Enterogermina - ენტეროჯერმინა 2მლ.რდ/5მლ. 10 ამპულა
ჩვენება: ნაწლავური დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ.
ენტეროჯერმინა®, 2 მლრდ/5 მლ, პერორალურად მისაღები სუსპენზია
(Bacillus clausii-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორები)
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართის ან ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ გამოგივლინდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მათ შორის ისეთები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა, ასევე თუ საჭიროა მკურნალობა 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ჩანართის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ენტეროჯერმინა ® და რისთვის გამოიყენება იგი.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გამოყენებამდე.
3. პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გამოყენება.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.
5. პრეპარატ ენტეროჯერმინას ® შენახვა.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ენტეროჯერმინა ® და რისთვის გამოიყენება იგი
პრეპარატი ენტეროჯერმინა® არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს Bacillus clausii -ის სპორებს. Bacillus clausii-ის სპორები გვხვდება ნაწლავში და მათ არ გააჩნია პათოგენური თვისებები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.
პრეპარატი ენტეროჯერმინა ® გამოიყენება:
- ნაწლავური დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ; ნაწლავური დისბაქტერიოზი წარმოადგენს ნაწლავური მიკროფლორის შეცვლას, რომელიც ვლინდება ნაწლავური აშლილობების სახით: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში და მუცლის შებერილობა, ასევე ვიტამინების დეფიციტი ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის დარღვევების (ენდოგენური ავიტამინოზის) შედეგად;
- მკურნალობა ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკროფლორის აღდგენის მიზნით;
· მოზრდილებსა და ბავშვებში (მათ შორის ჩვილებში) კუჭ-ნაწლავის მწვავე ან ქრონიკული აშლილობების, მათ შორის დიარეის სამკურნალოდ, რაც დაკავშირებულია მოწამვლასთან, ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის დარღვევებსა (ნაწლავური დისბაქტერიოზთან) და ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტთან (ავიტამინოზთან).
ნაწლავის ბაქტერიული ფლორა წარმოადგენს ბუნებრივ დამცავ ბარიერს პათოგენური ბაქტერიებისგან. მისი ბალანსი შეიძლება დაიღვეს ნაწლავური ინფექციებით, მოწამვლით, კვების დარღვევით, დიეტის შეცვლით ან ანტიბიოტიკების გამოყენებით.
თუ არ შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ან შეინიშნა სიმპტომების გაუარესება ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
2.რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ენტეროჯერმინას®გამოყენებამდე
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ პრეპარატი ენტეროჯერმინა®, თუ გაქვთ ალერგია Bacillus clausii -ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ ენტეროჯერმინას® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:
· თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ შეიძლება გქონდეთ დასუსტებული იმუნური სისტემა (ორგანიზმის დაქვეითებული ბუნებრივი დაცვა) (იხ. პარაგრაფი 4);
• ენტეროჯერმინას ® გამოყენებამდე დღენაკლულ ახალშობილებში.
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ პერორალურად !
არ გაიკეთოთ ინექცია !
არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზით მიღება !
პრეპარატის არასწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარება, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.
ანტიბიოტიკების თერაპიის კურსის დროს პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის ორი დოზის მიღებებს შორის (მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ).
ფლაკონებში ხილვადი ნაწილაკების შესაძლო არსებობა გამოწვეულია Bacillus clausii -ის სპორების აგრეგატებით და არ ახდენს გავლენას პრეპარატის შემდგომ გამოყენებაზე.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი ენტეროჯერმინა®
აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ფლაკონების შიგთავსი მიიღეთ განზავების გარეშე ან გააზავეთ წყალში ან სხვა სითხეში (მაგალითად, რძეში, ჩაიში, ფორთოხლის წვენში).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულებში პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გამოყენების მონაცემების არ არსებობის გამო რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ ახადენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
3.პრეპარატ ენტეროჯერმინას®გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მოცემულ ჩანართის ან მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები: 2-3 ფლაკონი დღეში, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ.
ბავშვები და ჩვილები: 1-2 ფლაკონი დღეში, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ.
პრეპარატის ერთჯერადი დოზის (1 ფლაკონი) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3-4 საათს.
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მკურნალ ექიმს, პრეპარატის სხვა დოზირების გამოყენებით, შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სადღეღამისო დოზირებას.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პერორალურად მისაღებად!
არ გაიკეთოთ ინექცია!
არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზით მიღება!
არ შეინახოთ პრეპარატი ფლაკონის გახსნის შემდეგ.
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
ფლაკონის გასახსნელად დაატრიალეთ ზედა ნი და მოხსენით.
მიიღეთ ფლაკონის შიგთავსი გახსნისთანავე. მიიღეთ ფლაკონის შიგთავსი განზავების გარეშე ან გააზავეთ წყალში ან სხვა სითხეში (მაგალითად, რძეში, ჩაიში, ფორთოხლის წვენში).
თუ მიიღეთ პრეპარატ ენტეროჯერმინას ® საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატ ენტეროჯერმინას® საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ენტეროჯერმინას®მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ენტეროჯერმინას® მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ენტეროჯერმინას®მიღება
რაიმე განსაკუთრებული ეფექტების შესახებ, გარდა თერაპიული ეფექტის არარსებობისა, ცნობილი არ არის.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
4.შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს,თუ შენიშნეთ ქვემოთ მითითებული რომელიმე სერიოზული არასასურველი რეაქცია :
კანის ან ლორწოვანი გარსების შემოფარგლული და უპირატესად დროებითი (საათები ან დღეები) შეშუპება ქავილით ან მის გარეშე (ანგიონევროზული შეშუპება). თუ შეშუპება ლოკალიზებულია სახეზე, ტუჩებსა და ყელზე, ის შეიძლება იწვევდეს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.
სხვა არასასურველი რეაქციები:
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
სიხშირე უცნობია (10 000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლები): ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება).
ინფექციები და ინვაზიები
სიხშირე უცნობია (10 000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლები): BBacillus clausii-ის არსებობა სისხლში (ბაქტერიემია, სეპტიცემია ან სეფსისი), თუ დაქვეითებულია ორგანიზმის დამცავი მექანიზმები (იხ. პარაგრაფი 2).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5.პრეპარატ ენტეროჯერმინას® შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შეფუთვის მთლიანობა და შენახვის პირობები.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30◦C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ და არ გადაღვაროთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში (წყალსადენში). არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ აფთიაქისთანამშრომელს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6.შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ენტეროჯერმინას®ერთი ფლაკონი შეიცავს
მოქმედი ნივთიერებაა Bacillus clausii -ის ბაქტერიის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორები. დამხმარე ნივთიერებას წარმოადგენს გასუფთავებული წყალი. ერთი ფლაკონი შეიცავს 2 მლრდ Bacillus clausii-ის სპორებს.
პრეპარატ ენტეროჯერმინას®აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი გამოდის პერორალურად მისაღები სუსპენზიის სახით 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში. 10 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სამკურნალო საშუალების საცალო რეალიზაციის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ : ენტეროჯერმინა 2მლრდ კაფს. N12
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account