ROTABIOTIC - როტაბიოტიკი 20 კაფსულა
ჩვენება:ბიოლოგიური წარმოშობის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობას.
როტაბიოტიკი
ROTABIOTIC
კაფსულები.
აღწერილობა: მყარი, ღია ყავისფერი ფერის ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, ღია ყვითელი-ყავისფერი ფხვნილის შემცველობით.
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ლიოფილიზებული ბაქტერიები 2.5 × 109 კწე:
- Lactobacillus bulgaricus 0.5 × 109 კწე:
- Streptococcus thermophilus 0.8 × 109 კწე:
- Lactobacillus acidophilus 0.8 × 109 კწე:
- Bifidobacterium ssp. (Bifidobacterium bifidum,
Bifidobacterium longum, Bifidobacterium infantis) 0.4 × 109 კწე:
ინულინი 150.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემცველობა: რკინის შავი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბიოლოგიური წარმოშობის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობას. მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატები, რომლებიც აპროდუცირებენ რძემჟავას.
თვისებები
როტაბიოტიკი – კომბინირებული პრობიოტიკი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შტამები: Lაცტობაცილლუს ბულგარიცუს, Lაცტობაცილლუს აციდოპჰილუს, Bიფიდობაცტერიუმ სსპ., აგრეთვე შტრეპტოცოცცუს ტჰერმოპჰილუს. როტაბიოტიკი ახდენს ორგანიზმის ფუნქციის ოპტიმიზაციას, არეგულირებს წონასწორობას და ანორმალიზებს ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობას.
როტაბიოტიკის შემადგენლობაში შემავალი ლაქტობაქტერიები ახდენენ ნახშირწყლების დაშლას რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ წარმოქმნილი მჟავა გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენენ ადამიანის ორგანიზმის ნაწლავური მიკროფლორის 85-95%-ს. Lაცტობაცილლუს ბულგარიცუს და შტრეპტოცოცუს ტჰერმოპჰილუს-ის კულტურები ავლენენ სიმბიოზს, აკომპენსირებენ რა ერთმანეთის მეტაბოლიზმს და ასტიმულირებენ ურთიერთზრდას.
ინულინი – მცენარეული პოლისაქარიდი, D-ფრუქტოზას პოლიმერი, ზრდის კალციუმისა და მაგნიუმის შეწოვას, ხელს უწყობს ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის კონცენტრაციას. ინულინი დადებით გავლენას ახდენს ნაწლავურ ფლორაზე და ასტიმულირებს ბიფიდობაქტერიების ზრდას.
ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაქტერიებს გააჩნიათ Mმაღალი ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, თრგუნავენ სტაფილოკოკების, შიგელების, როტავირუსების, პროტეების, ენტეროპათოგენური ნაწლავური ჩხირების, ზოგიერთი საფუარის მაგვარი სოკოების სიცოცხლისუნარიანობას, აფერხებენ მათ ადჰეზიას ნაწლავების ლორწოვან გარსთან. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორის განვითარებისათვის, არეგულირებენ ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობას, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიოცენოზის ნორმალიზაციას. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ამაღლებენ ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას, გააჩნიათ იმუნომამოდულირებელი მოქმედება.
როტაბიოტიკის შემადგენლობაში შემავალი ნორმალური მიკროფლორის ბაქტერიები ააქტიურებენ საჭმლის მონელებას, მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლაში, ნაღველის მჟავებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესებში (ავლენენ ჰიპოქოლესტერინემიულ მოქმედებას). ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ახდენენ ამინომჟავების, პანთოტენის მჟავას, K ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზირებას, ხელს უწყობენ რკინის, კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვას.
გამოყენება
- ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა და ნორმალიზაცია, საჭმლის მონელების გაუმჯობესება;
- გასტროენტერიტის, დისპეფსიის პროფილაქტიკა;
- ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის პროფილაქტიკა;
- კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქციის (დიარეა, ყაბზობა) მკურნალობა;
- იმუნიტეტისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის ამაღლება.
გამოყენების წესი და დოზები
როტაბიოტიკი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
უკუჩვენებები
დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად (ძალიან იშვიათად).
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტთა შემდეგი ჯგუფებისათვის პრობიოტიკური პროფილაქტიკა ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით:
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნური სისტემის დარღვევა ან დათრგუნვა, განსაკუთრებით პაციენტები, შიდსის გვიან სტადიაზე ან ალოტრანსპლანტანტების მქონე პაციენტები, აგრეთვე ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები;
- პაციენტები, ენდო- ან მიოკარდიტით, გადატანილი ოპერაციით მსხვილი ნაწლავზე, პირის ღრუში ან კბილებზე;
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა, მათ შორის ინსულინდამოკიდებული დიაბეტიკები. პრობიოტიკებს შესწევთ უნარი გააუმჯობესონ შაქრის შეთვისება და ამასთან გამოიწვიონ ინსულინური შოკი. პრობიოტიკების მიღებისას აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივად გაზომვა და ინსულინის დოზის შესაბამისად შემცირება;
- მოკლე ნაწლავების სინდრომის მქონე ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ D-ლაქტური აციდოზი. აუცილებელია შტამებით D-ლაქტატის პროდუცირების თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება;
- სისხლიანი დიარეის მქონე პაციენტები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, პრობიოტიკების სასარგებლო მოქმედება აღემატება შესაძლო რისკს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გამოყენება პედიატრიაში
ერთი წლის ასაკიდან ბავშვებში საკუთარი ნაწლავური მიკროფლორის განვითარების მიზნით, პრობიოტიკური პრეპარატების გამოყენება ამ ასაკობრივი კატეგორიის ავადმყოფებში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გამოშვების ფორმა
კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერს.
2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 18°C-ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ : ბიოპრონ 9 პრემიუმი 10 კაფსულა
რაოდენობა | 20 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account