მეტეოსპაზმილი - MeteoSpasmyl 30 კაფსულა
მეტეოსპაზმილი®
რბილი კაფსულა
ალვერინის ციტრატი - სიმეტიკონი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
თქვენ ყოველდღიურად უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
· შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
· რჩევისათვის ან ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენ ფარმაცევტს.
· თუ გამოგივლინდებათ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. იხილეთ რუბრიკა 4.
არ დადოთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მისაწვდომ ადგილზე.
რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?
1. რა არის მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება?
2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულას მიღებამდე?
3. როგორ შევინახოთ მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა?
4. რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
5. როგორ შევინახოთ მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა?
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ფარმაკოთერაპიული კლასი
ანტისპაზმოლიზური კუნთოტროპული/ანტიფლატალური - TAC კოდი (A: საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი).
ეს მედიკამენტი განკუთვნილია საჭმლის მომნელებელი ორგანოს სისტემური მკურნალობისათვის მუცლის შებერილობით გამოწვეული ტკივილის დროს.
2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულას მიღებამდე?
არასოდეს მიიღოთ მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა:
· თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ აქტიურ ნივთიერებებზე ან მეტეოსპაზმილში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში.
· თუ უკვე გქონდათ გვერდითი მოვლენები ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
· თუ სიმპტომები გაგრძელდება ან გაუარესდება ან გახანგრძლივდება შეკრულობა, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მეტეოსპაზმილმა შეიძლება გაზარდოს ღვიძლის ფერმენტების რაოდენობა სისხლში (იხილეთ რუბრიკა 4). მკურნალობის განმავლობაში თქვენმა ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ სისხლის ანალიზების გაკეთება ღვიძლის მდგომარეობის შესამოწმებლად. ფერმენტების მომატებისას ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა.
ეჭვის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტები და მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტი, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
*ორსულობა
უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ორსულობის დროს.
თუ აღმოჩნდება, რომ მკურნალობის პერიოდში ორსულად ხართ, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მისი მიღების აუცილებლობა.
ნებისმიერი სახის მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
თუ ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ნებისმიერი სახის მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანის მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეტეოსპაზმილმა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების ან მანქანის მართვისას. თუმცა, მეტეოსპაზმილმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების ან მანქანის მართვისას.
3. როგორ მიიღება მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა?
დოზა:
გამოიყენება ზრდასრულებში
1 კაფსულა 2 ან 3-ჯერ დღეში
მიღების წესი:
პერორალურად
მიღების სიხშირე:
მიიღება ჭამამდე ან ტკივილის დროს
თუ მიიღეთ მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა თქვენთვის განკუთვნილ საჭირო დოზაზე მეტი:
რეკომენდირებულ დოზაზე მეტის მიღების შემთხვევაში იწვევს თავბრუსხვევას. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულას მიღება:
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
თუ გამოვლინდება ერთი რომელიმე მძიმე გვერდითი მოვლენა, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნები, განსაკუთრებით სახის, ტუჩების, პირის, ენის და/ან ყელის შეშუპება, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი კანზე, ქავილი, მძიმე თავბრუსხვევა აჩქარებული გულისცემით და ჭარბი ოფლიანობით (მძიმე ალერგიული რეაქციები განიხილება ძალიან იშვიათად, შეიძლება ითქვას გავლენა მოახდინოს 10 000-დან 1 ადამიანზე).
· ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე. სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს კანის სიყვითლეს ან თვალების სითეთრეს, შარდის მუქ შეფერილობას, მადის დაკარგვას, გულისრევას ან ღებინებას (ღვიძლის დაზიანება განიხილება ძალიან იშვიათად, შეიძლება ითქვას გავლენა მოახდინოს 10 000-დან 1 ადამიანზე).
შემდეგი სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა განუსაზღვრელი სიხშირით (ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ იძლევა სიხშირის შეფასებას):
· გამონაყარი კანზე;
· ჭინჭრის ციება;
· ქავილი;
· თავბრუსხვევა;
· თავის ტკივილი;
· ღებინება;
· სისხლში ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზები) და ბილირუბინის (იხილეთ პარაგრაფი 2) მატება.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოგივლინდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ გვერდით მოვლენებს, რომელებიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული.
5. როგორ შევინახოთ მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა?
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეფუთვა PVC/ალუმინი
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა?
· აქტიური ნივთიერებებია:
ალვერინის ციტრატი --------------------------------------------------- 60,00 მგ.
სიმეტიკონი -------------------------------------------------------------- 300,00 მგ.
ერთი რბილი კაფსულისთვის
· სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
რბილი კაფსულის შეფუთვის შემადგენლობა:
ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი
რა არის მეტეოსპაზმილი, რბილი კაფსულა და გარე შეფუთვის შემადგენლობა:
მედიკამენტი წარმოდგენილია წაგრძელებული, რბილი კაფსულის ფორმით, გაუმჭვირვალე პრიალა თეთრი ფერით, სქელი თეთრი სუსპენზიის შემცველობით.
ყუთი 20, 30 ან 40 კაფსულის შემადგენლობით.
ყველა წარმოდგენილი შეფუთვა შესაძლებელია არ იყოს ჩაშვებული გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account