Vaselin - ვაზელინი სამედიცინო 20გრ

2,50 GEL
მარაგშია
SKU
43548_2304

ჩვენება: კანის სიმშრალე. ქილების დადგმამდე და სამკურნალო პროცედურის დაწყებამდე მალამოს უსვამენ ოყნის და გაზგამყვანი მილის თავს.

სავაჭრო დასახელება: ვაზელინი

საერაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ვაზელინი

სამკურნალწამლო ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო.

აღწერილობა: ერთგვაროვანი წელვადი, მალამოსმაგვარი, თეთრიდან ყვითელ ფერამდე უსუნო მასა. შუშის ფირფიტაზე წასმისას იძლევა სწორ, არაჩამოსრიალებად ფენას. დნობისას იძლევა პარაფინის ან ნავთის სუსტი სუნის მქონე გამჭვირვალე სითხეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

დერმატოპროტექტორული საშუალება

ფარმაკოლოგიუირ თვისებები: დამარბილებელი საშუალება.

გამოყენების ჩვენებები:

კანის სიმშრალე. ქილების დადგმამდე და სამკურნალო პროცედურის დაწყებამდე მალამოს უსვამენ ოყნის და გაზგამყვანი მილის თავს.

მიღების წესები და დოზირება

გარეგანად კანზე წასასმელად.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა

გვერდითი მოვლენები

ხანგრძლივი მოხმარებისას შესაძლებლია კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა:

გარეგანი მოხმარების მალამო 20 გ ტუბებში ან ნარინჯისფერი შუშის ან პოლიმერის ქილებში. თითოეულ ტუბს და ქილას გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას 12-15°C-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy