Rennie - რენი 12 ტაბლეტი
ჩვენება: კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასთან და რეფლუქს-ეზოფაგიტთან დაკავშირებული სიმპტომები: გულძმარვა, ბოყინი, კუჭის არეში პერიოდული ტკივილები, გადავსების ან სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრულ მიდამოში, მეტეორიზმი, დისპეფსია, (მათ შორის დიეტაში და წამლები
აღწერილობა
თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის კვადრატული ტაბლეტები ჩაზნექილი ზედაპირებით, ორივე მხარეს გრავირებით ,,RENNIE“, ფორთოხლის არომატით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა კომბინირებული ანტაციდური საშუალებები. ათქ კოდი A02AX
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი 680მგ, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, მძიმე 80მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, სიმინდის პრეჟლატინიზირებული სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი (E553b), მაგნიუმის სტეარატი (E572), მსუბუქი თხევადი პარაფინი, ნატრიუმის საქარინი (E954), ფორთოხლის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი შეიცავს ანტაციდუს ნივთიერებებს-კალციუმის კარბონატს და მაგნიუმის კარბონატს. მოქმედების პრინციპი ადგილობრივია, არ არის დამოკიტებული აქტიური ნივთიერებების სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრაზე. კალციუმის კარბონატი ახდენს გამანეიტრალებელ მოქმედებას. მაგნიუმის კარბონატის დამატებით ეს ეფექტი ძლიერდება, რომელსაც ასევე გააჩნია გამანეიტრალებელი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
რენის კუჭის წვენთან ურთიერთქმედებით, კუჭში წარმოიქმნება კალციუმის და მაგნიუმის ხსნადი მარილები.
კალციუმის და მაგნიუმის მარილების აბსორბციის დონე ამ მარილებთან დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და ინდივიდუალურ თავისებურებებზე. აბსორბციის მაქსიმალური დონე კალციუმისა -10% და მაგნიუმისა 15-20%-ია. აბსორბცირებული კალციუმი და მაგნიუმი ჯანმრთელ პირებში გამოიყოფა თირკმლის საშუალებით. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას კალციუმისა და მაგნიუმის კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შესაძლებელია რომ მოიმატოს. ნაწლავებში ამ მარილებისგან წარმოიქმნება უხსნადი ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა განავლით.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება გულძმარვისა და მჟავა რეფლუქსიისას.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთჯერადი დოზა-1-2 ტაბლეტი ტკივილისას 4-8 ტაბლეტი დღეში. ტაბლეტი შესაძლებელია დაიღეჭოს ან უნდა გაჩერდეს პირში სრულ გაწოვამდე.
ძლიერი ტკივილისას დოზა შესაძლებელია მოკლე დროით გაიზარდოტ 12 ტაბლეტამდე დღეში.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
გვერდითი ეფექტები
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად ალერგიული რეაქციები-გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსია.
სმტ-ს მხრივ: გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის დიდ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერდოზირებასთან დაკავშირებული მოვლენები-ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც შეიძლება მოახდინოს სმტ-ის მხრივ სიმპტომების (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა)
და კუნთოვანი სისუსტის პროვოცირება.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთესები ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე.
ნერვული სისტემის მხრივ: გემოვნების დაკარგვა, თავის ტკივილი.
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: აზოტემია.
გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული რძემჟაბა-ტუტოვან სინდრომთან: ასთენია და კალცინოზი.
გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, მათ შორის ისეთების, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აუცილებელია შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
ნეფროკალცინოზი, თირკმლის მძიმე უკმარისობა, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ჰიპოფოსფატემია; ფრუქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებული მემკვიდრული დაავადებები, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა ან საქაროზა-იზომალტოზის უკმარისობა; პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძონებლობა, მიასთენია, ნაწლავთა გაუვალობა.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ დიდი დოზებით პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება. ჭარბი დოზირების მძიმე შემთხვევებში (მაგალითად: რძემჟავა-ტუტოვანი სინდრომი) საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგანაც შეიძლება საჭირო გახდეს წყლის ბალანსის აღდგენის დამატებითი ზომები.
მკურნალობა სიმპტომატურია.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს ექიმს ერთი ან რამდენიმე სიმპტომისას: წონის კლება, ყლაპვის გაძნელება ან კუჭის არეში მუდმივი დისკომფორტი, საჭმლის მონელების დარღვევა, რომელიც პირველად გამოვლინდა ან შეიცვალა, თირკმლის დაავადებების არსებობისას (აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია კალციუმის დონის მონიტორინგისთვის სისხლის პლაზმაში)
პრეპარატში საქაროზის შემცველობის გამო უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზის და გალაქტოზის შეწოვის დარღვევა, საქაროზა-იზომალტოზის უკმარისობა.,
თუ პრეპარატის მიღებისას სიმპტომები ნარჩუნდება ან მდგომარეობა უარესდება, მაშინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია გამოკვლევებისა და მკურნალობას დასანიშნად.
გვერდითი მოვლენები პაციენტებში ხშირად გამოვლინდება, რომლებიც ღებულობენ თიაზიდურ დიურეტიკებს ან დიდი რაოდენობით მოიხმარენ რძეს და რძის პროდუქტებს, განსაკუთრებით ხანგრძლივად მოხმარებისას.
პრეპარატის დღეში 4-8 ტაბლეტის მოხმარებისას აუცილებელია მაქსიმალურად შეიზრუდოს მკურნალობის ხანგრძლივობა და სიმპტომების გაქრობისას შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
მითითება პაციენტებისთვის, შაქრიანი დიაბეტით: 1 ტაბლეტი შეიცავს 475მგ საქაროზას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
სხვა პრეპარატებთან ანტაციდებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ურთიერთქმედება.
ერთდროულად სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას სმს-დან ქვეითდება მათი შეწოვა. ამიტომ მიზანშეწონილია ანტაციდების და სხვა პრეპარატების ცალ-ცალკე გამოყენება.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების მიღებამდე 2 საათით ადრე ან გვიან: H2 ანტიჰისტამინების, ატენოლოლის, მეტოპლოლოლის, პროპრანოლოლის; ქლოროქინის; რკინის (მარილები); ფტორხინოლონით; ნატრიუმის ფტორიდის; გლუკოკორტიკოსტეროიდების (სახიფათოა პრედნიზოლონი და დექსიმეტაზონი); ინდომეტაცინის; კაიეკსალატის; კეტოკონაზოლის; ნეიროლეპტიკი ფენოტიაზინის რიგის; პენიცილამინის; ფოსფატების; თიროქსინის.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან ერთად მიღებისას.
შარდის გატუტიანების გამო ძლიერდება სალიცილატების ექსკრეცია შარდით.
სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებში ტერატოგენეზზე სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს. კალციუმის კარბონატის ხანგრძლივ და მაღალ დოზებში დანიშვნისას გამოვლინდა ანომალია გაძვალების სახით. რეკომენდებული დოზებში არ გამოვლენილა განვითარების მანკები ან ემბრიოტოქსიკური ეფექტები. მიუხედავად ამისა, მონაცემეი ორსულებში სამკურნალო საშუალების გამოყენების არასაკმარისი რისკის გამოსარიცხად. ამიტომ ორულებში პრეპარატის დანიშვნა განიხილება აბსოლუტური აუცილებლობისას.
ორსულებში პრეპარატის დანიშვნისას გასათვალისწინებელია, რომ მაგნიუმმა შესაძლებელია გამოიწვიოს დიარეა, კალციუმის მარილების ხანგრზლივად და დიდი დოზებში გამოყენებისას დიდია რისკი გამოიწვიოს ჰიპერკალციემია შინაგანი ორგანოების კალცინოზით, მათ შორის თირკმელების.
ლაქტაციის პერიოდში რენის გამოყენება შესაძლებელია, თუ დაცული იქნება რეკომენდებული დოზები. მიღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.
პრეპარატის გავლენა ავტომობილსა და მექანიზმების მართვაზე
მონაცემები მექანიზმების და მანქანის მართვაზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ,
გამოშვების ფორმა
12 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში, პერფორაციით.
2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account