Quamatel - კვამატელი (ფამოტიდინი) 20მგ 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 8,10 GEL რეგულარული ფასი 12,29 GEL
მარაგშია
SKU
911_2
ჩვენებები კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; კუჭის სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებით გამოწვეული ეროზიული ეზოფაგიტი; კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი; რეფლუქს-ეზოფაგიტი; ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; კუჭის წყლულის რეციდივების პროფილაქტიკა; კუჭის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ტაბ. შეიცავს 20მგ ან 40მგ ფამოტიდინს.
1 ფლაკონი შეიცავს 20მგ ფამოტიდინის ლიოფილიზირებულ ფხვნილს.
გამხსნელი: 5მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფამოტიდინი თრგუნავს კუჭში მარილმჟავას ბაზალურ და მასტიმულირებელ სეკრეციას. 
საკვები ან ანტაციდური პრეპარატების ერთდროულად გამოყენება გავლენას არ ახდენს კვამატელის შეწოვის პროცესზე.
ტაბლეტების პერორალურად მიღებისას პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება 1სთ-ის შემდეგ და გრძელდება 10-12სთ-ის განმავლობაში. ფამოტიდინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 40-45%-ს, პლაზმიდან ნახევრად გამოყოფის პერიოდი-2,3-3,5 სთ-ს, ხოლო კრეატინინის კლირენსისას 10მლწთ-ში შეიძლება მიაღწიოს 20სთ-ს. პრეპარატის 30-35% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. 
კვამატელის ვენაში ინექციის დროს პრეპარატის მოქმედების ეფექტი იწყება პირველი 30წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის 65-70% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

ჩვენებები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; კუჭის სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებით გამოწვეული ეროზიული ეზოფაგიტი; კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი; რეფლუქს-ეზოფაგიტი; ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
კუჭის წყლულის რეციდივების პროფილაქტიკა;
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს (მენდელსონის სინდრომი).

მიღების წესები და დოზები
გარსით დაფარული ტაბლეტები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20მგ 2-ჯერ დღეღამეში ან 40მგ 1-ჯერ დღეღამეში ძილის წინ. 
მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 4-8 კვირა.
წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა-20მგ დღეში ერთხელ ძილის წინ.
კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი- 20მგ 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 6 კვირის განმავლობაში, ეზოფაგიტის დროს-20-40მგ 2-ჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე.
საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 20მგ-ს ყოველ 6სთ-ში. პრეპარატის მიღება წარმოებს კლინიკურად დადგენილი დროის განმავლობაში.
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს-40მგ საღამოს ოპერაციის წინ, დაან დილით ოპერაციის წინ.
ინექციები:
იყენებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, ან მაშინ, როდესაც ტაბლეტების მიღება შეუძლებელია. ვენაში ინექციის სახით პრეპარატის ძირითადი დოზა შეადგენს 20მგ-ს 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 სთ-ში).
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
საწყისი დოზა შეადგენს 20მგ-ს ვენაში, ყოველ 6სთ-ში. შემდგომში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია მარილმჟავას სეკრეციაზე და ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს: ზოგადი ანესთეზიის დაწყებამდე ვენაში შეჰყავთ 20მგ პრეპარატი ოპერაციის წინ ან არა უმცირეს 2სთ-ით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.
ვენაში ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ-ს. ვენაში წვეთოვანი ინექციის დაწყებამდე საჭიროა ფლაკონში არსებული ფხვნილის გახსნა 5-10მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში და პრეპარატის ნელი ინექცია 2წთ-ის განმავლობაში. ხოლო ვენაში ინფუზიის დროს საჭიროა ფლაკონის შიგთავსის გახსნა 100მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში. ვენაში ინფუზია წარმოებს 15-30წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის ხსნარის მომზადება ხდება უშუალოდ მისი გამოყენების წინ. გამოყენებისათვის ვარგისია პრეპარატის მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი. გახსნილი საინექციო ხსნარი ინახება 25 0ჩტემპერატურაზე არა უმეტეს 24სთ-ის განმავლობაში.
თირკმელების უკმარისობის დროს, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30მლწთ-ში, აუცილებელია პრეპარატის სადღეღამისო დოზის (როგორც შიგნით მიღებისას, აგრეთვე ვენაში ინექციის დროს) შემცირება 20მგ-მდე, ან პრეპარატის ცალკეული დოზების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 36-48სთ-მდე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად-ცხელება, თავის ტკივილი, გადაღლილობა, ყაბზობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები, არითმია, ქოლესტაზური სიყვითლე, სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კუნთების და სახსრების ტკივილი, გარდამავალი ფსიქიური დარღვევები, ბრონქოსპაზმი, ალოპეცია, ფერიმჭამელები, ქავილი, კანის სიმშრალე, ყურებში შუილი, გემოს შეგრძნების დაკარგვა. ინექციის ადგილზე შესაძლებელია გაღიზიანება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის და სხვა ჰისტამინური H-2 რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ; 
ორსულობა და ლაქტაცია.
ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
ჰისტამინური H-2 რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.
კვამატელი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

ჭარბი დოზირება
ამ დროს საჭიროა კუჭის გამორეცხვა და სიმპტომატური ან შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ქვამატელი გავლენას არ ახდენს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემაზე, მაგრამ კუჭის pH- ის მომატებით შესაძლებელია ერთდროულად მიღებული კეტოკონაზოლის შეწოვის შემცირება.

შენახვის პირობები და ვადები
ტაბლეტები-სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 15-30°C ტემპერატურაზე.
საინექციო ხსნარი-სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 15-25°C ტემპერატურაზე. გაყინვა ნებადართული არ არის. მომზადებული საინექციო ხსნარი ინახება 24სთ-ის განმავლობაში.
შენახვის ვადა: გარსით დაფარული ტაბლეტები - 5 წელი
ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელით საინექციო- 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.

რეგისტრაციის # და თარიღი
R 000713 03.11.05
R 000712 03.11.05
R 000714 03.11.05

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy