

შარდმდენი პრეპარატები (კალიუმის შემანარჩუნებლების გარდა) ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.

ჭარბი დოზა

მალამოს წასმის ადგილზე კანის ქავილი, წვა, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, იცენკო-კუშინგის სინდრომი. მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის გამოყენების თანდათან შეწყვეტის ფონზე.

გამოშვების ფორმა

სინაფლანის მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 0.025% ალუმინის ტუბებში 10გ ან 15 გ. თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთნ ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა. 5 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები. სია ბ. ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 200ჩ ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

მწარმოებელი. ღსს “ნიჟფარმი”, რუსეთი

603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი

459, სალგანსკაიას ქ., 7

ტელ.: (831) 278 80 88

ფაქსი: (931) 430 72 28

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy