კრესტორი - Crestor 20მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: ქოლესტერინის დონის რეგულირებისთვის, თუ კვების რეჟიმის დაცვა და ვარჯიში საკმარისი არ იქნება.
კრესტორიR2 0 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის გზით).
• მოქმედი ნივთიერება:20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტური რაოდენობით 20,8 მგ როზუვასტატინის კალციუმი.
დამხმარე ნივთიერებებია:მსხვილფეხა რქოსანის რძისგან მიღებულილაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, გლიცერინის ტრიაცეტატი, ტიტანის დიოქსიდი(E 171), რკინის წითელი ოქსიდი (E 172).
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. · აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ. · დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ. · აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ. · აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ. · წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ. |
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება კრესტორიR ?
2. კრესტორისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
3. როგორ გამოიყენება კრესტორიR ?
4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5. კრესტორის R შენახვა
1.რა არის და რისთვის გამოიყენება კრესტორიR ?
კრესტორისR, 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი ,,სტატინების’’ სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის.
კრესტორიR, ოვალური ფორმის, ვარდისფერი ფერის ტაბლეტებია, რომლის ერთ ზედაპირზე აქვს “ZD 4522’’ და მეორე ზედაპირზე კი ,,20” გრავირება, პრეპარატი წარმოდგენილია მოხმარებისთვის 28 და 90 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვაში.
• ექიმმა კრესტორი გამოგიწერათ, რადგანაც:
სისხლში ქოლესტერინის დონე მომატებული გაქვთ ანუ მიოკარდიუმის ინფარქტის და ან ინსულტის განვითარების რისკის მატარებელი ხართ.
კრესტორი 20 მგ გამოიყენება : ჰეტეროზიგოტური ოჯახური ანამნეზის მქონე ზრდასრულებში, რომელთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი დონე, ასევე მოზარდებსა და 10 წლის და ან უფრო მეტი ასაკის ბავშვებსა და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ანამნეზის მქონე მოზარდებში, ზრდასრულებში და 6 წლის უფრო მეტი ასაკის ბავშვებში სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ.
· ქოლესტერინის დონის რეგულირებისთვის, თუ კვების რეჟიმის დაცვა და ვარჯიში საკმარისი არ იქნება, საჭიროა სტატინის (ქოლესტერინის დამაქვეითებელი წამალი) სახელით ცნობილი პრეპარატის მიღება. კრესტორისRმიღების დროს საჭიროა ქოლესტერინის დამაქვეითებელი კვების რეჟიმის და ვარჯიშების გაგრძელება.
ანდა
· მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი გაქვთ გადატანილი, ანდა ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი სხვა რისკის ფაქტორები გაქვთ.
მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ანდა სხვა პრობლემები ათეროსკლეროზის სახელით ცნობილი დაავადებით შეიძლება იყოს განპირობებული. ათეროსკლეროზის მიზეზი სისხლძარღვებში ცხიმოვანი ნარჩენების დაგროვებაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი კრესტორისR გამოყენების გაგრძელება?
კრესტორიR, სისხლში ლიპიდების სახელით ცნობილი, ყველაზე მეტად გავრცელებული ქოლესტერინის- ცხიმოვანი ნივთიერებების დონის რეგულირებისთვის გამოიყენება.
სისხლში ქოლესტერინის სხვადასხვა სახეობა არსებობს. ,,ცუდი’’ ქოლესტერინი (LDL-K) და ,,კარგი’’ ქოლესტერინი (HDL-K).
- კრესტორიR, სისხლში ,,ცუდი’’ ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, ,,კარგი’’ ქოლესტერინის დონეს კი ზრდის.
- კრესტორიR, ორგანიზმს ,,ცუდი’’ ქოლესტერინის წარმოების შეფერხებით სხეულს ეხმარება და უზრუნველყოფს სისხლში არსებული ,,ცუდი’’ ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.
ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე მათზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს, რადგანაც ეს მდგომარეობა მნიშვნელოვან სიმპტომებს არ იძლევა, მაგრამ, თუ აღნიშნულ მდგომარეობაში მკურნალობა არ ჩატარდება, ცხიმოვანი ნარჩენები სისხლძარღვების კედლებზე დაგროვდება და სისხლძარღვებს შეავიწროებს.
ზოგჯერ, ეს შევიწროებული სისხლძარღვები შეიძლება სრულად დაიხშოს. თუ, თავის ტვინს ანდა გულს სისხლი არ მიეწოდება, მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა ინსულტი შეიძლება განვითარდეს. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით, მიოკარდიუმის ინფარქტის , ინსულტის ანდა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკის შემცირების უზრუნველყოფა ხდება.
იმის მიუხედავად, რომ სისხლში ქოლესტერინის დონე ნორმას დაუბრუნდა, კრესტორის R მიღება მაინც უნდა გააგრძელოთ, რადგანაც კრესტორი R, სისხლში ქოლესტერინის დონის კვლავ მომატებას აფერხებს და შესაბამისად ცხიმების ნარჩენების სისხლძარღვების კედლებზე დაგროვებას უშლის ხელს.წამლის მიღებას აგრძელებთ მანამ, სანამ ექიმი მისი გამოყენების შეჩერებას გთხოვთ ანდა ორუსლობა დადასტურდება, ორსულობის დროს კრესტორიR, არ უნდა მიიღოთ.
იხილეთ ბლოგი: კრესტორი — ქოლესტერინის დასარეგულირებელი მედიკამენტი
2. კრესტორის R გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
კრესტორი R არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ:
- კრესტორის R ანდა მისი შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ადრე ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ,
- ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავთ. თუ, კრესტორის R მიღების დროს ორსულობას გამოავლენთ, წამლის მიღება მაშინვე შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ. ქალები, რომლებიცკრესტორს R ღებულობენ, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენებით ორსულობა უნდა აიცილონ.
- ღვიძლის უკმარისობა გაქვთ,
- თირკმლების სერიოზული პრობლემები გაქვთ,
- განმეორებითი ანდა აუხსნელი კუნთების ტკივილი გაქვთ,
- ციკლოსპორინის სახელით ცნობილ წამალს (მაგ.ორგანოთა გადანერგვის შემდეგ) ღებულობთ.
ასევე, იხილეთ: Crestor - კრესტორი 10მგ 28 ტაბლეტი
თუ, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა ფიქრობთ რომ გაქვთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს მიმართეთ.
გარდა ამისა, კრესტორიR 40 მგ ტაბლეტები (ყველაზე მაღალი დოზა) ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ
- თუ, საშუალო ხარისხის თირკმლების პრობლემები გაქვთ (თუ ეჭვი გაქვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ),
- თუ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეული გაქვთ,
- თუ, განმეორებითი ანდა აუხსნელი კუნთვანი ტკივილი გაქვთ, თუ, კუნთების ტკივილის პიროვნული ანდა ოჯახური ანამნეზი გაქვთ ანდა ადრე სხვა ქოლესტერინის დამაქვეითებელი წამლების მიღების დროს კუნთების პრობლემები გქონდათ,
- თუ, მუდმივად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ღებულობთ,
- თუ, აზიური წარმოშობა გაქვთ (იაპონიელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი),
- თუ, ქოლესტერინის დაქვეითების მიზნით ფიბრატების (გემფიბროზილი, ფენოფიბრატის მსგავსი) სახელით ცნობილ წამლებს ღებულობთ,
თუ, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა ფიქრობთ რომ გაქვთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს მიმართეთ.
კრესტორიR ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,
თუ:
- თირკმლის პრობლემები გაქვთ,
- ღვიძლის პრობლემები გაქვთ,
· განმეორებითი და აუხსნელი კუნთების ტკივილი ანდა თქვენ ანდა ოჯახის წევრს ანამნეზში კუნთების ტკივილი გაქვთ ანდა ოჯახურ ანამნეზში კუნთების ტკივილს აღნიშნავთ ანდა ანამნეზში ქოლესტერინის დამაქვეითებელი წამლების გამოყენების დროს კუნთების ტკივილს აღნიშნავთ. განსაკუთრებით, თუ, თავს ცუდად გრძნობთ ანდა ცხელება გაქვთ, აუხსნელი კუნთების ტკივილი გაქვთ, სასწრაფოდ და აუცილებლად ექიმს მიმართეთ. თუ, კუნთების სისუსტე მუდმივია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
· რეგულარულად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ღებულობთ,
· ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეული გაქვთ,
• ქოლესტერინის დაქვეითების მიზნით ფიბრატების(გემფიბროზილი, ფენოფიბრატის მსგავსი) სახელით ცნობილ წამლებს ღებულობთ, გთხოვთ იხილეთ ნაწილი- ,,კრესტორის R და სხვა წამლების ერთად გამოყენება ’’
· აივ ინფექციის მკურნალობის დროს გამოყენებულ წამლებს, მაგ. ლოპინავირს და/ და ატაზანავირს ანდა რიტონავირს ღებულობთ, გთხოვთ იხილეთ ნაწილი- ,,კრესტორის R და სხვა წამლების ერთად გამოყენება ’’
· ორალური გზით ანდა ინექციით ფუზიდის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის დროს გამოყენებული წამალი)შემცველ ანტიბიოტიკებს ღებულობთ ანდა ბოლო 7 დღის განმავობაში გამოიყენეთ. ფუზიდის მჟავას და კრესტორისRერთად გამოყენებამ შეიძლება კუნთების სერიოზული პრობლემის (რაბდომიოლიზი) განვითარება განაპირობოს, გთხოვთ იხილეთ ნაწილი- ,,კრესტორისR და სხვა წამლების ერთად გამოყენება’’
ბავშვები და მოზარდები:
- თუ, ავადმყოფი 6 წლამდე ბავშვია: კრესტორიR6 წლამდე ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
- თუ, ავადმყოფი, 10 წლამდე ასაკის ბავშვია: თუ, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ანამნეზით აღინიშნება ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, კრესტორისR20 მგ ტაბლეტები 10 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
- თუ, ავადმყოფი 18 წლამდე ასაკის მოზარდია: კრესტორიR40 მგ ტაბლეტების გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის მიზანშეწონილი.
- თუ, 70 წელზე მეტი ასაკის ხართ (ექიმმა, კრესტორისRთქვენთვის შესაბამისი საწყისი დოზა უნდა შეგირჩიოთ)
- თუ, სუნთქვის მძიმე უკმარისობა გაქვთ,
- თუ, აზიური წარმოშობა გაქვთ (იაპონიელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი), ექიმმა, კრესტორისRთქვენთვის შესაბამისი საწყისი დოზა უნდა შეგირჩიოთ.
თუ, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება ანდა ფიქრობთ რომ გაქვთ, გთხოვთ, 40 მგ დოზა (ყველაზე მაღალი დოზა) არ გამოიყენოთ. კრესტორისRნებისმიერი დოზის მიღების დაწყებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ზოგიერთ ავადმყოფთან, სტატინები ღვიძლზე ზემოქმედებას ახდენს. ასეთი მდგომარეობის არსებობა-არ არსებობის დადგენა მარტივია სისხლის ანალიზით (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება) შესაძლებელია. ამიტომ, ექიმი, კრესტორითRმკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში მოითხოვს ღვიძლის ფუნქციური სინჯების გაკეთებას.
თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ ანდა შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ ხართ, ამ წამლის გამოყენების დროს ექიმს მკაცრი დაკვირვების ქვეშ ეყოლებით. თუ, სისხლში შაქრის ანდა ცხიმის მაჩვენებლები მაღალია, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა გაქვთ, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია.
ავადმყოფები, როემლთაც სისხლში შაქრის დონე მშიერზე 100-125 მგ/დლ (5,6-6,9 მმოლ/ლ) აქვთ, ამ დროს როზუვასტატინით მკურნალობა დაკაშირებულია სისხლში შაქრის მომატების რისკთან.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
კრესტორის R გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
კრესტორისRმიღება შესაძლებელია როგორც მშიერზე, ასევე კვების შემდეგაც.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, კრესტორიRარ გამოიყენოთ. თუ, კრესტორისRგამოიყენების დროს ორსულობა დადასტურდება, მაშინვე წამლის მიღება შეაჩერეთ და თქვენს ექიმს აცნობეთ. ქალები, რომლებიც კრესტორსRღებულობენ, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენებით ორსულობას თავი უნდა აარიდონ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, კრესტორიRარ გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ადამიანთა უმრავლესობას, კრესტორისRმიღების დროს შეუძლია ავტომობილის და მექანიზმების მართვა, რადგანაც კრესტორიRამ პირების მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს. თუმცა, ზოგიერთ ადამიანთან კრესტორისRგამოყენების დროს ვლინდება თავბრუსხვევა, თუ, თავბრუსხვევას გრძნობთ, ავტომობილის ანდა მექანიზმების მართვამდე ექიმის კონსულტაცია გაიარეთ.
კრესტორისR შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ, ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით უკვე იცით, რომ ზოგიერთი შაქრის (ლაქტოზა ანდა რძის შაქარი)მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ პროდუქტის მიღებამდე კონსულტაციისთვის ექიმს დაუკავშირდით. ამ წამლის შემადგენელი კომპონენეტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილი-,, დამხმარე ნივთიერებები’’.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ, რეცეპტის გარეშე გაცემული წამლების ჩათვლით, ანდა ხანმოლე დროის უკან ღებულობდით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნოებთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
• ციკლოსპორინი (ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოიყენება),
• ვარფარინი,
• კლოპიდოგრელი (ანდა სისხლის გამათხელებელი სხვა წამალი),
• ფიბრატები (გემფიბროზილი, ფენოფიბრატის მსგავსი),
• ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვა წამლები(ეზეტიმიბის მსგავსი),
• დისპეფსიის სამკურნალო წამლები (კუჭის მჟავიანობის შემცირების მიზნით გამოიყენება),
• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი),
• ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი),
• ჩასახვის საწინააღმდეგო აბები,
• ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია,
• ლოპინავირი და/ანდა ატაზანავირთან ერთად რიტონავირის მსგავსი ანტივირუსული (ვირუსებით გამოწვეული დაავადებები) მკურნალობისას,
• სიმეპრევირი (აივ ინფექციის ანდა C ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი. გთხოვთ, კრესტორისRგამოყენებამდე იხილეთ ნაწილი-კრესტორი R ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ)
კრესტორმა R ამ წამლების ეფექტი შეიძლება შეცვალოს ანდა პირიქით, ამ წამლებმა კრესტორის R ეფექტები შეიძლება შეცვალოს.
ატაზანავირი/რიტონავირის ანდა ლოპინავირ/რიტონავირის კომბინაციაში გამოყენებისას, როზუვასტატინის დღიური დოზა 10 მგ არ უნდა გადააჭარბოს.
ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ ორალური ფუზიდის მჟავის მიღების საჭიროებისას, ამ წამლის (კრესტორის) გამოყენება დროებით უნდა შეაჩეროთ. კრესტორის Rმიღების კვლავ დაწყების უფრო უსაფრთხო დროს ექიმი გაცნობებთ. კრესტორისR ფუზიდის მჟავასთან ერთად მიღების დროს, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ანდა ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება კრესტორი R ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :
კრესტორი R ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ზრდასრულთათვის ნორმალური დოზები
თუ, კრესტორსR ქოლესტერინის მაღალი დონის გამო ღებულობთ,
საწყისი დოზაა:
კრესტორით R მკურნალობის დროს, იმის მიუხედავად, რომ ადრე სხვა სტატინის უფრო მაღალი დოზა გაქვთ მიღებული, მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას კრესტორის 5 მგ ანდა 10 მგ დოზით. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია შემდეგზე:
- ქოლესტერინის დონე
- მიოკარდიუმის ინფარქტის ანდა ინსულტის გადატანის რისკი
- შესაძლო გვერდითი ეფექტების მიმართ თქვენთან უფრო მგრძნობიარე მდგომარეობის არსებობა
თქვენთვის შესაბამისი საწყისი დოზის მიღებისთვის, ექიმის კონსულტაცია გაიარეთ.
თუ, თქვენთან ქვემოთ აღნიშნული მდგომარეობები ვლინდება, ექიმმა შეიძლება ყველაზე დაბალი დოზა( 5 მგ) დაგინიშნოთ:
- თუ, აზიური წარმოშობა გაქვთ (იაპონიელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი),
- თუ, 70 წელზე მეტი ასაკი გაქვთ,
- თუ, საშუალო სიმძიმის თირკმლის პრობლემები გაქვთ,
- თუ, კუნთების ტკივილის რისკი გაქვთ (მიოპათია)
დოზის მომატება და ყველაზე მაღალი დღიური დოზა
ექიმმა, შეიძლება დოზის მომატების გადაწყვეტილება მიიღოს, შესაბამისად თქვენთვის შესაბამის დოზის მიღებას შეძლებთ. თუ, მკურნალობა 5 მგ დოზით დაიწყეთ, ექიმმა , შეიძლება 10 მგ, შემდეგ 20 მგ და თუ საჭირო იქნება დოზა შეიძლება 40 მგ -მდეც შეიძლაბა გაზარდოს. თუ, მკურნალობა 10 მგ დოზით დაიწყეთ, ექიმმა შემდეგ შეიძლება დოზა 20 მგ და 40 მგ-მდეც შეიძლება გაზარდოს. ყოველი დოზის რეგულაციას შორის ინტერვალი 4 კვირა უნდა იყოს.
კრესტორის R ყველაზე მაღალი დღიური დოზა 40 მგ. ეს დოზა გამოიყენება,მ ხოლოდ იმ შემთვევებში, თუ მიოკარდიუმის ინფარქტის ანდა ინსულტის რისკი მაღალია, 20 მგ დოზა ასევე გამოიყენება იმ ავადმყოფებში, რომელთა ქოლესტერინის დონე უფრო დაბალი დოზით ვერ რეგულირდება.
თუ, კრესტორს R მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ანდა ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შემცირების მიზნით ღებულობთ:
ამ შემთხვევაში რეკომენდირებული დოზაა 20 მგ. ამავე დროს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, ექიმმა შეიძლება უფრო დაბალი დოზა დაგინიშნოთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
ტაბლეტი წყლის საშუალებით სრულად უნდა გადაიყლაპოს.
კრესტორიR დღეში მხოლოდ ერთხელ მიიღეთ. კრესტორის R მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს,მ მშიერზე ანდა კვების შემდეგ.
კრესტორის R ტაბლეტის მიღება რომ არ დაგავიწყდეთ,, სასურველია მისი მიღება ყოველდღე, ერთსადაიმავე დროს (საათზე).
ქოლესტერინის რეგულარული კონტროლი
ქოლესტერინის რეგულარული კონტროლისთვის მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა. ამ გზით შესაძლებელია ქოლესტერინის სასურველი დონის შენარჩუნება და კონტროლი, რაშიც დარწმუნებული იქნებით.
ექიმმა, შეიძლება დოზის გაზრდა გადაწყვიტოს, შესაბამისად თქვენთვის შესაბამის დოზას მიიღებთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
- ბავშვებსა და მოზარდებში, 6-17 წლის ასკობრივ ჯგუფში გმოყენება:
დოზის ინტერვალი მერყეობს 5მგ- დან 20 მგ-მდე. ნორმალური საწყისი დოზა 5 მგ-ია. ექიმი, კრესტორის R თქვენთვის შესაბამისი დოზის შერჩევისთვის, დოზას ეტაპობრივად გაზრდის. 6-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში კრესტორის R მაქსიმალური დღიური დოზა დაავადების მდგომარეობაზეა დამოკიდებული და 10 მგ- დან 20 მ-მდეა. დოზა მიიღეთ დღეში მხოლოდ ერთხელ. კრესტორის R 40 მგ ტაბლეტები ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
- ხანდაზმულებში გამოყენება:
70 წლის და მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში საწყისი დოზის სახით რეკომენდირებულია: 5 მგ დღეში. ასაკის მიხედვით სხვა დოზის შერჩევა არ არის საჭირო.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლების უკმარისობის დროს კრესტორის R დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში კრესტორის R არცერთი დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული. საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ) საწყისი დოზის სახით რეკომენდირებულია 5 მგ დღეში. 40 მგ -იანი დოზა საშუალო სიმძიმის თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ღვიძლის უკმარისობა:
კრესტორი R , ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე ავადმყოფებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, ფიქრობთ, რომ კრესტორის R ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, კრესტორისR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, კრესტორის R საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
საავადმყოფოში ვიზიტების ანდა სხვა პრობლემის გამო მკურნალობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალს უთხარით, რომ კრესტორს R ღებულობთ.
თუ, კრესტორისR მიღება დაგავიწყდებათ:
არ ინერვიულოთ, მომდევნო დოზა ჩვეულ დროზე მიიღეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
გვერდითი ეფექტები, რომელიც კრესტორისR მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს
თუ, კრესტორის R მიღების შეწყვეტა გსურთ, ექიმს გაესაუბრეთ. თუ, კრესტორის R გამოყენებას შეწყვეტთ, ქოლესტერინის დონე ისევ მოიმატებს.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, კრესტორის R შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
ამ დროს მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა სახის გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს. გევრდითი ეფექტები ძირითადად, მსუბუქი ხარისხისაა და ხანმოკლე დროის შემდეგ ალაგდება.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კრესტორის R მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ:
· სახის, ტუჩების, ენის და/ ანდა ხახის შეშუპებაასთან ერთად და ან მის გარეშე განვითარებული სუნთქვის გაძნელება.
· სახის, ტუჩების, ენის და/ ანდა ხახის შეშუპება და ამასთან დაკავშირებით განვითარებული ყლაპვის გაძნელება.
· კანზე ბუშტუკების გაჩენა და ძლიერი ქავილი
გარდა ამისა, თუ კუნთებში უჩვეულო და გახანგრძლივებული ტკივილი გექნებათ, კრესტორის R მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ. კუნთებში გამოვლენილი ეს ნიშნები ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე ზრდასრულებში. როგორც სხვა სტატინების მიღების დროს, ავადმყოფთა მცირე ჯგუფში შეიძლება გამოვლინდებს არასასიამოვნო მოვლენები კუნთების მხრივ. აღნიშნული კუნთოვანი მოვლენები საკმაოდ იშვიათად ვლინდება და შეიძლება პროგრესირება განიცადოს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე, რომელიც რაბდომიოლიზის სახელითაა ცნობილი.
ასეთი, ძალიან სერიოზული მდგომარეობების დროს, ექიმს მიმართეთ. ყველა ასეთი სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა ჩამოთვლილი:
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ცამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, თქვენს ექიმს მიმართეთ.
გავრცელებული:
- თავის ტკივილი,
- მუცლის ტკივილი,
- ყაბზობა,
- ავად ყოფნის შეგრძნება,
- კუნთების ტკივილი,
- სისუსტის შეგრძნება,
- თავბრუსხვევა,
- შარდში ცილების მომატება (მხოლოდ კრესტორი R 40მგ). ასეთი მდგომრეობა, ძირითდად კრესტორის R მიღების შეწყვეტის გარეშე თავისით ნორმას უბრუნდება.
- შაქრიანი დიაბეტი. ასეთ მდგომარეობაში, სისხლში შაქრის დონე და სისხლში ცხიმების დონე მაღალია და დამახასიათებელია ჭარბი წონის და მაღალი არტერიული წნევის მქონე ავადმყოფებში. ამ წამლის მიღების დროს, ექიმს დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
ნაკლებად გავრცელებული
• გამონაყარი, ქავილი ანდა კანის სხვა რეაქციები
• შარდში ცილების რაოდენობის მომატება (მხოლოდ კრესტორი R 5,10 და 20 მგ). ასეთი მდგომრეობა, ძირითდად კრესტორის R მიღების შეწყვეტის გარეშე თავისით ნორმას უბრუნდება.
იშვიათი:
· ძლიერი ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენის და/ანდა ხახის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, ძლიერი კანის ქავილი, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკოვანი გამონაყარი. თუ, ფიქრობთ, რომ ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ, კრესტორის R მიღება მაშინვე შეწყვიტეთ და სამედიცინო დახმარების მისღებად საავადმყოფოის მიმართეთ.
· ზრდასრულებში კუნთების დაზიანება: თუ, კუნთებში მოსალოდნელზე უფრო გახანგრძლივებული და უფრო ძლიერი ტკივილი გექნებათ, სიფრთხილის ზომების მიღების მიზნით კრესტორის R მიღება მაშინვე შეწყვიტეთ და სამედიცინო დახმარების მისღებად საავადმყოფოის მიმართეთ.
· ძლიერი მუცლის ტკივილი (ჩირქოვანი პანკრეატიტი)
• სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება
· სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო კანის ადვილად დალურჯება და სისხლჩაქცევები
· პანკრეატიტი (პანრეასის ჩირქოვანი ანთება)
ძალიან იშვიათი:
· სიყვითლე(კანის და თვალი თეთრი გარსის გაყვითლება)
- ჰეპატიტი (ღვიძლის ჩირქოვანი ანთება)
- შარდში სისხლის კვალი
· ხელისა და ფეხის ნერვების დაზიანება(მგრძნოიბელობის დაკარგვის მსგავსი)
- სახსრების ტკივილი
- გონების დაკარგვა
· მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდება (გინეკომასტია)
- პოლინეიროპათია (ნერვების მღავლობითი ანთება)
უცნობი:
- დიარეა(ფაღარათი)
· სტივენს-ჯონსოსნის სინდრომი (პირის ღრუში, თვალში, კანზე და სასქესო ორგანოებზე სერიოზული ბუშტუკოვანი დაზიანება.
- ხველა
- ჰაერის უკმარისობა
- შეშუპება (შესივება)
- უძილობა და კოშმარები, ძილის დარღვევები
- სქესობრივი პრობლემები
- დეპრესია
· გახანგრძლივებული, ჯიუტი ხველა და/ანდა ჰაერის უკამრისობა ანდა ტემპერატურის მომატებასთან ერთდ სუნთქვის პრობლემები
- მყესების დაზიანება
- კუნთების შეუქცევადი სისუსტე
· პერიფერიული ნეიროპათია (არა-ცენტრალური ნერვების ანთებითი დაზიანება)
· იმუნური ნეკროზული მიოპათია (კუნთების შეუქცევადი სისუსტე)
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
5. კრესტორის R შენახვა
კრესტორიR, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კრესტორიR, არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა ,,EXP’’-ს შემდეგ აღნიშნული თვის ბოლო დღეა.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ბლისტერის ფურცლები <30 0 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. ნესტისგან დაცვის მზინით ორიგინალურ შეფითაში შეინახეთ.
Units | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account