Valosed - ვალოსედი წვეთები 25მლ

განსაკუთრებული ფასი 4,17 GEL რეგულარული ფასი 6,02 GEL
მარაგშია
SKU
9183_640

ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები, მათს შორის - კლიმაქტერული ნევროზი.

ვალოსედი
Valosedum

შემადგენლობა:
კატაბალახას ნაყენი - 8 მლ; შავბალახას ნაყენი - 8 მლ; პიტნის ნაყენი – 4 მლ; სვიის ნაყენი - 2 მლ; კუნელის ნაყენი - 4 მლ; ბარამბოს ნაყენი - 4 მლ;
«ვალოსედი» შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (ბორნეოლიზოვალერიანატი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა, მენთოლი), ვალეპოტრიატებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი) ტრიტერპენულ საპონინებს, ვიტამინებს, ტანინებს, მწარე გლიკოზიდებს, ლუპულინს, ჰუმულონს, ლუპულონს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სედაციური, სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონული, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტო¬რ¬ულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, ამცირებს სპონტანური მოქმედების აქტივობას, ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ამცირებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლდენას, საჭმლის მომნელებელი ჯირ¬კვლების სეკრეციას, პერისტალტიკას. ხელს უწყობს ცხიმებისა და წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციას.

ჩვენება:

- სხვადასხვა ფორმის ნევროზები, მათს შორის - კლიმაქტერული ნევროზი;
- აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
- შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები;
- ნეიროგენული არითმიები;
- ჰიპერტონული დაავადება (I, II სტადია);
- ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
- კუჭ-ნაწლავის სეკრეციული ფუნქციის დარღვევები;
- მეტეორიზმი, გულისრევა;
- ნეიროგენული წარმოშობის ყაბზობა;
- ესტროგენული ჰორმონის უკმარისობა;

გვერდითი მოვლენები:
დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება.

მიღების წესი:
პერორულად 20-25 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
25 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით. ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy