ლაუკერი - Lauker 20 კაფსულა
გამოიყენება ნაწლავური დისბიოზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
ლაუკერი
LAUKER
საკვები დანამატი
20 კაფსულა
სინბიოტიკი = პრობიოტიკი + პრებიოტიკი
✔ ცოცხალი ბაქტერიების კულტურების 10 შტამი;
✔ 1 კაფსულა დღეში;
✔ არ საჭიროებს მაცივარში შენახვას;
✔ სამჯერ მიკროკაფსულირებული, ლიოფიზირებული შტამები
LAUKER არის სინბიოტიკი, რომელიც შეიცავს ფრუქტოოლიგოსაქარიდებს (პრებიოტიკებს) და ცოცხალი ბაქტერიების კულტურების 10 შტამს (პრობიოტიკებს). ბაქტერიების კულტურების ცოცხალი შტამები მიღებულია მშრალი გაყინვის მეთოდით და სამჯერ მიკროკაფსულირებულია, რაც ზრდის მათ სიცოცხლისუნარიანობას. LAUKER-ში შემავალი ფრუქტოოლიგოსაქარიდები ხელს უწყობენ ბაქტერიების გამრავლებას, რაც მათ ნაწლავებში უფრო სწრაფ კოლონიზაციას განაპირობებს.
შემადგენლობა
ფრუქტოოლიგოსაქარიდები, ბაქტერიული შტამები: Lactobacillus helveticus LH 76, Lactobacillus lactis LLa 61, Bifidobacterium longum BLdobacterium 21, Lactobacillus rhamnosus LRa 05, Streptococcus thermophilus ST 81, Bifidobacterium bifidum BBi 32, Lactobacillus casei LC 89, Lactobacillus plantarum Lp 90, Lactobacillus reuteri LR 08; კაფსულა: HPMC (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), წყალი, სტაბილიზატორი, თუთიის ოქსიდი, შემავსებელი საშუალება: მიკროკრისტალური ცელულოზა, დამატენიანებელი ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი.
აქტიური ნივთიერებები |
მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა |
1 კაფსულის შემადგენლობა |
|
Fructooligosaccharides |
70 mg |
Lactobacillus helveticus LH 76 |
9,00 x 108 CFU* |
Lactobacillus lactis LLa 61 |
9,00 x 108 CFU* |
Bifidobacterium longum BL 21 |
6,75 x 108 CFU* |
Bifidobacterium breve BBr 60 |
4,50 x 108 CFU* |
Lactobacillus rhamnosus LRa 05 |
4,50 x 108 CFU* |
Streptococcus thermophilus ST 81 |
4,50 x 108 CFU* |
Bifidobacterium bifidum BBi 32 |
2,25 x 108 CFU* |
Lactobacillus casei LC 89 |
2,25 x 108 CFU* |
Lactobacillus plantarum Lp 90 |
2,25 x 108 CFU* |
Lactobacillus reuteri LR 08 |
2,25 x 108 CFU* |
*CFU – კოლონიის ფორმირების ერთეული
ჩვენებები
• ნაწლავური დისბიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• დიარეა, ყაბზობა და მეტეორიზმი
• ანტიბიოტიკო, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი
• მოგზაურთა დიარეა
• იმუნიტეტის გაძლიერება
რეკომენდებული დღიური დოზა
მოზრდილები და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს.
შეფუთვის შიგთავსი: 20 კაფსულა.
სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლის დაბალანსებულ დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი. არ გამოიყენოთ ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
ყურადღება! ბაქტერიები მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ - არ მიაყოლოთ კაფსულას ცხელი სითხეები.
Lauker უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტების მიღებიდან 2 საათით ადრე ან გვიან . კაფსულის შიგთავსი შეიძლება გაიხსნას სითხეში (მაგ. წყალში, რძეში, წვენში) და მოხმარდეს მომზადებისთანავე.
შენახვის პირობები
პროდუქტი უნდა ინახებოდეს მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
ასევე, იხილეთ: Lacto-G forte - ლაქტო-G ფორტე 10 კაფსულა
Units | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account