Enterogermina - ენტეროჯერმინა 4მლრ/5მლ 10 ფლაკონი
ჩვენება: ნაწლავური დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ.
ენტეროჯერმინა®ფორტე, 4 მლრდ სპორი/5 მლ, პერორალურად მისაღები სუსპენზია
(Bacillus clausii-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორები)
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად წაიკითხეთ ჩანართი,რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
შეინახეთ ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი კვლავ გადაკითხვა.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართის ან ექიმის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ გამოგივლინდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მათ შორის ისეთები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა, ასევე თუ საჭიროა მკურნალობა 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ჩანართის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ენტეროჯერმინა ® ფორტე და რისთვის გამოიყენება იგი.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ენტეროჯერმინა ® ფორტეს გამოყენებამდე.
3. პრეპარატ ენტეროჯერმინა ® ფორტეს გამოყენება.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.
5. პრეპარატ ენტეროჯერმინა ® ფორტეს შენახვა.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ენტეროჯერმინა® ფორტე და რისთვის გამოიყენება იგი
პრეპარატი ენტეროჯერმინა ® ფორტე არის სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს Bacillus clausii -ის სპორებს. Bacillus clausii -ის სპორები გვხვდება ნაწლავში და მათ არ გააჩნია პათოგენური თვისებები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.
პრეპარატი ენტეროჯერმინა ® ფორტე გამოიყენება:
· ნაწლავური დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ; ნაწლავური დისბაქტერიოზი წარმოადგენს ნაწლავური მიკროფლორის შეცვლას, რომელიც ვლინდება ნაწლავური აშლილობების სახით: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში და მუცლის შებერილობა, ასევე ვიტამინების დეფიციტი ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის დარღვევების (ენდოგენური ავიტამინოზის) შედეგად;
· ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის მიზნით;
ნაწლავის ბაქტერიული ფლორა წარმოადგენს ბუნებრივ დამცავ ბარიერს პათოგენური ბაქტერიებისგან. მისი ბალანსი შეიძლება დაირღვეს ნაწლავური ინფექციებით, მოწამლვით, კვების დარღვევით, დიეტის შეცვლით ან ანტიბიოტიკების გამოყენებით.
თუ არ შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ან შეინიშნა სიმპტომების გაუარესება ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ყურადღება: ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობისთვის პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ენტეროჯერმინა® ფორტეს გამოყენებამდე
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ პრეპარატი ენტეროჯერმინა ® ფორტე, თუ გაქვთ ალერგია Bacillus clausii -ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორების ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა ინგრედიენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ ენტეროჯერმინა ® ფორტეს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:
•თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ შეიძლება გქონდეთ დასუსტებული იმუნური სისტემა (ორგანიზმის დაქვეითებული ბუნებრივი დაცვა) (იხ. პარაგრაფი 4);
•ენტეროჯერმინა ® ფორტეს გამოყენებამდე დღენაკლულ ბავშვებსა და ძუძუთა ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ პერორალურად !
არ გაიკეთოთ ინექცია !
არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზითმიღება !
პრეპარატის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.
ანტიბიოტიკების თერაპიის კურსის დროს პრეპარატ ენტეროჯერმინა®ფორტეს გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის ორი დოზის მიღებებს შორის (მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ).
ფლაკონებში ხილვადი ნაწილაკების შესაძლო არსებობა გამოწვეულია BBacillus clausii-ის სპორების აგრეგატებით და არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტიანობაზე.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი ენტეროჯერმინა®ფორტე
აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ფლაკონების შიგთავსი მიიღეთ განზავების გარეშე ან გააზავეთ წყალში ან სხვა სითხეში (მაგალითად, რძეში, ჩაიში, ფორთოხლის წვენში).
ორსულობა,ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი დაკვირვების ქვეშ.
ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატ ენტეროჯერმინა®ფორტეს გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
3.პრეპარატ ენტეროჯერმინა®ფორტეს გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მოცემული ჩანართის ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები : 1 ფლაკონი დღეში.
მკურნალმა ექიმმა, პრეპარატის სხვა დოზირების გამოყენებით, შეიძლება მოგცეთ დღე-ღამის სხვა დოზის რეკომენდაცია, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
ბავშვები : 1 ფლაკონი დღეში. ბავშვებში , ძუძუთა ასაკის ბავშვების ჩათვლით, დღე-ღამეშიBBacillus clausii-ის 4 მილიარდზე ნაკლები სპორის დანიშვნისას, ენტეროჯერმინა ® ფორტეს 4 მლრდ/5 მლ ფლაკონი არ უზრუნველყოფს ადეკვატური დოზირების საშუალებას, ამიტომ საჭიროა პრეპარატი ენტეროჯერმინა®Bacillus clausii-ის სპორების ნაკლები კონცენტრაციის შემცველობით.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პერორალურად მისაღებად !
არ გაიკეთოთ ინექცია !
არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზით მიღება !
არ შეინახოთ პრეპარატი ფლაკონის გახსნის შემდეგ.
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
ფლაკონის გასახსნელად დაატრიალეთ ზედა ნაწილი და მოხსენით.
მიიღეთ ფლაკონის შიგთავსი გახსნისთანავე. მიიღეთ ფლაკონის შიგთავსი განზავების გარეშე ან გააზავეთ წყალში ან სხვა სითხეში (მაგალითად, რძეში, ჩაიში, ფორთოხლის წვენში).
სიფრთხილის ზომები : არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე. პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ხანმოკლე მკურნალობისთვის.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ დარღვევა მიიღებს განმეორებით ხასიათს ან შენიშნავთ რაიმე ცვლილებას მის მახასიათებლებში.
თუ მიიღეთ პრეპარატ ენტეროჯერმინა®ფორტეს საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატ ენტეროჯერმინა®ფორტეს საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ენტეროჯერმინა®ფორტეს მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ენტეროჯერმინა®ფორტეს მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ენტეროჯერმინა®ფორტეს მიღება
რაიმე განსაკუთრებული ეფექტების შესახებ, გარდა თერაპიული ეფექტის არარსებობისა, ცნობილი არ არის.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
4.შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნეთ ქვემოთ მითითებული რომელიმე სერიოზული არასასურველი რეაქცია:
კანის ან ლორწოვანი გარსების შემოფარგლული და უპირატესად დროებითი (საათები ან დღეები) შეშუპება ქავილით ან მის გარეშე (ანგიონევროზული შეშუპება). თუ შეშუპება ლოკალიზებულია სახეზე, ტუჩებსა და ყელზე, ის შეიძლება იწვევდეს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.
სხვა არასასურველი რეაქციები:
სიხშირე უცნობია (შეიძლება აღენიშნოს 10 000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს):
- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები), მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
- თუ დაქვეითებულია ორგანიზმის დამცავი მექანიზმები ან მძიმე დაავადების შემთხვევაში, Bacillus clausii შეიძლება გადავიდეს სისხლში და გამოიწვიოს მძიმე ინფექციური დაავადება (იხ. პარაგრაფი 2).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომლიც არ არის ჩანართში ჩამოთვლითა შორის. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. პრეპარატ ენტეროჯერმინა® ფორტეს შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შეფუთვის მთლიანობა და შენახვის პირობები.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ და არ გადაღვაროთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში (წყალსადენში). არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ენტეროჯერმინა® ფორტეს ერთი ფლაკონი შეიცავს
მოქმედი ნივთიერებაა Bacillus clausii-ის ბაქტერიის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორები. დამხმარე ნივთიერებას წარმოადგენს გასუფთავებული წყალი. ერთი ფლაკონი შეიცავს Bacillus clausii-ის 4 მლრდ სპორს.
პრეპარატ ენტეროჯერმინას® აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი გამოდის პერორალურად მისაღები სუსპენზიის სახით 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში. 10 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სამკურნალო საშუალების საცალო რეალიზაციის წესი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ასევე, იხილეთ : Enterogermina - ენტეროჯერმინა 2მლ.რდ/5მლ. 10 ამპულა
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account