Gold-L- carnitine - გოლდ L-კარნიტინი ქრომით 20 შუშხუნა ტაბლეტი
ჩვენება:აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, უწყობს ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმს
გოლდ L-კარნიტინი 1000 ქრომით შუშხუნა ტაბლეტი
კვებითი ღირებულება - 1 აბი % NRV*
ლ-კარნიტინი 1000 მგ
ქრომი 40 μg 100%
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი; მჟავიანობის რეგულატორი - ლიმონმჟავა,ნატრიუმის კარბონატი; შემავსებელი - სორბიტოლი; სტაბილიზატორი - პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობლები - საქაროზა, სუკრალოზა; არომატიზატორი - კაროტინი (ფორთოხლის არომატისთვის).
გოლდ L-კარნიტინი 1000 ქრომით - არის საკვები დანამატი შუშხუნა ტაბლეტების ფორმით, L-კარნიტინისა და ქრომის პიკოლინატის შემცველობით. პროდუქტი შეიცავს დამატკბობლებს.
L-კარნიტინი - B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
L-კარნიტინი - აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
L-კარნიტინი - ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
ქრომი - ხელს უწყობს ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმს და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
რეკომენდირებული დოზა: 1 ტაბლეტი, გახსენით 200 მლ წყალში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
გაფრთხილება: პროდუქტი არ უნდა მიიღონ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებმა.
შენახვის პირობები: გაუხსნელი, ინახება მშრალ, სინათლისდან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account