Anusole - ანუზოლის 10 სანთელი

4,15 GEL
მარაგშია
SKU
79119_67

ჩვენება:ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს.

ანუზოლის სანთლები

შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს:
ქსეროფორმი    0,1გ
შმაგას (ბელადონას) ექსტრაქტი 0,02გ
თუთიის  სულფატი   0,05გ
გლიცერინი გამოხდილი  0,12გ
სანთლის ფუძე 2,14-დან 2,36გ სანთლის მიღებამდე

აღწერილობა:
სანთლები მომწვანო-მოყვითალო ფერის ან მომწვანო-მოყვითალო ფერის წაბლისფერი ელფერით ან ღია ყავისფერი ქსეროფორმის სუნით, ტორპედოსმაგვარი ფორმის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰემოროიდალური საშუალება

ფორმა:
რექტალური სანთლები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემომგარსველი და გამშრობი მოქმედება.

ჩვენება:
ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს.

დოზირება და მიღების წესი:
სანთლები, წინასწარ თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად სწორ ნაწლავში.
ინიშნება 1 სანთელი 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა _ 7 სანთელი.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
გლაუკომა;
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.

გაფრთხილება:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, სწრაფ ფსიქიურ რეაქციებს (მათ შორის ავტომობილის მართვა, მუშაობა მექანიზმებთან).

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, ტაქიკარდია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში _ ფსიქომოტორული აგზნება, შარდვის შეკავება. ასეთ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის ვადა:
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +20°C.

შეფუთვა:
10 ცალი სანთელი

მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy