Vietnamese ointment - ვიეტნამის ბალზამი ოქროს საინჰალაციო ფანქარი 1.3გ
ჩვენება: გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება რინიტის კომპლექსურ თერაპიაში.
სავაჭრო დასახელება: ბალზამი ,,ოქროს ვარსკვლავი”
საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება: არ გაააჩნია.
სამკურნალწამლო ფორმა: მოყავისფრო-ყვითელი ბალზამი ეთერზეთების სუნით.
შემადგენლობა 100მლ-ზე:
კრისტალური მენთოლი 658,00მგ
ქაფური 124,00მგ
პიტნის ზეთი, 258,00მგ
ევკალიპტის ზეთი 65,00მგ
დარიჩინის ზეთი 6,0მგ
მიხაკის ზეთი 5,0მგ
თხევადი პარაფინი 184,00მგ
ფარმაკოთერაპიული თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
მიღების ჩვენება
გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება რინიტის კომპლექსურ თერაპიაში.
გამოყენების მეთოდი
ინჰალაცია ტარდება ცხვირის სასუნთქი შესავლიდან დღეში 10-15-ჯერ 1 მიღებაზე 1-2 შესუნთქვა.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. მათი გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. საჭიროა ბალზამის ნარჩენების კანიდან საპნით და თბილი წყლით ჩამობანა.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე. განსაკუთრებით ეთერზეთებზე, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
არ გააჩნია
გამოშვების ფორმა
ბალზამი ,,ოქროს ვარსკვლავი” საინჰალაციო ფანქარი წარმოადგენს პლასტმასის ტუბს თალფაქით და ტუბის შიგნით მოთავსებული, ინგრედიენტებით გაჟღენთილი ფილტრით. ინჰალატორის თალფაქზე დაწებებულია ეტიკეტი. საინჰალაციო ფანქარი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account