Tryptosed - ტრიპტოსედი 30 კაფსულა
ჩვენება:ხელს უწყობს ნერული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,არეგულირებს ძილის ციკლს.
ტრიპტოსედი
N30 კაფსულა
შემადგენლობა:
მელატონინი - 1მგ
ვალერიანის ექსტრაქტი ( Valeriana officinalis) – 125 მგ
L-ტრიპტოფანი - 110 მგ
მელისას ექსტრაქტი ( Melisa officinalis) – 50 მგ
მაგნიუმი - 35 მგ
ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 27 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 1.5 მგ
ვალერიანი
Valeriana officinalis არომატული სამკურნალო მცენარეა, რომლის ფესვებიდანაც მიიღება სხვადასხვა აქტიური ნივთიერებები, როგორიცაა ფლავანოიდები, ტერპენები, მჟავები „ვალერენიცი და ვალეპოტრიატები“. B ვიტამინებთან და ტრიპტოფანთან კომბინაციაში ვალერიანი ამსუბუქებს ვეგეტაციური ნერვული სისტემის ცვლილებით გამოწვეული ზოგიერთი სიმპტომის მიმდინარეობას: შფოთვა, ადვილად გაღიზიანებადობა, ხანმოკლე გულყრები, უძილობა.
L-ტრიპტოფანი
L-ტრიპტოფანი შეუცვლელი ამინომჟავაა, ორგანიზმში მისი გამომუშავება არ ხდება, ამიტომ ორგანიზმი ამ ამინომჟავას ღებულობს საკვებთან ერთად. L-ტრიპტოფანი ბევრი მცენარეული და ცხოველური ცილის საშენი მასალაა.
L-ტრიპტოფანი გამოიყენება უძილობის, ღამის აპნოეს, დეპრესიის, შფოთვის, სახის ტკივილის, პრემენსტრუალური ტკივილის მძიმე ფორმის (პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა), ბრუქსიზიმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, ტურეტის სინდრომის დროს.
მელისა
ხელს უწყობს ნერული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებს, ამცირებს შფოთვას;
მელატონინი
მელატონინი ჰორმონია, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ძილის რეგულაციაში;
არეგულირებს ძილის ციკლს;
მაგნიუმი
ორგანიზმში გავრცელების მიხედვით მაგნიუმი მე-4 მიკროელემენტია და მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში;
მაგნიუმი არეგულირებს გუნება-განწყობას, კუნთების ტონუსს, არტერიულ წნევას და ენერგიის გამომუშავებას;
ვიტამინი B3 მონაწილეობს დნმ - ის აღდგენაში და ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას;
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
მიიღება1კაფსულა ერთხელ დღეში ძილის წინ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შენახვის პრობები
შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ფორმა და შეფუთვა
შეფუთვა 1X10X3 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.
გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
კომპანია Erbozeta S.P.A
მისამართი: Strada Delle Seriole, 41/43 -47894 Chiesanuova (RSM) - იტალია
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account