ALLOCHOL - ალოხოლი 10 ტაბლეტი
ალოხოლი
ALLOCHOL
სავაჭრო დასახელება: ალოხოლი.
სამკურნალწამლო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა: ერთ ტაბლეტზე:
აქტიური ნივთიერებები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაღველი მშრალი - 80 მგ, ხმელი ნიორი - 40 მგ; ნახშირი აქტივირებული - 25 მგ; ჭინჭრის ფოთლები - 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები (ბირთვი): მაგნიუმის ოქსიდი (მაგნიუმის ჟანგი) – 11 მგ, კარტოფილის სახამებელი - 43 მგ, ტალკი - 3 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური (აეროსილი) - 1 მგ, კალციუმის სტეარატი - 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები (გარსი): საქაროზა (შაქარი) – 164 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი (მაგნიუმის კარბონატი ძირითადი) – 35 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური (აეროსილი) – 2 მგ, ტიტანის დიოქსიდი - 3 მგ, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი) – 2 მგ, ტალკი - 3 მგ, საღებავი ტროპეოლინი О – 0,04 მგ, ფუტკრის ცვილი - 0,2 მგ.
აღწერილობა: მრგვალი ტაბლეტები, ორმხრივ ამოზნექილი, დაფარული ღია ყვითელი ფერის გარსით. განივ კვეთაზე აისახება სამი ფენა: ბირთვი - ნაცრისფერი-შავი ფერის ჩართვებით; შუა ფენა - თეთრი ფერის და გარე ფენა - ღია ყვითელი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღველმდენი საშუალება
AთX-კოდი: A05AX
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაღველმდენი (ხოლეკინეტიკური და ხოლერეტიკური) საშუალება, ამცირებს ლპობის და ფერმენტაციის პროცესებს ნაწლავებში. აძლიერებს ღვიძლის სეკრეტორულ ფუნქციას, რეფლექტორულად ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) ორგანოების სეკრეტორულ და მამოძრავებელ აქტიურობას.
აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას.
ნაღველის მოქმედება განპირობებულია რეფლექტორული გავლენით ღვიძლის პარენქიმის სეკრეტორულ ფუნქციაზე. ნაღველი ასევე აძლიერებს კნტ-ის სეკრეტორულ და მამოძრავებელ ფუნქციას.
ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ნიორი, აძლიერებენ კნტ-ის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას, ასტიმულირებენ ნაღვლის სეკრეციას.
ჭინჭრის ფოთლებს აქვთ ნაღვლისმდენი და ანთებასაწინააღმდეგო თვისებები.
აქტივირებული ნახშირი წარმოადგენს ადსორბენტს, რომელიც აკავშირებს ტოქსიკურ ნივთიერებებს კნტ-ში.
ფარმაკოკინეტიკა
ალოქოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ალოქოლის შემადგენელი ქოლის და ხენოდეზოქსიქოლის მჟავები განიცდიან მეტაბოლიზმს ღვიძლში: კონიუგირებენ ამინომჟავებთან, სეკრეტირდებიან ნაღველში, საიდანაც ისევ გამოიყოფა ნაწლავებში, შემდეგ ნაწილობრივ რეაბსორბირდებიან; დანარჩენი ნაწილი გამოიყვანება ნაწლავებიდან.
გამოყენების ჩვენებები:
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ქრონიკული რეაქტიული ჰეპატიტისას, ქოლანგიტისას, უკენჭო (არაკალკულოზური) ქოლეცისტიტისას, ჰიპოკინეტიკური ტიპის სანაღვლე გზების დისკინეზიისას, ატონური შეკრულობისას, პოსტქოლეცისტექტომური სინდრომისას.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდებში შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით, როდესაც დედისთვის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგძნობელობა, კალკულოზური ქოლეცისტიტი, ობტურაციული სიყვითელე, მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე დისტროფია, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწავების ფაზაში), მწვავე პანკრეატიტი, საბავშვო ასაკი 12 წლამდე, საქაროზის/იზომალტოზის დეფიციტი, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბაცია (რადგანაც შემადგენლობაში საქაროზაა).
სიფრთხილით
შაქრის დიაბეტი (პრეპარატის შემადგენლობა შეიცავს საქაროზას).
პრეპარატის გავლენა საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულებაზე, რომლებიც ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვის უნარზე და საქმიანობის სხვა პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულებაზე, რომლებიც ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს.
გამოყენების წესი და დოზები:
შიგნით, ჭამის შემდეგ, 1-2 ტაბლეტი დღე-ღამეში 3-4-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (ჭამის შემდეგ) 3-4 კვირის განმავლობაში.
განმეორებითი კურსები ტარდება 3-თვიანი ინტერვალით.
გვერდითი მოქმედება.
დიარეა, ალერგიული რეაქციები, „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტიურობის გაზრდა სისხლის შრატში.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია დიარეა, გულისრევა, გულძმარვა, კანის ქავილი. სიმპტომატური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატები რომელიც შეიცავენ ალუმინის ჰუდროქსიდს, ქოლესტირამინს, ქოლესტიპოლი აქვეითებს აბსორბციას და ამცირებს პრეპარატის ეფექტს. ერთდროული მიღბა მიზანშეუწონოლია.
გამოშვების ფორმა.
გარსით დაფარული ტაბლეტები.
50 ტაბლეტი პოლიმერული მასალების ქილაში.
10, 20, 24, 50 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკიდან და ალუმინის ფოლგისგან, დაბეჭდილი, ლაკირებული.
2, 3, 4 ან 5 კონტურული უჯრედული შეფუთვა 10 ტაბლეტი ან 1 პოლიმერული მასალების ქილა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით თავსდება მუყაოს კოლოფში.
10, 20, 24 და 50 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვებში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციების თანაბარი რაოდენობით ან მუყაოს კოლოფში თავსდება ჯგუფურ შეფუთვაში.
შენახვის პირობები.
შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურისას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა.
4 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ.
აფთიაქებიდან გაყიდვის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
“ირბიტის ქიმიკო-ფარმაცევტული ქარხანა («Ирбитский химико-фармацевтический завод»)
623856, რუსეთი, სვერდლოვის ოლქი, ქ. ირბიტი, კიროვის ქ. 172
ტელ/ფაქსი: (34355) 3-60-90.
წარმოების მისამართი: 623856, რუსეთი, სვერდლოვის ოლქი, ქ. ირბიტი, კარლ მარქსის ქ. 124 ა;
623856, რუსეთი, სვერდლოვის ოლქი, ქ. ირბიტი, ზავოდსკაიას ქ. 2.
“ირბიტის ქიმფარმხარხნის”
გენერალური დირექტორი: /ლ.ა. სოლოდუხინა/
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account