Reocon - რეოკონი 100 ტაბლეტი
ჩვენება: საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება, მუცლის შებერილობა.
რეოკონი
Reocon
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შემადგენლობა:
რეოკონის ერთი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, ტაბლეტი შეიცავს: პანკრეატინი – 175 მგ (ამილაზა 4200 F.I.P. ერთეული, ლიპაზა 5367 F.I.P. ერთეული, პროტეაზა 222 F.I.P. ერთეული), დიმეტიკონი – 25 მგ, ჰემიცელულაზა – 50 მგ, ხარის ნაღვლის ექსტრაქტი – 25 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი, დიაცეტილირებული მონოგლიცერიდი, საქაროზა, ჟელატინი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის ოქსიდი, კარნაუბის ცვილი.
მოქმედების მექანიზმი:
პანკრეატინი – წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელსაც გააჩნია ამილაზური, ლიპოლიზური და პროტეოლიზური აქტივობა. პანკრეატინის ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლაში.
დიმეტიკონი – ცვლის ნაწლავებში არსებული აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, ახდენს მათ გაერთიანებას, რაც განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.
ჰემიცელულაზა – ახდენს ცელულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები.
ხარის ნაღვლის ექსტრაქტი (ნაღვლის მჟავები) – ააქტიურებს ფერმენტ ლიპაზას, ხელს უწყობს ცხიმების ემულგაციას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ აბსორბციაში.
ჩვენებები:
- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება
- მუცლის შებერილობა (სიმპტომური თერაპიის სახით)
- ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დამხმარე თერაპია
- ღეჭვის გართულებით გამოწვეული საჭმლის მონელების პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და/ან კბილის პროთეზთან
- მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რადიოლოგიური გამოკვლევების წინ
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა რეოკონში შემავალი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
დაუშვებელია Dანოტაციაში მითითებული დოზის გადაჭარბება, რეოკონის მიღების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ დადებითი დინამიკის არარსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეოკონის გამოყენება უსაფრთხოა.
მიღების წესი და დოზირება:
რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად პირის ღრუს და ლოყის ლორწოვანი გარსის ანთება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ვარგისობა და შენახვის პირობები:
რეოკონის ვარგისობის ვადა - 3 წელი. დაუშვებელია მისი მიღება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account