Gliaton Forte - გლიატონ ფორტე 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 53,48 GEL რეგულარული ფასი 56,30 GEL
მარაგშია
SKU
52972_2048

ჩვენება:ქალა-ტვინის ტრავმა, ფსიქო-მოტორული ჩამორჩენა ბავშვებში, ალცჰაიმერის დაავადება, ინსულტი.

გლიატონ ფორტე

ქოლინ ალფოსცერატი  400მგ

პანტოტენის მჟავა 20მგ

წარმოადგენს ორიგინალურ ნაერთს, რომელიც მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტურების ჯგუფს, რომლიც ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის  მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთავისუფლებას. დადგენილია, რომ გლიატონ ფორტე  ახდენს მნიშვნელოვან დადებით მოქმედებას მეხსიერების ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ემოციური მდგომარეობის და მოქმედების მაჩვენებლებზე, რომლებიც გაუარესებული იყო თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.

მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება შემდეგს: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქოლინ ალფოსცერატი იშლება ფერმენტების ზემოქმედებით ქოლინად და გლიცეროფოსფატად: ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის (AX) ბიოსინთეზში – ნერვული აგღზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორი;

გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. ამგვარად, გლიატილინი აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიკურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე. გლიატონ ფორტე აუმჯობესებს ცერებრულ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას საშუალოდ აბსორბირდება შეყვანილი დოზის 88%. მისი ელიმინაცია წარმოებს, ძირითადად, ფილტვებით – ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) სახით. პრეპარატის დაახლოებით 15% გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.

ფარმაკოდინამიკა

ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატონ ფორტე  ახდენს დოზა დამოკიდებულ აცეტილქოლინის გამოყოფის სტიმულირებას ნეიროტრანსმისიის ფიზიოლოგიურ პირობებში.

გამოყენების ჩვენებები

  • ქალა-ტვინის ტრავმა.
  • დისცირკულატორული ენცეფალოპათია
  • ფსიქო-მოტორული ჩამორჩენა ბავშვებში,მეტველების დარღვევით
  • დემენცია,ალცჰაიმერის დაავადება
  • იშემიური ინსულტი,
  • ჰანტინგტონის ქორეა
  • ასაკობრივი ფსევდომელანხოლია

წინააღმდეგჩვენება

დადგენილი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტიცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გვერდითი ეფექტები

მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება

იგი გავლენას არ ახდენს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზირება

ქრონიკული ცერებროვასკულური უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას გლიატონ ფორტე ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 აბი), სასურველია ჭამამდე. მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს 3-6 თვეს.

ბავშვებში  50-100 მგ/კგ/დღ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა

გლიატონ ფორტე : შეფუთვა მოიცავს 15 აბს

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქებიდან გაცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: FORTEX    ბულგარეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy