მეტეოსპაზმილი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 22,24 GEL რეგულარული ფასი 31,78 GEL
მარაგშია
SKU
31554_1056

ჩვენება: განკუთვნილია ნაწლავების ფუნქციური დარღვევების სინფტომური მკურნალობისთვის.

მეტეოსპაზმილი

(ფურცელი-ჩანართი)

ალვერინის ციტრატი/სიმეტიკონ

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას:

ეს წამალი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც ინსტრუქციაშია მითითებული ან თქვენი ექიმს ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.

საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციისთვის..

თუ გამოვლინდება რაიმე სახის გვერდითი მოვლენები, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხილეთ პარაგრაფი 4 „შესაძლებელი გვერდითი რეაქციები“).

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მისაწვდომ ადგილას.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?

1. რა არის მეტეოსპაზმილი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის

2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ პრეპარატ მეტეოსპაზმილის გამოყენებამდე

3. როგორ მიიღება მეტეოსპაზმილი

4. როგორია შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. მოქმედების ვადა და პრეპარატ მეტეოსპაზმილის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

1.რა არის მეტეოსპაზმილი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის

მეტეოსპაზმილი - კომბინირებული პრეპარატი. ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას. ამცირებს აირების წარმოქმნას ნაწლავში.

განკუთვნილია ნაწლავების ფუნქციური დარღვევების სინფტომური მკურნალობისთვის, განსაკუთრებით მეტეორიზმის დროს.

გამოიყენება მხოლოდ მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

ფარმაკოთერაპული ჯგუფი: ნაწლავების ფუნქციური დარღვევების სხვა საშუალებები. ალვერინი, კომბინაციები.

2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ პრეპარატ მეტეოსპაზმილის გამოყენებამდე

არ მიიღოთ მეტეოსპაზმილი, თუ:

· გაქვთ ალერგია მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6 „შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია“.

· უკვე გქონდათ ალერგიული რეაქცია მოცემული პრეპარატის მიღებისას.

· გაქვთ ნაწლავური გაუვალობა და/ან კუჭნაწლავის ტრაქტის სხვა ობსტრუქციული დარღვევები.

სიფრთხილის ზომები

თუ ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან ვლინდება ახალი სიმფტომები, ან ადგილი აქვს ხანგრძლივ შეკრულობას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მეტეოსპაზმილს შეუძლია გაზარდოს სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონე (იხ. პუნქტი 4 „შესაძლებელი გვერდითი რეაქციები“). თქვენ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის დროს სისხლის ანალიზის დანიშვნაზე ღვიძლის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. ღვიძლის ფერმენტების დონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თქვენმა მკურნალმა ექიმმს გირჩიოთ მკურნალობის შეწყვეტა.

დააზუსტეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, გიღირთ თუ არა მოცემული პრეპარატის გამოყენება.

სამკურნალო საშუალების მეტეოსპაზმილის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ, რომ მიიღოთ სხვა რაიმე სახის პრეპარატი.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელებთან ან ალკოჰოლთან

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთეოერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

რეკომენდებული არ არის მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის პერიოდში.

იქამდე სანამ გამოიყენებთ რაიმე სახის სამკურნალო საშუალებას კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ ორსულობის დადგომის შესახებ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

ძუძუთი კვება

რეკომენდებული არ არის მოცემული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ აღინიშნება ასეთი გვერდითი ეფექტი, რეკომენდებული არ არის ტრანსპორტის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა.

3. როგორ მიიღება მეტეოსპაზმილი

გამოყენების წესი და დოზირება:

შინაგანად მისაღები.

მხოლოდ მოზრდილებისთვის

მოზრდილებისთვის: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე ან ტკივილის დროს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი მეტეოსპაზმილი ვიდრე საჭიროა

აღინიშნა თავბრუსხვევა დოზის გადაჭარბების დროს. დაუყოვნებლის დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ალვერინით პერედოზირების მკურნალობა: ჰიპოთენზიისას როგორც ატროპინით მოწამვლისას დამხმარე თერაპიის დროს.

სიმეტიკონით პერედოზირების მკურნალობა: სიმფტომური.

თუ დაგავიწყდათ მეტეოსპაზმილის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ გაქვთ რაიმე სახის დამატებითი კითხვები მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლებელი გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, მეტეოსპაზმილსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუ მცა მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში.

თუ თქვენ გივლინდებათ ქვემოთ მოყვანილი არასასურველი რეაქციებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

ა. სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები, გასნაკუთრებით კი სახის, ტუჩების, პირის, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ძლიერი თავბრუსხვევა, გახშირებული გულისცემითა და ჭარბოფლიანობით (მძიმე ალერგიული რეაქცია ითვლება ძალიან იშვიათ მოვლენად და ვლინდება 10 000 ადამინაიდან 1-ზე ნაკლებში).

ბ. ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის მუშაობის დარღვევაზე. სიმფტომების შეიძლება მოიცავდეს კანის ან თვალის კაკლის სიყვითლეს, შარდის გამუქებას, უმადობას, ღებინებას ან გულისრევას (ღვიძლზე ზემოქმედება ხდება ძალიან იშვიათად - 10 000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში).

სხვა არასასურველი გვერდითი რეაქციები, რომლებიც მოყვანილია ქვემოთ, აღინიშნა გაურკვეველი სიხშირით (სიხშირის შესაფასებლად არასაკმარისია არსებული ინფორმაცია):

· გამონაყარი კანზე

•წყლულები

•ქავილი

•თავბრუსხვევა

· თავის ტკივილი

•ღებინება

· ღვიძლის ფერმენტებისა (ტრანსამინაზები, ტუტოვანი ფოსფატაზები) და ბილირუბინის დონის მატება სისხლში (იხ. პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ პრეპარატ მეტეოსპაზმილის გამოყენებამდე“).

მოცემული არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, და ასევე იმ რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებას აქვს მნიშვნელოვანი მნიშვნელობა. ეს საშუალებას იძლევა გატარდეს სარგებელი/რისკის შეფარდების მუდმივი მონიტორინგი.

5. მოქმედების ვადა და პრეპარატ მეტეოსპაზმილის შენახვის პირობები

3 წელი

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25 0 C. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საჯანალიზაციომილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ მედიკამენტი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ასეთი სახის ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებას:

ალვერინის ციტრატი - 60მგ

სიმეტიკონი - 300მგ;

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ლიცეტინი, ტრიგლიცერიდები საშუალო სიმტკიცის.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი (E422), ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება მეტეოსპაზმილი და რამდენი კაფსულაა მოთავსებული შეფუთვაში

აღწერილობა: რბილი პროლონგირებული, ღია ყვითელი ფერის მბზინავი კაფსულები, ზომა 6.

10 კაფსულა პვქ/ალუმინის ბლისტერში. 2 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა სახის შეფუთვა არ არის გაყიდვაში.

აფთაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy