Chophytol - ხოფიტოლი 60 დრაჟე
ჩვენებები: სანაღვლე გზების დისკინეზიის კომპლექსური მკურნალობა; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი
ხოფიტოლი
CHOPHYTOL
საერთაშორისო დასახელება - extractum Cynara
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 60 და 180ც;
ხსნარი შინაგანი გამოყენებისათვის. . 120მლ
აქტიური ნივთიერება:
ცინარას ნედლი ფოთლების წვენის მშრალი ექსტრაქტი…. 1 ტაბ…. . . 200მგ;
ხსნარი შინაგანი განოყენებისათვის 1მლ. . . 200მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია მინდვრის ცინარას შემადგელობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით. ცინარინი კაფეოლოქინინის მჟავეებთან ერთად ავლენს ნაღველმდენ და ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას. ცინარას შემადგენლობაში შემავალი ასკორბინმჟავა, კაროტინი, ვიტამინები B1, B2, ინულინი განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას. ხოფიტოლი ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოფერმენტების გამომუშავებას და ზეგავლენას ახდენს ლიპიდების, ქოლესტერინისა და კეტოსხეულების მეტაბოლიზმზე. ხასიათდება დეტოქსიკაციური თვისებებით ღვიძლისა და თირკმლების პარენქიმის მიმართ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, მათ შორის: ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე ლითონთა მარილების.
ხოფიტოლი იწვევს დიურეზის მატებას და აძლიერებს შარდოვანას გამოყოფას.
ჩვენებები
- სანაღვლე გზების დისკინეზიის (ჰიპოკინეტური ტიპის) კომპლექსური მკურნალობა; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აცეტონემია, სიყვითლე,
- ქრონიკული ინტოქსიკაცია ნიტროშენაერთებით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონთა მარილებით.
ორსულობის დროს რეკომენდებულია:
_ გესტოზების პროფილაქტიკისთვის მათი განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებში;
_ ორსულთა ღებინების აღმოფხვრისათვის;
_ ორსულთა სიყვითლის დროს;
_ გესტოზების პრეკლინიკურ სტადიაში;
_ ფეტოპლაცენტარული უკმარისობის პროფილაქტიკისთვის;
_ ორსულთა ღვიძლშიდა ქოლესტაზის დროს.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4კვირას.
ბავშვებში: 6 წლის ასაკიდან 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამადე 15-20 წუთით ადრს. ხსნარი შინაგანი გამოყენებისთვის :
ბავშვებში: 0-12 თვემდე 0,3-0,5 მლ ( 5-10 წვეთი) ხსნარი; 1-5 წლამდე 0,5-1მლ (10-20 წვეთი) ხსნარი; 6-12 წლამდე ½1/2 ჩაის კოვზი (2-3მლ) ხსნარი ; 12 წლის ზევით 1/2½-1 ჩაის კოვზი ხსნარი
გვერდითი მოვლენები
მაღალ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია დიარეის გავითარება.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ნაღველკენჭოვანი დაავადება; სანაღვლე გზების გაუვალობა;
ორსულობა და ლაქტაცია
ხოფიტოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
შენახვის პირობები და ვადები
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC-ისა.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account