Oxolin ointment - ოქსოლინის მალამო 0.25% 10გრ
ჩვენებები: გრიპის პროფილაქტიკა, ვირუსული რინიტების მკურნალობა.
ოქსოლინი
სავაჭრო დასახელება: ოქსოლინი
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: - oxolinum
წამლის ფორმა: მალამო
შემადგენლობა (1გ):
აქტიური ნივთიერება - ოქსოლინი (დიოქსოტეტრაჰიდროქსიტეტრაჰიდრონაფტალინი) 2,5მგ
არააქტიური ნივთიერებები: ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, სამედიცინო ვაზელინი
ათქ კოდი: D06BB
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული დერმატოლოგიური საშუალებები, ანტივირუსული საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ოქსოლინს გააჩნია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება ახდენს უჯრედული მემბრანების ზედაპირთან ვირუსის შეკავშირების ბლოკირებას და ხელს უშლის უჯრედებში ვირუსის რეპროდუქციას.
ფარმაკოკინეტიკა
ლორწოვან გარსზე დატანისას შეიწოვება პრეპარატის დაახლოებით 20%. ორგანიზმში არ აკუმულირდება და გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით დღე-ღამის განმავლობაში.
გამოყენების ჩვენებები: გრიპის პროფილაქტიკა, ვირუსული რინიტების მკურნალობა.
უკუჩვენება: მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისას, ლაქტაციიის პერიოდში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება: მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის.
გრიპის პროფილაქტიკისათვის- მალამო დღეში 2-3-ჯერ დაიტანება ცხვირის ლორწოვან გარსზე გრიპის ეპიდაფეთქების და მაქსიმალური გავრცელების პერიოდში (ყოველდღიურად 25 დღის განმავლობაში) ან გრიპით დაავადებულთან კონტაქტისას.
ვირუსული რინიტის მკურნალობა - მალამო 2-3-ჯერ დღეში დაიტანება ცხვირის ლორწოვანზე 3-4 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანი გარსის წვის შეგრძნება, რინორეა. იშვიათად შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანი გარსის გალურჯება.
დოზის გადაჭარბება: დღემდე არ არის აღწერილი დოზის გადაჭარბების შემთხვევები.
სიფრთხილის ზომები: სიფრთხილით გამოიყენება ორსულებში, ლაქტაციიის პერიოდში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ლაქტაციის და ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის შესაძლო სარგებელი აჭარბებს ნაყოფისა და ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის გამოვლენილი სხვა წამლებთან შეუთავსებლობის შემთხვევები.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე: ოქსოლინის მალამოს გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 10გ მალამო ალუმინის ტუბში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება 8-15OC ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account