Entenorm - ენტენორმი პლუსი 220მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 43,70 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
მარაგშია
SKU
73574_871

ჩვენებები: გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში სხვადასხვა გენეზის დისბაქტერიოზის დროს.

მოქმედება:

ენტენორმი პლუსი წარმოადგენს პრობიოტიკების ნაკრებს, რომელიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას და საჭმლის მომნელებელი სიტემის მოქმედების ნორმალიზებას, იცავს ორგანიზმს ალერგიული რეაქციების განვითარებისგან, ფაღარათისა და ყაბზობისგან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. პრეპარატში შემავალი ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს, რომელიც ეწინააღმდეგება მის ზედაპირზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას, ასევე იცავს ტოქსინების ზემოქმედებისგან.

ბიფიდობაქტერიები აქვეითებენ პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას, მონაწილეობენ ჰორმონების, K და B-ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავას სინთეზში, ხელს უწყობენ კალციუმის, რკინის, ვიტამინების შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას. ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ ბუნებრივ ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს, ინტერფერონს და ინტერლეიკინ-1-ს, განაპირობებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლას.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის კაფსულები, შევსებული თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე ფხვნილით.
შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს 2.4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: Bifidobacterium breve, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium animalis ssp lactis, Bifidobacterium animalis ssp longum, Bifidobacterium longum ssp infantis, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus plantarum, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus paracasei, Lactobacillus delbrueckii ssp bulgaricus;

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული წყალი.                                      

გამოშვების ფორმა:

კაფსულები, 220 მგ.              

ჩვენება:

•  გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში სხვადასხვა გენეზის დისბაქტერიოზის დროს, მათ შორის, გამოწვეული არარაციონალური კვებით, სტრესული მდგომარეობებით, ანტიბიოტიკო-, ქიმიო- და სხივურ თერაპიასთან ერთად ან მათ შემდეგ;

•  აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, მათ შორის მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის, დისპეპსიის, მეტეორიზმის დროს;

•  აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ალერგიული რეაქციების გამოვლენის სიმძიმეს და სიხშირეს.

მიღების წესი და დოზირება:

1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1/2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს (კაფსულის შიგთავსი ერევა მცირე რაოდენობით სითხეს ან საკვებს);

1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს;

3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში – 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობაა 25-30 დღე.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შეფუთვა:

6 კაფსულა სტრიპში, 5 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მაცივარში 2 - 8ºC ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალურიდათვალიერებისშედეგადაღმოჩენილირაიმესახისდეფექტისშემთხვევაშიპრეპარატისმიღებადაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy