Mecol-borimed - მეკოლ- ბორიმედი 40გ. მალამო
ჩვენება: ჩირქოვანი ჭრილობები, ჭრილობის პროცესი პირველ (ჩირქოვან -ნეკროზული) ფაზაში .
სავაჭრო დასახელება : მეკოლ - ბორიმედი
სამკურნალწამლო ფორმა : გარეგანი გამოყენების მალამო
შემადგენლობა : მალამოს 40 გ შეიცავს :
მოქმედი ნივთიერებები : - ქლორამფენიკოლი , ( ლევომიცეტინი ) – 300 მგ , მეთილურაცილი – 1600 მგ ; დამხმარენივთიერებები - პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400.
აღწერილობა : თეთრი ან მოყვითალო ეფერის მქონე მალამო .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კანის დაავადებების სამკურნალო ანტიბიოტიკები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში .
ათქ კოდი : D06C
გამოყენების ჩვენება
ჩირქოვანი ჭრილობები ( მ . შ . შერეული ფლორით ინფიცირებული ) ჭრილობის პროცესი პირველ ( ჩირქოვან -ნეკროზული ) ფაზაში .
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
გამოყენების მეთოდი და დოზები
ადგილობრივად . პრეპარატით იჟღინთება მარლის სტერილური საფენები , რომლებითაც ფაშრად ავსებენ ჭრილობას .შესაძლებელია ჩირქოვან არეში კათეტერით შეყვანა ( დრენაჟის მილში ) შპრიცის საშუალებით . ამ შემთხვევაშიმალამოს წინასწარ ათბობენ 35-36 ºC - მდე
განსაკუთრებული მითითებები
გადახვევებს აწარმოებენ ყოველდღე , ჩირქოვან - ნეკროზული მასებისგან ჭრილობის სრულ გასუფთავებამდე .
გვერდითი მოქმედება :
ალერგიული რეაქციები ( კანზე გამონაყარი ).
გამოშვების ფორმა
40 გ ალუმინის ტუბებში #1.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 20 ºC ტემპერატურაზე .
ინახება ბავშვებისთის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა
3,5 წელი . არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაიცემა ურეცეპტოდ )
მწარმოებელი
ღსს , , ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა "
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account