Lipokids - ლიპოქიდსი სიროფი 125გრ

განსაკუთრებული ფასი 16,66 GEL რეგულარული ფასი 23,13 GEL
მარაგშია
SKU
55505_1348

ჩვენება: ტრადიცილად როგორც მსუბუქი დიაფორეტული საშუალება. დამხმარე საშუალება გაციების, ყელის ტკივილის და ხველის დროს.

რა არის ლიპოკიდსი და რისთვის გამოიყენება 

ლიპოკიდსი სიროფი შეიცავს ცაცხვის ნაყენს, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება როგორც მსუბუქი დიაფორეტული საშუალება. პროდუქტის ეფექტურობა დაფუძნებულია მხოლოდ ხანგრძლივ გამოყენებაზე და გამოცდილებაზე.

თერაპიული ჩვენება:

ტრადიცილად როგორც მსუბუქი დიაფორეტული საშუალება. დამხმარე საშუალება გაციების, ყელის ტკივილის და ხველის დროს.

ლიპოკიდსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ლიპოკიდსი:

- თუ ალერგიული ხართ (გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა) ლიპოკიდსის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

- თუ გაქვთ დიაბეტი, შაქრის შემცველობის გამო (10მლ სიროფი შეიცავს 8გ საქაროზას).

ორსულობა:

მონაცემები არ არის. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ლაქტაცია:

მონაცემები არ არის. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:

ლიპოკიდსი მიჩნეულია უსაფრთხოდ და არ მოქმედებს ფსიქომოტორულ შესაძლებლობებზე ან ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ლიპოკიდსის გამოყენება ბავშვებში:

ლიპოკიდსის გამოყენება შეიძლება ბავშვებში 1 წლის ასაკიდან, თუმცა 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, ეჭვის შემთხვევაში, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლიპოკიდსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

აუტანლობის შემთხვევაში ლიპოკიდსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტების გამოყენება:

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის.

როგორ მიიღება ლიპოკიდსი?

ორალური გამოყენებისთვის. 1-3 წლის ასაკის ბავშვებში: ექიმის კონსუტლაციის შემდეგ, ჩვეულებრივ 1 ჩაის კოვზი (5მლ) სიროფი 2-3 ჯერ დღეში. 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5მლ) სიროფი 4-5 ჯერ დღეში.

მოზრდილები: 1 ჩაის კოვზი (10მლ) სიროფი 3-4 ჯერ დღეში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლიპოკიდსი: 

დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს. საქაროზას მაღალი დოზებისადმი აუტანლობის მქონე პირებში შეიძლება განვითარდეს გულისრევა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ნებისმიერი მედიკამენტი, ლიპოკიდსიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს. გვერდითი ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს.

როგორ ინახება ლიპოკიდსი?

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გამოიყენოთ კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. ფლაკონის სკერზე ნალექი არ არის პროდუქტის დეფექტი. ის გამოწვეულია სიროფში ნატურალური ინგრედიენტების შემცველობით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy