Curiosin - კურიოზინი გელი 0.1% 15გ

განსაკუთრებული ფასი 22,43 GEL რეგულარული ფასი 32,01 GEL
მარაგშია
SKU
4900_2

ჩვენება: ფერიმჭამელური გამონაყარის ყველა ფორმის მკურნალობა, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე, განსაკუთრებით კომედონები და პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელები. 

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1გ გელი შეიცავს 1,027 მგ თუთიის ჰიალურონატს (1,00მგ ნატრიუმის ჰიალურონატის და 0,33მგ თუთიის ქლორიდის ექვივალენტი). 

სამკურნალწამლო ფორმა
გელი. 
უფერო ან თითქმის უფერო, გამჭვირვალე გელი, პრაქტიკულად უსუნო. 

კლინიკური მახასიათებლები
მიღების ჩვენება
ფერიმჭამელური გამონაყარის ყველა ფორმის მკურნალობა, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე, განსაკუთრებით კომედონები და პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელები. 

დოზირება და მიღების მეთოდი
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. 
გელი კურიოზინი უნდა წაისვან კანზე, დღეში ორჯერ, წინასწარ გასუფთავებულ ადგილზე, თხელ ფენად. პრეპარატი კანის ზედაპირიდან შეიწოვება რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამიტომ სახვევის დადების აუცილებლობა არ არსებობს. 

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ. 

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები
გელ კურიოზინს არ ახასიათებს ფოტოსენსიტიური მოქმედება, არ იწვევს კანის და თეთრეულის შეღებვას. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
უცნობია. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მონაცემები კურიოზინის გამოყენების შესახებ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში არ არსებობს. 

გავლენა ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გელი კურიოზინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 

არასასურველი ეფექტები
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს წვის მსუბუქი შეგრძნება ან სიწითლე, რაც თავითავად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. მშრალი კანის შემთხვევაში შესაძლებელია დაჭიმულობის შეგრძნება. 

არასასურველი ეფექტი

(MedDRA - კლასიფიკაცია ორგანოთა სისტემის მიხედვით)

 
 
 
ხშირი

(≥1/100-<1/10)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ  
კანის წვის შეგრძნება

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფერიმჭამელური გამონაყარის სამკურნალო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
ფერიმჭამელების განვითარების ორი ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორის გარდა (ცხიმოვანი ჯირკვლების ქსოვილის პროლიფერაცია და მათი გამომტანი სადინრების ჰიპერკერატოზი) დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც წარმოიქმნება ბაქტერია პროპიონაბაცტერიუმ აცნეს მოქმედებით. ამასთან ქვეითდება ჰიალურონის მჟავას რაოდენობა დაზიანებულ ქსოვილებში. ქსოვილში ჰიალიურონის მჟავას მომატებული კონცენტრაცია მიიღწევა გელის გამოყენებით. ჰიალურონის მჟავა - მუკოპოლისაქარიდული ტიპის ბუნებრივი პოლიმერი, შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი მატრიქსის მნიშვნელოვანი ელემენტი. ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით განპირობებული სხვა მოლეკულებთან და უჯრედებთან ურთიერთქმედება ჰიალურონის მჟავას აქცევს აუცილებელ კომპონენტად მრავალ ბიოლოგიურ პროცესში. ჰიალურონის მჟავა წარმოქმნის დისპერსიულ მატრიქსს წყლის მოლეკულებთან და ხელს უწყობს კანის ელასტიურობის და ტონუსის შენარჩუნებას. პროტეოგლიკანების სხვა მოლეკულებთან ერთად ჰიალურონის მჟავა ასტაბილურებს უჯრედშორის ნივთიერებას შემაერთებელ ქსოვილში. თუთია თრგუნავს P.acnes ლიპაზას აქტივობას, აგრეთვე ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება. კურიოზინის გელი აქვეითებს ფერიმჭამელების წარმოქმნას და ანთებითი პროცესის გამოხატულებას. ჰიალურონის მჟავა წყლის მოლეკულებთან წარმოქმნის დისპერსიულ მარტიქსს, რომელიც ანაზღაურებს ქსოვილის დეფექტს, უზრუნველყოფს უჯრედებისთვის ბუნებრივ საყრდენს, ზრდის მაკროფაგების და გრანულოციტების აქტივობას, აძლიერებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას და ანგიოგენეზს. თუთიის ჰიალურონატი ნატრიუმის ჰიალურონატთან შედარებით, ახდენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას ბაქტერიების უმრავლეს შტამებზე. 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ეკზოგენური ჰიალურონის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე ინფორმაცია არასრულია. ლიტერატურული მონაცემებით შრატში ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია ჯანმრთელ მოხალისეებში 10-100მკგ/ლ-ს ფარგლებშია. შრატში ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია დილით უფრო მაღალია ფიზიოლოგიური მიზეზებით, ძლიერდება ასაკთან ერთად, აგრეთვე ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. ჰიალურონის მჟავა სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან, დაშლა მცირე მოლეკულური მასის კომპონენტებად ძირითადად ხდება ღვიძლში. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი (T ½) შეადგენს 2.5-5.5 წუთს. ჰიალურონის მჟავა თითქმის არ გამოიყოფა თირკმელებით (1%). 22 ჯანმრთელი მოხალისის მონაცემების შეფასებით ჰიალურონის მჟავას კლირენსი შეადგენს 320მკგ-ს 24 საათში. 

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ტოქსიკოლოგიური კვლევისას სისტემური ტოქსიკურობის ნიშნები ადგილობრივი გამოყენებისას, კანქვეშ ან კუნთში მიღების შემდეგ გამოვლენილი არ იყო. ადგილობრივი გაღიზიანების გამოკვლევისას გელის კანზე და ლორწოვანზე წასმის დროს გამოვლენილი არ იყო მაკროსკოპული ან ჰისტოლოგიური ცვლილებები. 

ფარმაცევტული დახასიათება
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კარბომერები, საინექციო წყალი. 

შეუთავსებლობა
მონაცემები არ არის. 

ვარგისობის ვადა
2 წელი. 

შენახვის პირობები
შეინახეთ +15°C - + 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა
15გ გელი ალუმინის ტუბში, თეთრი პოლიეთილენის სახურავით, საპერფორაციო დაბოლოებით. 
ერთი ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy