regulax - რეგულაქსი წვეთები ფლაკონი 20მლ

განსაკუთრებული ფასი 9,25 GEL რეგულარული ფასი 12,56 GEL
მარაგშია
SKU
5539_101

ჩვენება: მიიღება ხანმოკლე პერიოდით ყაბზობის და დაავადებების დროს, რომელიც საჭიროებს დეფეკაციის შემსუბუქებას.

რეგულაქს®პიკოსულფატი, შიგნით მისაღები წვეთები 7,5მგ/მლ

 

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის პიკოსულფატი

1მლ ხსნარი (20 წვეთი) შეიცავს 7,5მგ ნატრიუმის პიკოსულფატის მონოჰიდრატს (შეესაბამება 7,23 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს).

ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, ვინადიან თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

მოცემული სამკურნალო საშუალება გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე . თუმცა მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7.5 მგ/მლ მიიღება ნამდვილი ინსტრუქციის მიხედვით.

- შეინახეთ მოცემული ისნტრუქცია შეიძლება მისი წაკითხვა კიდევ დაგჭირდეთ.

- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

- თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება ან არ შეინიშნება გაუმჯობესება მკურნალობის დაწყებიდან ერთ კვირაში, მიმართეთ ექიმს..

- რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების ან ისეთი რეაქციების განვთარებისას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმააცევტს.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას:

1. რა არის რეგულაქს პიკოსულფატი, შიგნით მისაღები წვეთები 7,5მგ/მლ და რისთვის გამოიყენება?

2. პრეპარატ რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ გამოყენებამდე რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

3. როგორ მიიღება რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. რა პირობებში ინახება რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ?

6. დამატებითი ინფორმაცია

1.რა არის რეგულაქს პიკოსულფატი, შიგნით მისაღები წვეთები 7,5მგ/მლ და რისთვის გამოიყენება?

რეგულაქს პიკოსულფატი, შიგნით მისაღები წვეთები 7,5მგ/მლ მიიღება ხანმოკლე პერიოდით ყაბზობის და დაავადებების დროს, რომელიც საჭიროებს დეფეკაციის შემსუბუქებას.

2.პრეპარატ რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ გამოყენებამდე რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ-ს გამოყენება დაუშვებელია:

- ალერგიის (მომატებული მგრძნობელობის) დროს ნატრიუმის პიკოსულფატის, ტრირილმეთანის წარმოებულების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ,

- ნაწლავური გაუვალობის, მწვავე აბდომინალური მდგომარეობების (მაგ. აპენდიციტი) დროს

- მუცლის ინტენსიური ტკივილების დროს, რასაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება;

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადებებისას,

- ორგანიზმის მომატებული დეჰიდრატაციის დროს

- სწორი ნაწლავიდან უცნობი წარმოშობის სისხლდენის დროს, ნაწლავის ან სანაღვლე გზების სტენოზი, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, თირკმლის უკმარისობის დროს

4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ მიღება.

ყაბზობა, რასაც თან ახლავს მუცლის ტკივილი, ღებინება და მომატებული ტემპერატურა, შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი (ნაწლავური გაუვალობა, ორგანოების მწვავე ანთება, რომელიც მოცემულია მუცლის ღრუში). მსგავის ჩივილებისას დაუშვებელია რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ ან სხვა პრეპარატების მიღება, არამედ უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა.

წყალ-ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით მიმდინარე დაავადებებისას (მაგ. თირკმლის ფუნქციის შეზღუდვა), რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული სიფრთხილე რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ მიღებისას საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

- ბავშვებში 4 წლიდან რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთების 7,5 მგ/მლ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

- თუ გაწუხებთ ყაბზობა ხანგრძლივად პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს და გაიაროთ გამოკვლევა, ვინაიდან დეფეკაციის ქრონიკული დარღვევები შეიძლება წარმოადგენდნენ სერიოზული დაავადების ნიშანს.

- ლაქსატიური საშუალებების მიღება ყაბზობის დროს უნდა მოხდეს მოკლე პერიოდით.

- მედიკამენტოზური მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ გრძელვადიანი ზომების არაეფექტურობის ან არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში კვების სტილის შეცვლის მხრივ (ბალასტური ნივთიერებების და უჯრედისით მდიდარი საკვები, ასევე საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება) და ცხოვრების სტილის (მაგ. აქტიური მოძრაობა).

- დეფეკაციის აქტის სიხშირის და სხვა მახასიათებლების ცვლილების დროს ასევე ეფექტის არარსებობისას ლაქსატიური საშალებების მიღების დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

- ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან პაციენტებში თანმხლები დაავადებებით, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.

რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება ერთდროულად სხვა პრეპარატებთან:

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ , ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მაშინაც კი თუ პრეპარტები არარეცეპტურულია.

- ანტიბიოტიკებს (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ბაქტერიების ზრდას) შეუძლიათ შეასუსტონ ან სრულად გაანეიტრალონ პრეპარატის მოქმედება.

- რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ-მ შეუძლია გაზარდოს კალიუმის დანაკარგი. თუ პაციენტი ერთდორულად იღებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ასევე გამოყოფენ კალიუმს ორგანიზმიდან, მაგ. ზოგიერთი შარდმდენები და კორტიკოსტეროიდები (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები), ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალემია და გულის ფუნქციის დარღვევა და კუთების სისუსტე.

- საგულე გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობა, რომლებიც ასტიმულირებენ გულის მუშაობას, შეიძლება გაიზარდოს.

პრეპარატ რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ნატრიუმის პიკოსულფატის გამოყენების შესახებ ორსულობისას. რეკომენდებულია ნატრიუმის პიკოსულფატის მიღებისგან თავის შეკავება ორსულობის დროს.

კვლევებმა აჩვენეს, რომ მოქმედი ნივთიერება არ აღწევს დედის რძეში. ამიტომ რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება შეიძლება ლაქტაციის დროს.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრასნპორტის ან მექანიზმების მართვისას თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შესაძლო განვითარების გამო პრეპარატის მიღების ფონზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

მოცემული პრეპარატი შეიცავს სორბიტს. თუ დაგიდგინდათ ზოგიერთი შაქარის აუტანლობა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღებამდე.

3. როგორ უნდა მოხდეს რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება?

რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიიღება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზირება (თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა):

მოზრდილებსა და მოზარდებში მიიღება 14-27 წვეთი (შეესაბამება 5-10 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს).

ბავშვებში 4 წლის ასაკიდან მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით 7-14 წვეთი (შეესაბამება 2,5 – 5მგ ნატრიუმის პიკოსულფატს).

პრეპარატის ლაქტასტიური მოქმედება როგორც წესი დგება 10-12 საათში.

აუცილებელია პრეპარატის მიღების დაწყება მინიმალური დოზებით. დაუშვებელია რეკომენდებული დოზების გადაჭარბება. ოპტიმალურ დაოზას წარმოადგენს მინიმალურად საკმარისი დოზა სასურველი ეფქტის მისაღებად.

პრეპარატის მიღებისას აუციელებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

მიღების წესი:

მიიღება შიგნით.

მიღების ხანგრძლივობა:

ექიმის დანიშნულების გარეშე რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მოკლე პერიოდით. ქრონიკული ყაბზობისას უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა.

ლაქსატიური საშუალებების მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება იშვიათად და არაუმეტეს 7 დღე მიყოლებით. ლაქსატიური საშუალებების დანიშვნა უფრო ხაგნრძლივი პერიოდით შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ კონკრეტული კლინიკური სიტუაციის შეფასების შემდეგ.

თუ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ დიდი რაოდენობით ვიდრე საჭირო იყო:

მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და მუცლის მიდამოში დისკომფორტი. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია. ძლიერი ჭარბი დოზირებისას მოკლე პერიოდში მიღებიდან, პრეპარატის აბსორბცია შეიძლება შემცირდეს ან თავიდან ავიცილოთ ღებინების გამოწვევით ან კუჭის ამორეცხვით. უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების მიხედვით ზომების გატარება სითხის და ელექტროლიტების დიდი დანაკარგის აღსადგენად. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი სპაზმოლიზური საშუალებების მიღებას.

ამას გარდა, არსებობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სისხლით მომარაგების შემცირების ან შეწყვეტის ერთეული შემთხვევების შესახებ შეტყობინებები, რომლის დროსაც ნატრიუმის პიკოსულფატის დოზები მნიშვნელოვნად მაღალი იყო იმ დოზებთან შედარებით, რაც რეკომენდებულია ყაბზობის სამკურნალოდ.

შენიშვნა:

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლაქსატიური საშუალებების ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ, მათ შორის რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, ჰიპოკალემია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი და თირკმელებში ქვები. ლაქსატიური საშუალებებით ქრონიკულად ბოროტად გამოყენებისას ასევე შეინიშნებოდა თირკმლის მილაკების დაზიანების შემთხვევები, მეტაბოლური ალკალოზი და კუნთების სისუსტე, რაც გამოწვეულია ჰიპოკალემიით.

თუ დაგავიწყდათ რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება:

დაუშვებელია გამოტოვებუილი დოზის მიღების შევსება ორმაგი დოზით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი რეაქციები

სხვა პრეპარატების მსგავსად, რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ -მ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ჩამოთვლილია ქვემოთ და ფასდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: >1/10

ხშირი: 1-10 /100

არახშირი: 1-10/1000

იშვიათი: 1-10/10000

ძალიან იშვიათი: <1/10000

უცნობია: შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების მიხედვით.

შესაძლო გვერდითი რეაქციები:

იმუნური სისტემის მხრივ

უცნობი: ალერგიული რეაქციები (მათ შორის კანის რეაქციები და კანის და/ან ლორწოვანი გარსის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), მაგ. სახის, ყელის მიდამოში, შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება).

ნერვული სისტემის მხრივ

უცნობი: თავბრუსხვევა და გულის წასვლა

არსებული მონაცემები ადასტურებენ, რომ მოცემული პრობლემები წარმოადგენენ დეფეკაციის დროს დაძაბულობის შედეგს ან გულსისხლძარღვთა სისტემის რეაქციებს მუცლის ღრუს ტკივილის მიმართ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი: დიარეა

ხშირი: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი და მუცლის კოლიკა

არახშირი: გულისრევა და ღებინება.

არახანმოკლე პერიოდით მიღებისას პრეპარატის რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება იწვევს წყალ-ელექტროლიტების დანაკარგს (განსაკუთრებით კალიუმის), შესაბამისად, ნაწლავის ატონიის გაღრმავებას.

ამიტომ რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მოკლე პერიოდით.

რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება ხაგნრძლივი პერიოდით ან მაღალი დოზებით ხშირად მიმდინარეობს წყლის, კალიუმის და სხვა მარილების გამოყოფის მომატებით ორგანიზმიდან. ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციის დარღვევა და კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით შარდმდენებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.

ნებისმიერი სახის ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარებისას ან ისეთი რეაქციის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. რა პირობებში ინახება რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ?

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადაა 5 წელი.

დაუშვებელია რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მიღება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისიაობის ვადის თარიღად მიიჩნევა თვის ბოლო რიცხვი, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

ვარგისიანობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ

ფლაკონის გახსნის შემდეგ რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ ინახება 6 თვე.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ :

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის პიკოსულფატი.

1 მლ ხსნარი (20 წვეთი) შეიცავს 7,5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატის მონიჰიდრატს (შეს. 7,23 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს).

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტის ხსნარი (E420) 70% (არაკრისტალიზირებადი), პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

მითითებები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის:

პრეპარატი შესაფერისია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მისაღებად. პრეპარატი შეიცავს შაქრის შემცვლელს (1მლ შეესაბამება 0,03 პე).

როგორ გამოიყურება რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ და შეფუთვის შემადგენლობა

რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ტკბილი, ოდნავ მომწარო გემოთი.

რეგულაქს პიკოსულფატის შიგნით მისაღები წვეთები 7,5 მგ/მლ მოცემულია 20მლ შეფუთვაში (20მლ შეიცავს 14-28 ერთჯერად დოზას).

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy