Diflucort Plus - დიფლუკორტი პლუსი კრემი 15გ

განსაკუთრებული ფასი 23,64 GEL რეგულარული ფასი 32,83 GEL
მარაგშია
SKU
88585_694

ჩვენება:გამოიყენება კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციების საწყისი ან შუალედური მკურნალობისთვის.

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

დიფლუკორტი®პლუსი კრემი.

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

შეიცავს იზოკონაზოლის ნიტრატს 10 მგ (1%) და დიფლუკორტოლონის ვალერატს 1 მგ (0,1%).

დამხმარე ნივთიერებები:

ცეტოსტეარილის სპირტი 50,00 მგ

დინატრიუმის EDTA            1,00 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი  6.1.

3. ფარმაცევტული  ფორმა.

კრემი.

4. კლინიკური მონაცემები

 

4.1. თერაპიული ჩვენებები

დიფლუკორტი®პლუსი გამოიყენება კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციების საწყისი ან შუალედური მკურნალობისთვის,  რომელსაც თან ახლავს კანის ძლიერი ანთებითი ან ეგზემატოზური დაავადებები (მაგ. ხელების არეში, ფეხების თითებს შუა და საზარდულსა და  სასქესო ორგანოების  არეებში).

 

4.2. დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება / სიხშირე და მიღების ხანგრძლივობა: 

დიფლუკორტი®პლუსი დაიტანება  დღეში ორჯერ.

მკურნალობა დიფლუკორტი®პლუსით უნდა შეწყდეს  კანის ანთებითი ან ეგზემატოზური დაავადებების სიმპტომების  რეგრესიის შემდეგ ან არა უგვიანეს 2 კვირისა  თერაპიის  დაწყებიდან ან გაგრძელდეს მკურნალობა პრეპარატით, რომელიც არ შეიცავს გლუკოკორტიკოიდებს. განსაკუთრებით ეს  ეხება საზარდულისა და სასქესო ორგანოების არეებში გამოყენებას.

მიღების მეთოდი:

დაიტანება გარეგანად კანის დაინფიცირებულ უბნებზე.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებულ პოპულაციებზე: 

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:

ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის  შექცევადი დათრგუნვის  მიზეზი შესაძლოა გახდეს ძლიერმოქმედი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებული გამოყენება დიდ ზედაპირებზე, ოკლუზიური ნახვევი  ან  ღვიძლის თანმხლები უკმარისობა სისტემური შეწოვის გამო.

პედიატრიული პოპულაცია:

ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, სისტემური შეწოვის რისკისა და გვერდითი ეფექტების  მომატებული რისკის გამო.

4.3. უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის ან სიფილისის დროს; ვირუსული დაავადებები (მაგ., ჩუტყვავილა,  სარტყლისებური ლიქენი), როზაცეა, პერიორალური დერმატიტი და კანის პოსტვაქცინალური რეაქციები დატანების ადგილზე.

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. 

ზოგადად, დიფლუკორტი®პლუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიურ  სახვევში.  

4.4. განსაკუთრებული მითითებები და  სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სიფრთხილეა საჭირო კანის ბაქტერიული ინფექციების დროს; ასევე შეიძლება დამატებით საჭირო გახდეს  სპეციფიკური  თერაპია.

ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების ფართო გამოყენებამ სხეულის ზედაპირის დიდ ნაწილზე ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის  დროს, შეიძლება გაზარდოს სისტემური გვერდითი მოვლენების რისკი.

საჭიროა სიფრთხილე სახის, საზარდულისა და იღლიის ფოსოში და ბავშვებში გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკის გამო. ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვებში სისტემური აბსორბციის ზრდა.

დიფლუკორტი®პლუსის სახეზე დატანისას თავიდან უნდა იქნას აცილებული  თვალებთან კონტაქტი. 

როგორც ცნობილია სისტემური გლუკოკორტიკოიდების გამოყენების გამოცდილებიდან,   ადგილობრივი  გლუკოკორტიკოიდების გამოყენებით  ასევე შეიძლება განვითარდეს გლაუკომა (მაგალითად, მაღალი დოზების ან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ოკლუზიური სახვევების გამოყენების ან თვალების გარშემო კანზე დატანის დროს).

თითებსშუა უბნების ინფექციის შემთხვევაში, რეკომენდებულია  დიფლუკორტი®პლუსით დაფარული საფენის  მოთავსება თითებს შორის.

რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირადი ტანსაცმლის (უპირატესად ბამბის ნაწარმის, როგორიცაა  ხელისა და სახის ტილოები, პირსახოცები, საცვლები და ა.შ.) ყოველდღიური გამოცვლა და  გამოხარშვა.

რეგულარული ჰიგიენის ზომები აუცილებელია დიფლუკორტი®პლუსით  წარმატებული მკურნალობისთვის. ფეხების სოკოვანი ინფექციების შემთხვევაში, ფეხების დაბანის შემდეგ საჭიროა თითების კარგად  გამშრალება და წინდების  ყოველდღე  გამოცვლა.

აღინიშნა  ჯვარედინი რეზისტენტობა იზოკონაზოლის მიკონაზოლთან, ეკონაზოლთან და თიოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას.

დიფლუკორტი®პლუსი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

დიფლუკორტი®პლუსი შეიცავს ნატრიუმს. ამასთან, იგი არ საჭიროებს რაიმე გაფრთხილებას გამოყენების მეთოდის გამო.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო  პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ცნობილი ურთიერთქმედება არ არსებობს.

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია.

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორიაა C.

ქალები შვილოსნობის პოტენციალით / კონტრაცეფცია

ორსულ ქალებში იზოკონაზოლის ნიტრატის/დიფლუკორტოლონის ვალერატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. 

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა გლუკოკორტიკოიდების რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი 5.3)

ორსულობა

ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, შესაძლოა გაიზარდოს პირის ღრუს ნაპრალის რისკი იმ ქალების ახალშობილებში, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში მკურნალობდნენ გლუკოკორტიკოიდებით. სასის ნაპრალი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა და თუ სისტემური გლუკოკორტიკოიდები ტერატოგენულია, ეს ნიშნავს  1000 ქალზე, რომლებიც ორსულობის დროს  მკურნალობდნენ,  კიდევ ერთ ან ორ შემთხვევას. მონაცემები ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდების ადგილობრივად გამოყენების  შესახებ არასაკმარისია. ამასთან, ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების სისტემური ეფექტები ძალიან დაბალია, ამიტომ მოსალოდნელია უფრო დაბალი მაჩვენებელი.

როგორც წესი, ორსულობის პირველ ტრიმესტრში თავიდან უნდა იქნას აცილებული ადგილობრივი გამოყენების  პრეპარატები. დიფლუკორტი®პლუსით მკურნალობის კლინიკური ჩვენება გულდასმით უნდა იქნეს განხილული, ხოლო უპირატესობები შეფარდებული რისკებთან ორსულთა  მიმართებაში. კერძოდ, ორსულობის განმავლობაში თავიდან უნდა იქნას აცილებული სხეულის დიდი ზედაპირების მკურნალობა, ხანგრძლივი გამოყენება ან ოკლუზიური სახვევები.

ლაქტაცია

დიფლუკორტი®პლუსით მკურნალობის კლინიკური ჩვენება ყურადღებით უნდა იქნეს განხილული, ხოლო უპირატესობები შეფარდებული მეძუძურ ქალებში არსებულ რისკებთან. განსაკუთრებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული სხეულის დიდი ზედაპირების მკურნალობა. მეძუძურ დედებში არ შეიძლება მკერდზე დატანა.

ფერტილობა

რეპროდუქციული ტოქსიკურობის სპეციფიკური კვლევების სერიაში იზოკონაზოლის ნიტრატმა არ გამოიწვია გვერდითი მოვლენები რეპროდუქციული ციკლის არც ერთ ფაზაში.

4.7. პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

დიფლუკორტი®პლუსი არანაირ გავლენას არ ახდენს მანქანების მართვისა და გამოყენების უნარზე.

4.8. არასასურველი რეაქციები

კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების ადგილობრივმა  გამოყენებამ დიდ ფართობზე (სხეულის ზედაპირის 10% ან მეტი) ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში (4 კვირა ან მეტი) შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: კანის ატროფია, ტელეანგიექტაზია, სტრიები, აკნეს მსგავსი ცვლილებები და სისტემური ეფექტები კორტიკოსტეროიდების რეზორბციის გამო.

გვერდითი რეაქციების სიხშირე, რომლებიც დაფიქსირებულია კლინიკურ კვლევებში და მოცემულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, განისაზღვრება MedDRA სიხშირის კონვენციის შესაბამისად: ძალიან ხშირი (1 / 10); ხშირი (1 / 100-დან <1/10); არახშირი (1 / 1000-დან <1/100); იშვიათი (1 / 10,000 დან <1/1000); ძალიან იშვიათი (<1 / 10,000); სიხშირე არ არის ცნობილი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის დარღვევები:

იშვიათი: ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

კანისა და კანქვეშა დარღვევები:

იშვიათი: ადგილობრივი სიმპტომები, როგორიცაა  ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, პერიორალური დერმატიტი,  გაუფერულება, გამონაყარი, ქავილი, წვა,  ერითემა ან ვეზიკულარიზაცია, გაღიზიანება, სიმშრალე, მაცერაცია. 

ეს არის მსუბუქი და ჩვეულებრივ გარდამავალი გვერდითი მოვლენები, რომლებიც წარმოიქმნება  კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენების შედეგად; მკურნალობის შემდეგ ჩივილები ქრება. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, პაციენტთა დაახლოებით 1% შეიძლება გამოუვლინდეს  ადგილობრივი ეფექტები, როგორიცაა ქავილი ან წვა.

ადგილობრივი გაღიზიანება და წვა გამოვლინდა პაციენტთა 0.5%-4%-ში, რომლებიც ადგილობრივ მკურნალობას იტარებდნენ  დიფლუკორტოლონის ვალერატით.

როდესაც დიფლუკორტი®პლუსი ინიშნება ხანგრძლივად ორსულობის ან ლაქტაციის  დროს, შესაძლოა ახალშობილებში გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები   (მაგ. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა  ორსულობის ბოლო კვირებში გამოყენებისას).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგი. 

4.9 ჭარბი დოზირება

მწვავე ტოქსიკურობის კვლევების შედეგები არ აჩვენებს მწვავე ინტოქსიკაციის რაიმე მოსალოდნელ რისკს კანზე ერთჯერადად ჭარბი დოზის გამოყენებისას (დიდ ზედაპირზე დატანა, რაც ხელს უწყობს აბსორბციას) ან უნებლიე პერორალური მიღებისას.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო (იმიდაზოლის წარმოებული) პრეპარატი კომბინაციაში ძლიერ კორტიკოსტეროიდებთან (III ჯგუფი)  ადგილობრივი გამოყენებისათვის;  

იზოკონაზოლის ნიტრატი გამოიყენება კანის ზედაპირის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ. იგი ავლენს ანტიმიკრობული მოქმედების ძალიან ფართო სპექტრს. ის ეფექტურია დერმატოფიტებისა და საფუარას, საფუარას მსგავსი  სოკოების (მათ შორის ნაირფერი პიტირიაზის გამომწვევის) და ობის სოკოების, აგრეთვე in vitro გრამდადებითი ბაქტერიების და ერითრაზმას გამომწვევის  წინააღმდეგ.

დიფლუკორტოლონის ვალერატი თრგუნავს ანთებას კანის ანთებითი და ალერგიული მდგომარეობების დროს და ამსუბუქებს სუბიექტურ ჩივილებს, როგორიცაა ქავილი, წვა და ტკივილი.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

 • იზოკონაზოლის ნიტრატი: 

შეწოვა

იზოკონაზოლი სწრაფად აღწევს ადამიანის კანში და პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია რქოვანა გარსში  და ეპიდერმისში მიიღწევა გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ.

სისტემური დატვირთვა კანქვეშა შეწოვის გამო დაბალია. რქოვანა გარსის მოცილების შემდეგაც კი, გამოყენებული დოზის 1% -ზე ნაკლები აღწევს  სისტემურ ცირკულაციას 4 საათის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია

2,4-დიქლორონუშის მჟავა და 2-(2,6-დიქლორობენზილოქსი) -2- (2,4-დიქლოროფენილი) -ძმარმჟავა ხასიათდება როგორც რაოდენობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტები.

იზოკონაზოლი  მეტაბოლურად არ  ინაქტივირდება კანში.

გამოყოფა

კანიდან აბსორბირებული იზოკონაზოლის ნიტრატის რაოდენობა იყო  ძალიან დაბალი იმ ცვლილებების გამოსაკვლევად, რომელსაც განიცდის ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ ინტრავენურად შეიყვანეს 0.5 მგ 3H მარკირებული იზოკონაზოლის ნიტრატი. იზოკონაზოლი მთლიანად მეტაბოლიზდა და სწრაფად ელიმინირდა.

მარკირებული ნივთიერებების მესამედი გამოიყოფა შარდით და ორი მესამედი ნაღველთან ერთად; საერთო დოზის 75%  გამოიყოფა  24 საათის განმავლობაში.

 • დიფლუკორტოლონის ვალერატი:

 შეწოვა

იზოკონაზოლი გავლენას არ ახდენს კანიდან დიფლუკორტოლონის ვალერატის შეღწევადობასა  და აბსორბციაზე. კორტიკოსტეროიდის კანიდან აბსორბციის  ხარისხი  დაბალია. ექსპოზიციის ოთხი საათის განმავლობაში, ადგილობრივად გამოყენებული იზოკონაზოლის ნიტრატის/დიფლუკორტოლონის ვალერატის 1%-ზე ნაკლები შეიწოვება კანიდან.

განაწილება

დიფლუკორტოლონის ვალერატი სწრაფად აღწევს კანიდან და რქოვანა გარსში ერთი საათის შემდეგ  კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 150 მკგ/მლ (=300 მკმოლ/ლ).  ეს დონე შენარჩუნებულია არანაკლებ  შვიდი საათის განმავლობაში. კორტიკოსტეროიდების დონე ღრმა ეპიდერმისში შეადგენს  დაახლოებით 0.15 მკგ / მლ (= 0.3 მკმოლ/ლ).

ბიოტრანსფორმაცია

დიფლუკორტოლონის ვალერატი ნაწილობრივ ჰიდროლიზდება კანში ასევე ეფექტურ დიფლუკორტოლონად. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისას, დიფლუკორტოლონის ვალერატი რამოდენიმე წუთში ჰიდროლიზდება დიფლუკორტოლონად და შესაბამის ცხიმოვან მჟავად. დიფლუკორტოლონის გარდა, პლაზმაში გამოვლენილია 11 – კეტო – დიფლუკორტოლონი და კიდევ ორი მეტაბოლიტი.

ელიმინაცია

დიფლუკორტოლონი და ყველა მეტაბოლიტი გამოიყოფა პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდით, 4 - 5 საათი და დაახლოებით 9 საათი შესაბამისად, (ნახევარგამოყოფის პერიოდი ი.ვ. ინექციის შემდეგ) და გამოიყოფიან თანაფარდობით 75:25  შარდთან და განავალთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკური / ფარმაკოდინამიკური ურთიერთობები

ბოცვრებზე ადგილობრივად გამოყენების შემდეგ მიიღეს ანტიმიკოზური კონცენტრაციები კანში, რომელიც შედარებადი იყო კორტიკოსტეროიდებისგან თავისუფალ პრეპარატთან. ეს განიმარტა, როგორც იზოკონაზოლის ნიტრატის კანიდან შეწოვის შეფერხება, კორტიკოსტეროიდის ვაზოკონსტრუქციული მოქმედების  შედეგად.

გარდა ამისა, კანში ანტიმიკოზურ საშუალებებსა და კორტიკოსტეროიდებს შორის კონცენტრაციის კოეფიციენტი იზრდება შედარებით თანაფარდობასთან 10:1 დიფლუკორტი®პლუსი კრემში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კორტიკოსტეროიდის ანტიმიკოზური ეფექტურობა  არ ქვეითდება.

5.3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

სისტემური ტოლერანტობის კვლევებში, კანზე და კანქვეშა განმეორებითი მიღების შემდეგ, დიფლუკორტოლონის ვალერატის ეფექტი იყო  გლუკოკორტიკოიდის ტიპიური. აქტიური ნივთიერების კომბინაციის კანზე განმეორებით დატანის შემდეგ დაფიქსირდა მხოლოდ გლუკოკორტიკოიდებისთვის დამახასიათებელი მოქმედება. ამ შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ სხვა გვერდითი მოვლენები, გარდა გლუკოკორტიკოიდებისთვის დამახასიათებელი მოვლენებისა, მოსალოდნელი არ არის იზოკონაზოლის ნიტრატის/ დიფლუკორტოლონის ვალერატის თერაპიული გამოყენების შემდეგ ექსტრემალურ პირობებში, როგორიცაა გამოყენება დიდ ზედაპიზე და/ან ოკლუზია. იზოკონაზოლის ნიტრატთან შესაძლო ურთიერთქმედების მითითებები არ არსებობდა.

განმეორებითი დოზის სისტემური ტოლერანტობის კვლევების შედეგები არ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიმიკოზური საშუალებების სისტემური მოქმედება მოსალოდნელია იზოკონაზოლის ნიტრატით / დიფლუკორტოლონის ვალერატით მკურნალობისას.

ემბრიოტოქსიკურობის გამოკვლევებმა იზოკონაზოლის ნიტრატით / დიფლუკორტოლონის ვალერატით მიგვიყვანა გლუკოკორტიკოიდებისათვის დამახასიათებელ შედეგებამდე, ანუ ემბრიოლეტალური და / ან ტერატოგენული ეფექტები  გამოწვეულია შესაბამის ტესტ სისტემაში.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის დროს დიფლუკორტი®პლუსის დანიშვნას.

ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები შეჯამებულია ნაწილში „4.6 ფერტილობა,  ორსულობა და ლაქტაცია“.

რეპროდუქციული ტოქსიკურობის რიგი სპეციალური გამოკვლევების დროს იზოკონაზოლს არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია რეპროდუქციული ციკლის არცერთ ფაზაზე. კერძოდ, აქტიურმა ნივთიერებამ არ გამოავლინა ტერატოგენული პოტენციალი. მართალია, არ ჩატარებულა კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, მაგრამ ორსულობის პერიოდში იზოკონაზოლის ნიტრატის შემცველი პრეპარატების გამოყენების გამოცდილება არ მიუთითებს ემბრიოტოქსიკური მოქმედების რაიმე საფრთხეზე.

In vitro და in vivo გამოკვლევებმა გენურ, ქრომოსომულ და გენომის მუტაციების გამოვლენისთვის არ მიუთითეს დიფლუკორტოლონის ვალერატის ან იზოკონაზოლის ნიტრატის მუტაგენურ პოტენციალზე.

კანცეროგენურობის სპეციფიკური  კვლევები დიფლუკორტოლონის ვალერატთან და  იზოკონაზოლის ნიტრატთან არ ჩატარებულა. ფარმაკოდინამიკური მოქმედების სქემის, გენოტოქსიკური პოტენციალის მტკიცებულებების არარსებობის, სტრუქტურული თვისებების და ქრონიკული ტოქსიკურობის ტესტების შედეგების საფუძველზე (პროლიფერაციულ ცვლილებებზე მითითება არ არის), არცერთი აქტიური ნივთიერების სიმსივნურ პოტენციალზე ეჭვი არ არის. ვინაიდან, სისტემურად ეფექტური იმუნოსუპრესიული დოზები ვერ მიიღწევა იზოკონაზოლის ნიტრატის/ დიფლუკორტოლონის ვალერატის კანზე გამოყენების შემდეგ, თუ გამოიყენება ინსტრუქციის შესაბამისად, მოსალოდნელი არ არის რაიმე გავლენა სიმსივნის წარმოქმნაზე.

ადგილობრივი ტოლერანტობის კვლევების შედეგების თანახმად, მხოლოდ დიფლუკორტოლონის ვალერატის განმეორებითი  შეყვანისას  კანიდან და კომბინაციაში იზოკონაზოლის ნიტრატთან ერთად, იზოკონაზოლის ნიტრატის / დიფლუკორტოლონის ვალერატის თერაპიის კანის მხრივ გვერდითი მოვლენები, გარდა უკვე ცნობილი გლუკოკორტიკოიდების შემცველი პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა, მოსალოდნელი არ არის. 

ბოცვრების თვალის ლორწოვანი გარსის ტოლერანტობის კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ თვალების უნებლიე დაბინძურებისას იზოკონაზოლის ნიტრატით / დიფლუკორტოლონის ვალერატით  მოსალოდნელია კონიუნქტივაზე მცირე გამაღიზიანებელი მოქმედება.

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

თხევადი პარაფინი, 

თეთრი რბილი პარაფინი, 

პოლისორბატი 60 

ცეტოსტეარილის სპირტი  

დინატრიუმის EDTA

სორბიტანის სტეარატი 

დეიონიზირებული წყალი 

6.2 შეუთავსებლობა

არ არის წარმოდგენილი.

6.3 ვარგისობის ვადა

24 თვე.

6.4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°С-ის ქვემოთ.

6.5 შეფუთვის დახასიათება და შემცველობა

ალუმინის ტუბი 15 გრ დალუქული HDPE ხრახნიანი თავსახურით, მოთავსებულია კოლოფში.

6.6 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან ასეთი სამკურნალო პროდუქტიდან მიღებული ნარჩენების მოსაშორებლად და პროდუქტის სხვა დამუშავებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტის ან ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს "სამედიცინო ნარჩენების დებულების" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის დებულების" შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy