ტრიდერმი - Triderm კრემი 15გ
ტრიდერმი
TRIDERM
სავაჭრო სახელწოდება: ტრიდერმი
მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონი, კლოტრიმაზოლი, გენტამიცინი.
შედგენილობა:
1 გ კრემი შეიცავს 0,5 მგ ბეტამეტაზონს (ბეტამეტაზონის დიპროპიონატის სახით – 0,643 მგ), 10,0 მგ კლოტრიმაზოლს და 1,0 მგ გენტამიცინს (გენტამიცინის სულფატის სახით);
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილური სპირტი, პროპილენგლიკოლი, მაკროგოლის ცეტოსტეარილური ეთერი, ბენზოლის სპირტი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, ფოსფოროვანი მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა. კრემი
აღწერა
რბილი კონსისტენციის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი, უცხო ჩანართების გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კორტიკოსტეროიდები გარეგანი გამოყენებისათვის დერმატოლოგიაში. მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდები კომბინაციაში სხვა საშუალებებთან.
ათქ კოდი: D07Xჩ01
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ტრიდერმი აერთიანებს შემდეგ მოქმედების მექანიზმებს:
ბეტამეტაზონის დიპროპიონატის ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, გენტამიცინის ანტიბაქტერიული მოქმედება და კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
იხილეთ ბლოგი: ტრიდერმი — თქვენი მოკავშირე კანის პრობლემებით სავსე სამყაროში
ფარმაკოდინამიკა
ბეტამეტაზონი დიპროპიონატის ფორმით წარმოადგენს ძლიერ მოქმედ კორტიკოსტეროიდს (მოქმედების კლასი III) ანთებისსაწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებით.
გენტამიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს ანტიბაქტერიული მოქმედებით. მისი მოქმედება განპირობებულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დათრგუნვით. გენტამიცინი მოქმედებს მრავალ აერობულ გრამდადებით და ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაზე. Iნ ვიტრო გენტამიცინი 1-8 მკგ/მლ კონცენტრაციით თრგუნავს Eსცჰერიცჰია ცოლი (ნაწლავის ჩხირი), Hაემოპჰილუს ინფლუენზაე (ჰემოფილური ჩხირები), Mორახელლა ლაცუნატა (მორაქს-აქსენფელდის ჩხირები), Nეისსერია (ნეისერია), ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი პროტეუსის, Pსეუდომონას (ფსევდომონადები) (მათ შორის Pსეუდომონას აერუგინოსა უმრავლესი შტამები) (ლურჯ-მწვანე ჩხირი), შტაპჰყლოცოცცუს აურეუს (ოქროსფერი სტაფილოკოლი), შტაპჰყლოცოცცუს ეპიდერმიდის (ეპიდერმალური სტაფილოკოკი) და შერრატია (სერაცია) მგრძნობიარე შტამების უმრავლესობას. სხვადასხვა სახეობები და ერთი და იგივე სახეობების სხვადასხვა შტამები შეიძლება ავლენდეს მგრძნობელობაში განსხვავებას ინ ვიტრო პირობებში. ამას გარდა, ინ ვიტრო ყოველთვის არ შესაბამება ინ ვივო მგრძნობელობას. გენტამიცინი ეფექტური არ არის ანაერობული ბაქტერიების უმრავლესობის, სოკოების და ვირუსების მიმართ. გენტამიცინი ახდენს მხოლოდ მინიმალურ ზემოქმედებას სტრეპტოკოკებზე. გენტამიცინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება განვითარდებს როგორც გრამუარყოფით, ისე გრამდადებით ბაქტერიებში.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს სინთეზურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას-იმიდაზოლის წარმოებულს. მოქმედების მექანიზმი მოიცავს სოკოების რიგს, რომლებიც პათოგენურია ადამიანისთვის და ცხოველებისთვის.
კლოტრიმაზოლი ეფექტურია დერმატოფიტების, საფუარის და ობის სოკოების წინააღმდეგ. ინ ვიტრო ანალიზის დროს კლოტრიმაზოლი ეფექტური აღმოჩნდა თრიცჰოპჰყტონ რუბრუმ, თრიცჰოპჰყტონ მენტაგროპჰყტეს, Eპიდერმოპჰყტონ ფლოცცოსუმ, Mიცროსპორუმ ცანის და ჩანდიდა-ს ჯგუფის სოკოების, მათ შორის ჩანდიდა ალბიცანს მიმართ. ამ დროისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი იხსნება ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვით. ერგოსტეროლი წარმოადგენს სოკოების უჯრედის მემბრანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ ტრიდერმის ფარმაკოკინეტიკის მონაცემები არ არსებობს.
ბეტამეტაზონი
ნორმალურ პირობებში ადგილობრივი გამოყენებისას სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ხვდება ბეტამეტაზონის მხოლოდ ნაწილი. შეღწევის და შეწოვის წილი დამოკიდებულია სხეულის უბანზე, კანის მდგომარეობაზე, სამკურნალწამლო ფორმაზე, ასაკზე და გამოყენების მეთოდზე.
გენტამიცინი.
დაუზიანებელ კანზე გენტამიცინის წასმისას შეწოვა ნაკლებმოსალოდნელია, კერატინის გარსის დაზიანების, ანთების, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენების ან კანის დიდ ფართობზე წასმისას მოსალოდნელია კანიდან შეწოვის ზრდა.
კლოტრიმაზოლი
წასმული კლოტრიმაზოლის დიდი ნაწილი რჩება რქოვანა გარსში, სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვა უმნიშვნელოა. 1%-იანი რადიაქტიური კლოტრიმაზოლის წასმიდან 6 საათის შემდეგ ჯანმრთელ და მწვავე ანთებით კანზე შესაძლებელი იყო შემდეგი კონცენტრაციების განსაზღვრა: რქოვანა შრე-100 მკგ/სმ3, რეტიკულარული შრე-0,5-1 მკგ/სმ3, კანქვეშა უჯრედისი-0,1 მკგ/სმ3.
გამოყენების ჩვენებები
ტრიდერმი ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი მგრძნობიარე დერმატოზების სამკურნალოდ, რომელთა დროსაც ბაქტერიებით და/ან სოკოებით გამოწვეული ინფექცია ან უკვე არსებობს ან მოსალოდნელია მისი განვითარება. უპირველეს ყოვლისა პრეპარატი გამოსადეგია დაავადების სამკურნალოდ სველი დაზიანებებით.
უკუჩვენება
კანის ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული [მათ შორის ტუბერკულოზი] აგრეთვე სოკოვანი წარმოშობის), რეაქცია ვაქცინაზე, კანის წყლულები და აკნე წარმოადგენს უკუჩვენებას ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისთვის. როზაცეას ან პერიორალური დერმატიტის არსებობისას, სახეზე კრემის წასმას უნდა მოერიდონ.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ, სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ (ჯვარედინი ალერგია გენტამიცინთან) ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ (ჯვარედინი ალერგია კლოტრიმაზოლთან).
ტრიდერმი განკუთვნილი არ არის ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოსაყენებლად.
ტრიდერმის წასმა დაუშვებელია ლორწოვან გარსებზე, თვალების ირგვლივ ან თვალის ახლო კანზე.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზარდები და მოზრდილები
დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) თხელი ფენა უნდა წაისვან კანის დაზიანებულ უბანზე, მსუბუქი შეზელვით, უნდა მოიცვან როგორც დაზიანებული, აგრეთვე მის ირგვლივ ჯანმრთელი კანის ზედაპირი.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც კლინიკური შემოწმების, აგრეთვე მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგებზე, აგრეთვე მკურნალობაზე პასუხზე.
ტერფის მიკოზების დროს შეიძლება განიხილონ უფრო ხანგრძლივი მკურნალობის საკითხი (2-4 კვირა).
2-12 წლის ბავშვები.
მცირე რაოდენობის წასმა საჭიროა მხოლოდ კანის დაზიანებულ უბანზე, ფრთხილი შეზელვით. გამოყენება უნდა მოხდეს დღეში არაუმეტეს ორჯერ, კრემის წასმას შორის შესვენება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6-12 საათს. კრემის წასმა სახეზე, კისერზე, თავის კანზე, გენიტალიების მიდამოში, რექტალურ მიდამოში და კანის გაღიზიანებულ უბნებზე უნდა მოხდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.
იხილეთ პარაგრაფები “უსაფრთხოების ზომები” და “გამოყენება ბავშვთა ასაკის პაციენტებში”.
გვერდითი მოქმედება
მკურნალობის დასაწყისში
კანი
იშვიათი: გაღიზიანება, წვა, კანის ქავილი, სიმშრალე, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტზე და კანის ფერის ცვლილება.
ფართო ზედაპირზე, ოკლუზიური ნახვევების ქვეშ და/ან უფრო ხანგრძლივი გამოყენება
ფართო ზედაპირზე, ოკლუზიური ნახვევების ქვეშ და/ან უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კანის ადგილობრივი ცვლილებები. კრემის ფართო ზედაპირზე წასმისას არსებობს სისტემური ზემოქმედების შესაძლებლობა (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითება).
უნდა გაითვალისწინონ, რომ ინფექციებისადმი ადგილობრივი დაქვეითებული წინააღმდეგობის გამო არსებობს მეორადი ინფექციების აღმოცენების მომატებული რისკი.
კანი
კანის ადგილობრივი ცვლილებები, როგორიცაა ატროფია (განსაკუთრებით სახეზე), ტელეანგიექტაზია, სტრიები, კანის ზოლისებრი ატროფია, კანის ჰემორაგია, პურპურა, სტეროიდული აკნე, როზაცეას მსგავსი ან პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, აგრეთვე კანის ფერის ცვლილება. უცნობია შექცევადია თუ არა კანის ფერის ცვლილებები.
ზოგჯერ: კონტაქტური მომატებული მგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ.
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ფოტომგრძნობელობა, რომელიც გენტამიცინის განმეორებითი წასმისას ულტრაიისფერი გამოსხივების შემდგომი მოქმედებით არ განახლებულა.
ენდოკრინული სისტემა
ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სინთეზის დათრგუნვა, ჰიპერკორტიციზმი შეშუპებით.
ნივთიერებათა ცვლა
შაქრიანი დიაბეტი (ადრე ფარული ფორმის გამოვლენა).
ყური, შიდა ყური/თირკმელები
მკურნალობის დროს კრემის ფართო ზედაპირზე წასმისას ან კანის დაზიანებულ ადგილზე გამოყენებისას სისტემური ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ერთდროულად გამოყენებისას მოსალოდნელია კუმულაციური ოტოტოქსიური/ნეფროტოქსიური ეფექტი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ოსტეოპოროზი, ზრდის შენელება (ბავშვებში).
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ასევე აღწერილია სისტემური გვერდითი რეაქციები, მაგალითად, მხედველობის დაბინდვა.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში, აგრეთვე ისეთი რეაქციების განვითარებისას, რომლებიც გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული არ არის, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, ისეთებზე, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი ან გადაჭარბებული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზარულ-ადრენალური ფუნქციის დათრგუნვა მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარებით და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების, მათ შორის კუშინგის სინდრომის გამოვლენით. არ ივარაუდება, რომ გენტამიცინის დოზის ერთჯერადი გადაჭარბება გამოიწვევს რაიმე სიმპტომების განვითარებას. გენტამიცინის გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.
კლოტრიმაზოლის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ 6 საათის განმავლობაში არ იწვევდა დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარებას.
მკურნალობა. ინიშნება შესაბამისი სიმპტომური თერაპია. მწვავე ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. აუცილებლობისას ატარებენ ელექტროლიტური ბალანსის კორექციას. ქრონიკული ტოქსიური მოქმედების შემთხვევაში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათან მოხსნა. რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატ ტრიდერმით მკურნალობის შეწყვეტა და აუცილებელი თერაპიის დანიშვნა.
უსაფრთხოების ზომები
გაღიზიანების ან სენსიბილიზაციის განვითარებისას ტრიდერმის გამოყენების შემდეგ მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ადგილობრივი აქტიური ნივთიერებების შეწოვა შეიძლება გაძლიერდეს თუ ტრიდერმის წასმა ხდება დიდ ზედაპირზე, კერძოდ ხანგრძლივი გამოყენებისას ან დაზიანებულ კანზე წასმისას. ამ შემთხვევებში შესაძლებელია არასასურველი ეფექტების განვითარება ისეთი სახით, როგორც აქტიური ნივთიერებების სისტემური გამოყენების შემდეგ. ბავშვებში გამოყენებისას ამ შემთხვევაში რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე. სისტემური ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ერთდროული მიღებისას კანიდან შეწოვის მომატების დროს მოსალოდნელია კუმულაციური ტოქსიური ზემოქმედება (ოტოტოქსიურობა, ნეფროტოქსიურობა).
უნდა გაითვალისწინონ შესაძლო ჯვარედინი ალერგიის გამოვლენა სხვა ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებზე. ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება განვითარდნენ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმები. ამ შემთხვევაში ან სუპერინფექციის განვითარებისას უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ძლიერი ან ძალიან ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდის მაღალდოზირებული, ფართო წასმა ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეგულარული დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებით ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავების დათრგუნვის და შესაძლო მეტაბოლური მოქმედების გათვალისწინებით. უნდა მოერიდონ ღია ჭრილობებზე და კანის დაზიანებულ უბნებზე გამოყენებას. უწყვეტი გამოყენების ვადა შესაძლებლობის მიხედვით არ უნდა აჭარბებდეს 2-3 კვირას.
სახეზე და გენიტალიებზე ძალიან ძლიერი, ძლიერი ან ზომიერი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით და არაუმეტეს 1 კვირის განმავლობაში. თვალის ახლოს პრინციპში გამოიყენება მხოლოდ სუსტი მოქმედების კორტიკოსტეროიდები (გლაუკომა). კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შენიღბოს პრეპარატის ინგრედიენტებზე კანის ალერგიული რეაქციების სიმპტომები.
პრეპარატი დამხმარე ნივთიერებების სახით, შეიცავს პროპილენგლიკოლს და ცეტოსტეარილის სპირტს. გარეგანი გამოყენებისას პროპილენგლიკოლმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ხოლო ცეტოსტეარილის სპირტმა – კანის რეაქციები (მაგალითად.: კონტაქტური დერმატიტი).
პაციენტს უნდა მიეცეს მითითება, რომ პრეპარატი გამოიყენოს მხოლოდ მისი კანის მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ და არ გადასცეს იგი სხვა პირებს.
სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას (ინტრანაზალური, საინჰალაციო და თვალის საშუალებების ჩათვლით) შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. თუ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან გამოკვლევა მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების შეფასებისთვის, რომლებიც მოიცავს კატარაქტას, გლაუკომას და ასევე ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რაც აღწერილია სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
გამოყენება ბავშვთა ასაკის პაციენტებში
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვთა ასაკის პაციენტებში შესაძლებელია მოზრდილებზე მეტი მგრძნობელობის და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის რგოლის და ეკზოგენური კორტიკოსტეროიდების აქტივობის დათრგუნვა, რომლებიც გამოწვეულია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით, რადგან სხეულის მასისადმი კანის ზედაპირის ფართობის უფრო დიდი შეფარდების გამო შეწოვა უფრო ინტენსიურია. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვაზე, კუშინგის სინდრომზე, ხაზოვანი ზრდის შენელებაზე, წონაში მატების შენელებაზე და ქალასშიდა წნევის მომატებაზე შეტყობინებები იყო ბავშვებში ტოპიური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობის დათრგუნვის სიმპტომებს სხვა დანარჩენის გარდა წარმოადგენს პლაზმაში კორტიზოლის დაბალი დონე და რეაქციის არ არსებობა ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) სტიმულაციის შემდეგ. ქალასშიდა წნევის მომატების სიმპტომებს, სხვა დანარჩენის გარდა, წარმოადგენს ყიფლიბანდის გამობერვა, თავის ტკივილი და მხედველობის ნერვის ორმხრივი შეშუპება.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვია ტერატოგენური მოქმედება. ორსულობის დროს გამოყენების მონაცემები არ არსებობს.
ამინოგლიკოზიდები გადის პლაცენტურ ბარიერს და შეიძლება ზიანი მოუტანოს ნაყოფს, თუ მათ გამოიყენებენ ორსული ქალები. აღინიშნა სრული შეუქცევადი ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუე იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ ამინოგლიკოზიდებს, მათ შორის გენტამიცინს. ორსულებში გენტამიცინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
კლოტრიმაზოლის ორსულებში გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა არ გამოავლინა ნაყოფისთვის რისკები.
ტრიდერმი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა არსებობს ამის აბსოლუტური აუცილებლობა.
ტრიდერმი არ უნდა გამოიყენონ კანის დიდ ზედაპირზე, დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
გენტამიცინის, კლოტრიმაზოლის და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების რძეში გამოყოფის მონაცემები არ არსებობს, მაგრამ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი კორტიკოსტეროიდები რძეშიც აღწევს.
სარძევე ჯირკვლებზე ტრიდერმის წასმისას ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.
გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
როგორც წესი, პრეპარატი გავლენას არ ახდენს რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატის შემადგენლობაში თეთრი რბილი პარაფინის და თხევადი პარაფინის შემცველობა შეიძლება იწვევდეს პრეზერვატივის გამძლეობის შემცირებას ლატექსის გარღვევის გამო, შესაბამისად ირღვევა მათი საიმედოობა.
ამის გათვალისწინება საჭიროა კრემის გამოყენებისას გენიტალურ ან ანალურ მიდამოში.
ადგილობრივი გამოყენებისას კლოტრიმაზოლი შეიძლება ახდენდეს ანტაგონისტურ მოქმედებას ამფოტერიცინის ან სხვა პოლიენური ანტიბიოტიკებისადმი.
ვარგისობის ვადა. 2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეფუთვა. 15 გ ალუმინის ტუბში. ერთი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account