ნოვარესტი 30 ტაბლეტი
ჩვენება:მომატებული ნერვული აგზნებადობა, დაძაბულობა, შფოთვა
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 150 მგ
კუნელის მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 150 მგ
ბარამბოს მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 100 მგ
მაგნიუმის ლაქტატ დიჰიდრატი – 150 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი – 3 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება, რომელიც იმავდროულად ახდენს მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დეფიციტის შევსებას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა:
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავანოიდ – ვიტექსინს, ახდენს მსუბუქ დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს შფოთვას და ნევროზულ მდგომარეობას, ახდენს სპაზმოლიზურ ეფექტს გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ახდენს სედაციურ მოქმედებას.
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავანოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინებს და ა.შ. ტრიტერპენული ნაერთების და ფლავანოიდების შემცველობა განაპირობებს მის სპაზმოლიზურ მოქმედებას, შერჩევითად აფართოებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს; აღენიშნება ჰიპოტენზიური მოქმედება; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ფუნქციებს. აქვს მსუბუქი სედაციური ეფექტი.
ბარამბოს ექსტრაქტი შეიცავს 0.10.3% ეთეროვან ზეთებს, რომლის ძირითადი კომპონენტებია ციტრონელალი, გერანიოლი, ციტრალი, ციტრონელოლი, ლინალოოლი, ფენილპროპანოიდები, ქლოროგენის და კოფეინის მჟავები. ბარამბოს ექსტრაქტი წარმოაადგენს სედაციურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია ანქსიოლიზური, ანტიდეპრესიული, სპაზმოლიზური, იმუნომოდულაციური, ანტივირუსული, ანტიალერგიული და ანტიმიკრობული თვისებები. სამკურნალო ბარამბოს თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი გაპირობებულია მის შემადგენლობაში ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების არსებობით: გამოხატული სედაციური ეფექტი – ციტრონელალი; სპაზმოლიზური მოქმედება – გერანიოლი და ციტრონელოლი; ფენილპროპანოიდები (როზმარინის, კოფეინის, ქლოროგენის და სხვ. მჟავები) განაპირობებს ანტივირუსულ, იმუნომოდულაციურ, ანტიოქსიდანტურ, ანტიჰისტამინურ და ანტიმიკრობულ თვისებებს. ბარამბო რეკომენდებულია როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება ორსულთათვის, როგორც შარდმდენი და მადის მოსამატებელი საშუალება.
მაგნიუმი წარმოადგენს არაორგანულ ელემენტს, რომელიც არსებობს ყველა უჯრედში ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის დროს. მაგნიუმი უჯრედისათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ელემენტია, მონაწილეობს უმეტესობა ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით მაგნიუმი წარმოადგენს კათიონს უპირატესად უჯრედშიდა ლოკალიზაციით. მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონების აგზნებადობას, მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობენ კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, ანელებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა დიარეით. მაგნიუმის დეფიციტი შესაძლოა იყოს პირველადი, მაგნიუმის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევის გამო და მეორადი, მაგნიუმის არასაკმარისი მიღების, გასტროინტესტინალური შეწოვის დარღვევის, თირკმელებით ჭარბი გამოყოფის ან მაგნიუმზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების (ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის გაზრდა, სტრესი, ორსულობა) გამო.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ხელს უწყობს მაგნიუმის უფრო სწრაფ ათვისებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, უჯრედებში მაგნიუმის შეღწევას და შეკავებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე დაკვირვებების ჩატარება შეუძლებელია.
ჩვენებები:
- მომატებული ნერვული აგზნებადობა;
- ნერვული დაძაბულობა;
- გაღიზიანებადობა;
- შფოთვა, დათრგუნვის შეგრძნება;
- შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით;
- ადვილად დაღლა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია;
- გახშირებული გულისცემა;
- ძილის დარღვევები, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობები;
- კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ორსულებში საშვილოსნოს ტონუსის მომატება.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატი ნოვარესტი ჩვეულებრივ ადვილად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
გამოყენების წესი და დოზირება:
ნოვარესტი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით. პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს.
ძილის დარღვევების, უძილობის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპაზმური ტკივილები მუცელში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური თერაპია.
გამოყენების თავისებურებანი: პრეპარატ ნოვარესტის გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია არ ვითარდება. პრეპარატის მიღების დროს რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
გამოყენება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში:
ნოვარესტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ნოვარესტი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების, ალკოჰოლის მოქმედებას.
გამოშვების ფორმა: ნოვარესტი №30. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25OС ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account