Buscolysin - ბუსკოლიზინი 20მგ/მლ 10 ამპულა
ბუსკოლიზინი® 20 მგ/მლ საინექციო ხსნარი
BUშჩOLYშIN® 20 მგ/ მლ სოლუტიონ ფორ ინჯეცტიონ
ჰიოსცინის ბუთილბრომიდი /ჰყოსცინე ბუტყლბრომიდე
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
ეს სამკურნალო საშუალება გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის მიუხედავად მკურნალობის საუკეთესო შედეგების მისაღებად საჭიროა გულმოდგინედ დაიცვათ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია, ან რჩევა მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
- საჭიროა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება, ან არ შეინიშნება გაუმჯობესება 2 კვირაში.
- თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ბუსკოლიზინი და რისთვის გამოიყენება
2. ბუსკოლიზინის მიღების დაწყებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ ბუსკოლიზინი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შეინახოთ ბუსკოლიზინი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ბუსკოლიზინი და რისთვის გამოიყენება
Bბუსკოლიზინს მიეკუთვნება სპაზმოლიტური ჯგუფის მედიკამენტებს, რომლებიც ხსნიან კუჭის, ნაწლავების, სანაღვლე გზების, შარდსასქესო გზების გლუვი კუნთების სპაზმს.
გამოიყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის, სანაღვლე და საშარდე გზების, ასევე სასქესო ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმის მოსახსნელად .
სამშობიარო გზების გლუვი კუნთების სპაზმის მოსახსნელად მშობიარობის ან აბორტის დროს, ასევე მშობარობის გართულების დროს, მტკივნეული მენსტრუაციის დროს, ინსტრუმენტული გამოკვლევებით დიაგნოსტირებისა და პროცედურების დროს გლუვი კუნთების მოსადუნებლად.
2. ბუსკოლიზინის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ბუსკოლიზინი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ გლაუკომა ( მომატებული თვალის შიდა წნევა);
- თუ გაქვთ მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტე);
- თუ თქვენ გაქვთ მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გაფართოება ან გასქელება).
განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით ბუსკოლიზინის გამოყენებისას
პრეპარატის გამოყენებამდე, აუცილებლად გაიარეთ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ: მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება), ფილტვების დაავადება, პრობლემები წინამდბარე ჯირკვალთან.
Bბუსკოლიზინმა შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის პროვოცირება. ბუსკოლიზინის გამოყენების შემდეგ თვალის ტკივილის და მხედველობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ოფტალმოლოგთან კონსულტაცია.
Bბუსკოლზინი ფრთხილად გამოიყენება პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ქსეროსტომია( სიმშრალე პირის ღრუში, რომელიც გამოწვეული სანერწყვე ჯირკვლების შემცირებით ან არარსებობით), მშრალი რინიტი(ცხვირის ქრონიკული ანთება მცირე სეკრეციით ან მისი არარსებობით).
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, მათ შორის მცენარეული პრეპარატებიც.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს:
პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
ქინიდინს(ანტიარითმიული საშუალება), დიგოქსინს (საგულე გლიკოზიდი);
ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები);
ანტიფსიქოზური პრეპარატები(ფსიქოზის სამკურნალო პრეპარატები);
ანტიჰისტამინები (ანტიალერგიული);
ბეტა-ადრენომიმეტიკები(მაგალითად, ბრონქიალური ასთმის სამკურნალო პრეპარატები, ისეთი როგორიცაა: კლენბუტეროლი, სალბუტამოლი და სხვა);
კეტოკონაზოლი(სოკოვანი ინფეციების სამკურნალო პრეპარატი);
მეტოკლოპრამიდი(ღებინების საწინაღმდეგო).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
Oრსულობის დროს ბუსკოლიზინით მკურნალობა მიმდინარეობს მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ბუსკოლიზინი არ არის რეკომენდებული, რადგან პრეპარატის ნაწილი გამოიYოფა დედის რძესთან ერთად, ასევ მანშეიძლბა გამოიწვიოს რძის გამოყოფის შემცირება ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვის გამო.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბუსკოლიზინმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა ახლო მანძილზე გაძნელებული მხედველობით.
თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, სანამ თქვენი მხედველობა დარეგულირდება.
3. როგორ მიიღოთ ბუსკოლიზინი
მიიღეთ ბუსკოლიზინი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღოთ ბუსკოლიზინი, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზას და მკურნალობის ხანგრძზლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
ბუსკოლიზინის საინექციო ხსნარი მიიღება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
მოზრდილები: 10-20 მგ 2-4 ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ .
ბავშვები 6 წელს ზევით : მძიმე სპაზმურ მდგომარეობაში 0,3-0,6 მგ/კგ სხეულის მასაზე
2-4 ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1,2 მგ/კგ.
თუ თქვენ მიიღეთ ბუსკოლიზინის საჭიროზე მეტი დოზა
მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: კანის შეწითლება, გუგების გაფართოება, გახშირებული გულისცემა, პირის და ხახის სიმშრალე, გაძნელებული ყლაპვა, ნერვულ-ფსიქიური დარღვევები(დელირიუმ, მხედველობით ჰალიცინაციები, ფსიქომოტორული აგზნება, ატაქსია), ჰიპერთერმია(მომატებული ტემპერატურა), შარდის შეკავება, გაძნელებული სუნთქვა, კოლაფსი, კომა.
მკურნალობა სიმპტომატურია და ტარდება სამკურნალო დაწესებულებაში.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ბუსკოლიზინის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, გთხოვთ კითხოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბუსკოლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არ ვითარდება.
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გაძნელებული შარდვა, შარდვის შეკავება, მხედველობის დარღვევა; გუგების გაფართოება; თვალის შიდა წნევის მომატება, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვა, ტაქიკარდია (გულის რითმის აჩქარება), არტერიული წნევის მომატება.
ხანდახან შეინიშნება ოფლის შემცირებული გამოყოფა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ნერვულობა, სისუსტე, ატაქსია (მოძრაობის კორდინაციის დარღვევა). იშვიათ შემთხვევბში
შეიძლება გამოვლინდეს აგზნება, უძილობა, შფოთვა, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში). ინექცირების ადგილას შეიძლება გაჩნდეს შეწითლება.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.
5. როგორ შეინახოთ ბუსკოლიზინი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. Aარ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბუსკოლიზინი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისეობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბუსკოლიზინი
- მოქმედი ნივთიერებები: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი 10 მგ ერთ ამპულაში.
- დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
როგორ გამოიყურება ბუსკოლიზინი და რას შეიცავს შეფუთვა
ბუსკოლიზინის საინექციო ხსნარი – უფერო, გამჭვირვალე სითხე.
10 ყავისფერი მინის 1მლ ამპულა პვქ ფირფიტის ბლისტერში. 1 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების შესახებ მითითებებით ფურცელ-ჩანართთან ერთად. Aმპულას ხსნიან მარკირებაზე ხელის თითის დაჭერით- ფერადი წერტილი/ რგოლი ამპულის ყელზე.
მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობალი
სს სოფარმა
ილიენსკის გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account