Marial - მარიალი 20 გელ სტიკი 15მლ
მარიალი
გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება
ჩვენებები:
მარიალი სტიკ გელი პერორალური გმოყენებისთვის, ამცირებს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვა, ტკივილი ეპიგასტრიუმში,გულისრევა ) და ლარინგოფარინგეალური რეფლუქსის სიმპტომებს (ხველა, დისფონია, ოდინოფაგია, ლარინგოსპაზმი, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ასთმა, დისპნოე, რინორეა ).
კომპოზიცია რომელიც დამზადებულია ტარას და ქანტანის ფისზე საშუალებას აძლევს პროდუქტს შეეწებოს საყლაპავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, რაც საშუალებას აძლებს ჰიალურონის მჟავას და ჰიდროლიზურ კერატინს იმოქმედოს ლოკალურად, დაიცვას ლორწოვანი გარსი აგრესიული ფაქტორების (ნაღვლის მჟავები, მარილმჟავა) დამაზიანებელი მოქმედებისაგან და ხელი შეუწყოს მის აღდგენას. მარიალი გავლენას არ ახდენს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მოქმედებაზე და შესაძლებელია კომბინაციაში დანიშვნა.
შემადგენლობა:
E-gastryal (ჰიალურონის მჟავა, ჰიდროლიზური კერატინი, ტარას და ქსანტანის ფისი, გამოხდილი წყალი), მაგნიუმის ალგინატი,სუკრალოზა, კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის ბენზოატი, არომატორი, გამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა:
20 სტიკი 15 მლ/0,51 fl.oz.
დოზირება:
შეანჯღრიეთ გამოყენების წინ
12 წლიდან მოზრდილებში 15 მლ ჭამის შემდეგ
3-12 წლამდე ბავშვებში 7,5მლ ჭამის შემდეგ
მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის არახელმისაწვდომ ადგილას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდგომ. არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია. ბუნებრივი ნივთიერებების არსებობამ შეიძლება შეცვალოს პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები (სუნი, ფერი, გემო) მისი ხარისხის შეალახვის გარეშე.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს არასასურველი ეფექტის შესახებ.
არ შეიცავს გლუტენს, GMO და ლაქტოზას!
მწარმოებელი:
Nekkar Lab S.r.l. მილანი, იტალია
ბრენდის მფლობელი:
Aurora Licensinsirg S.r.l.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account