Ephact Flu - ეფექტი ფლუ 10 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 7,23 GEL რეგულარული ფასი 11,00 GEL
მარაგშია
SKU
6864_871

ჩვენება: გაცივებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:
პარაცეტამოლს _ 500 მგ,
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს _ 10 მგ,
ქლორფენირამინის მალეატს _ 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი. 
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ფერის ფხვნილით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ეფექტი ფლუ კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. 
პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში. პარაცეტამოლი ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაცივებასთან დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე (არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში) და არ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. 
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება a1-ადრენომიმეტურ საშუალებებს. პრეპარატს გააჩნია გამოხატული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება. ზედა სასუნთქი გზების (ცხვირის ღრუ, დანამატი წიაღები, ხახა) ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და შეშუპების შემცირების გზით, იგი ამცირებს რინორეას, ცემინებას, ცრემლდენას და აღადგენს ცხვირით სუნთქვას, რომელიც დარღვეულია გრიპის, გაცივებისა და ალერგიული დაავადებების დროს.
ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს, ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას. იგი ხასიათდება პერიფერიული ანტიქოლინერგული აქტივობით, გააჩნია ასევე სედატიური და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. აქვეითებს სისხლძარღვების განვლადობას, ამცირებს კონიუნქტივის, ცხვირის, ცხვირხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას.

ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 1 სთ-ში აღწევს. ანალგეზიური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 0.5–2 სთ-ის განმავლობაში. პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 80%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება მისი 20%. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 სთ-ს. პარაცეტამოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. წარმოქმნილი კონიუგატები (გლუკურონიდები და სულფატები) ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით გამოიყოფა.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ადვილად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ში, ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი _ 2-3 სთ-ს, მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავებში ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას საშუალებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით.
ქლორფენირამინის მალეატი პერორალური მიღებისას ადვილად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ, ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 25-50%-ს, საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი _ დაახლოებით 20 სთ-ს. მეტაბოლიზდება ღვიძლში და ელიმინირდება თირკმლებისა და ნაწლავების საშუალებით.

ჩვენებები
• გაცივებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) სიმპტომური მკურნალობა;
• ზომიერად და სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია);
• ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინიტი, რინორეა).

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ბავშებში _ 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
იშვიათად მოსალოდნელია:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, დისპეფსიური მოვლენები;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება;
სხვა: ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ძილიანობა, მოუსვენრობა, სისუსტე.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი, სისხლის სისტემის დაავადებები, ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ჟილბერის სინდრომი (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია), არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია, ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები.
სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიით დაავადებულებში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებები:
სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ღვიძლისა ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გულის ქრონიკული დაავადებების, ჰიპერთირეოზის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მიღება დაუშვებელია ალკოჰოლთან ერთად. 

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები: სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები, თირკმლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. 
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა, ადსორბენტების (გააქტივებული ნახშირი) დანიშვნა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ანტიდოტები: მეთიონინი ჰიპერდოზირებიდან 8-9 სთ-ის შემდეგ და N-აცეტილცისტეინი - 12 სთ-ის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ეფექტი ფლუს და ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორების, აგრეთვე მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულაციურ საშუალებებთან (მათ შორის, ვარფარინთან) ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. არასასურველია პრეპარატის დანიშვნა მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ქოლინობლოკატორებთან, ადრენობლოკატორებთან და პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად. პრეპარატის მიღება ტრანქვილიზატორებთან, საძილე და ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად აძლიერებს მათ სედატიურ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy