Linex - ლინექსი 25მგ. 16 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 13,41 GEL რეგულარული ფასი 19,44 GEL
მარაგშია
SKU
1050_12

ჩვენება: გამოიყენება დიარეის, მეტეორიზმისა და საჭმლის მონელების სხვა დარღვევების პროფილაქტიკისა და დამხმარე მკურნალობისთვის.

ლინექსი® კაფსულები

აქტიური ფორმულა 1 ახდენს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზაციას

სამკურნალო საშუალებიას დასახელება

ლინექსი®

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა

მყარი, თეთრი, გაუმჭვირვალე კაფსულა, თეთრი ფხვნილით.

შემადგენლობა

მოქმედინივთიერება : ლიოფილიზირებული რძემჟავა ბაქტერიები.

ერთი კაფსულა შეიცავს ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი Lactobacillus acidophilus(L. gasseri),Bifidobacterium infantisდა Enterococcus faecium რძემჟავა ბაქტერიების არა ნაკლებ 1,2x10 7 კოლონიის შემქმნელ ერთეულს.

დამხმარე ნივთიერებები : კარტოფილის სახამებელი, დექსტრინი, ლაქტოზა (98,28 მგ/კაფსულა), მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დიარეის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე მიკროორგანიზმები, რძემჟავა ბაქტერიები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლინექსი არის პრობიოტიკი. ლინექსის შემადგენლობაში შედის ცოცხალი ლიოფილიზირებული რძემჟავა ბაქტერიების სამი სახესხვაობა, რომლებიც არეგულირებენ მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიურ (ნაწლავის მიკროფლორის) წონასწორობას ნაწლავში. მოცემული ბაქტერიები მდგრადნი არიან განსაზღვრული

ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ.

რძემჟავა ბაქტერიები ნორმალურ პირობებში არსებობენ წვრილ და მსხვილ ნაწლავში, სადაც ისინი ინარჩუნებენ მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რომელიც საჭიროა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების, იმუნური სისტემისა და ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალური მუშაობისთვის. თუ აღინიშნება რძემჟავა ბაქტერიების დეფიციტი, ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობა, რასაც მოყვება საჭმლის მონელების სხვადასხვა აშლილობები.

პრობიოტიკების ან რძემჟვა ბაქტერიების მიღება ეფექტურად ამცირებს საჭმლის მონელების მსუბუქ და საშუალოდ მძიმე დარღვევების სიხშირეს და ხარისხს, რომლებიც ვითარდება ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევის გამო.

პრეპარატის ლინექსი ბაქტერიები ლიოფილიზირებულია (ე.ი. გამოშრობილია დაბალ ტემპერატურაზე), რაც ოთახის ტემპერატურაზე პრეპარატის შენახვის საშუალებას იძლევა ბაქტერიების ფორმისა და აქტივობის ცვლილებების გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა

რძემჟავა ბაქტერიების შიგნით მიღების შემდეგ სისტემური აბსორბცია არ ხდება, ამიტომ კლასიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარებული არ არის.

მიღების ჩვენებები

ლინექსი გამოიყენება დიარეის, მეტეორიზმისა და საჭმლის მონელების სხვა დარღვევების პროფილაქტიკისა და დამხმარე მკურნალობისთვის, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევით:

· ჩვილ ბავშვებში, უფრო დიდი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში კუჭ-ნაწლავის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების შედეგად (მაგალითად, როტავირუსული ინფექციები, მოგზაურთა დიარეა);

· ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის შედეგად;

· მუცლის ღრუს და მენჯის ღრუს ორგანოების დასხივების შედეგად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

ზუსტადდაიცავითქვემოთმოცემულისწორადგამოყენების,დოზირებისადამიღებისხანგრძლივობისრეკომენდაციები .

სწორად გამოყენების რეკომენდაციები

· ლინექსი განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის ჭამის დროს (რძემჟავა ბაქტერიებზე კუჭის მჟავე წვენის ნეგატიური ზეგავნელის თავიდან ასაცილებლად).

· არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლურ ან ცხელ სასმელებთან ერთდროულად.

· თუ ბავშვმა არ იცის ან არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა, საჭიროა მისი გახსნა, შიგთავსის (ფხვნილის) კოვზზე გადმოყრა და წყლის ისეთ ოდენობასთან შერევა, რომ ბავშვმა შეძლოს მისი გადაყლაპვა.

დოზირება და მიღების ხანგრძლივობა

ჩვილი ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე: 1 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2 კაფსულა დღე-ღამეში 3-ჯერ.

ლინექსი შეიძლება მიღებულ იქნას მანამ, სანამ არ შემსუბუქდება სიმპტომები.

თუ ლინექსის მიღებიდან 2 დღის შემდეგ დიარეა არ შეწყდა, მიმართეთ ექიმს.

დიარეის თვითმკურნალობისას პირველ და ძირითად ღონისძიებას წარმოადგენს დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების ანაზღაურება .

მიღების გამოტოვება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

პრეპარატი მიიღეთ მაშინ, როდესაც დადგება შემდეგი დოზის მიღების დრო, შემდეგ მიღება ჩვეულებრივი სქემით გააგრძელეთ.

განსაკუთრებული მითითებები

ლინექსის მიRებამდე საჭიროა ექიის კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

· სხეულის ტემპერატურა აღემატება 38°C;

· განავალში არის სისხლი ან ლორწო;

· დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;

· მწვავე დიარეა გაუწყლოებით და წონაში დაკლებით;

· დიარეას თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი;

· სხვა ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობები (მაგალითად, აივ ინფექცია).

არ შეიძლება დიარეის მკურნალობა 6 წლის ასაკზე უმცროს ბავშვებში , სამედიცინო კონტროლის გარეშე.

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებებზე

ლინექსი შეიცავს ლაქტოზას (98,28 მგ/კაფსულა). ისეთი იშვიათი თანდაყოლილი დარღვევების მქონე პაციენტებმა, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზას/გალაქტოზას შეწოვის დარღვევა, მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ლინექსი კვალის სახით შეიძლება შეიცავდეს რძის ცილებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში დიარეის მკურნალობა უნდა ხორციელდებოდეს ექიმის კონტროლის ქვეშ.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არასაკმარისია, ამიტომ ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის ლინექსის მიღება რეკომენდირებული არ არის.

წამლისმიერი ურთიერთქმედება

დამტკიცებულია ლინექსის ბაქტერიების მდგრადობა განსაზღვრული ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ. ლინექსის მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, მაგრამ არა ერთი და იგივე დროს. უფრო მეტი ეფექტურობისთვის მიიღეთ ლინექსი ანტიბიოტიკის ან ქიმიოთერაპიული პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 3 საათის შემდეგ.

ურთიერთქმედების სხვა კვლევები არ ჩატარებულა.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

არ გამოკვლეულა.

გვერდითი ეფექტები

ისევე,როგორცსხვასამკურნალოპრეპარატებს,ლინექსსშეუძლიაარსასურველირეაქციებისგამოწვევა,თუმცაისინიყველასთანარვლინდება.რძემჟავა ბაქტერიების გამოყენებისას გვერდით ეფექტები ძალიან იშვიათია (ჩნდება 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში). შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

 

თუ რომელიმე გვერდითი რეაქციის სიმძიმე გაძლიერდება ან გაჩნდება გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზირება

თუ ჭარბი დოზირების შემდეგ ჩნდება არსასურველი რეაქციები, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შეტყობინებები ჭარბი დოზირების შესახებ არ არის.

შეფუთვა

16 ან 32 კაფსულა ალუმინის ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა16
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy