ექსოდერილი - Exoderil კრემი 1% 15გ

განსაკუთრებული ფასი 17,00 GEL რეგულარული ფასი 23,89 GEL
მარაგშია
SKU
91722_1362

ჩვენება: კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები, ქავილის თანხლებით ან მის გარეშე, ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები.

ექსოდერილი®

1% კრემი გარეგანი გამოყენებისთვის

სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული საშუალება

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

ნაფტიფინი

გამოშვების ფორმა

კრემი

აღწერილობა

თეთრი, ერთგვაროვანი ან ოდნავ ხაჭოსებური, პრიალა კრემი, სუსტი დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა

1გ კრემი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს - 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანსტეარატი,

ცეტილპალმიტატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილ მირისტატი, გასუფთავებული წყალი.

ასევე, იხილეთ : ექსოდერილი 1% 10მლ. ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის; სოკოს საწინააღმდეგო

საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის; სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის; ნაფტიფინი. ათქ კოდი: D01AE22.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ექსოდერილი კრემი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაფტიფინს და განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის, სოკოვანი ინფექციების დროს.

ნაფტიფინი მოქმედებს ფუნგიციდურად შემდეგი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ:

Trichophyton spp., Microsporon spp., Epidermophyton floccosum.

იგი ზომიერად აქტიურია საფუარა (Candida spp.), ობის (Aspergillus spp.) და სხვა სოკოების (მაგ., Sporothrix schenkii) საწინააღმდეგოდ.

ნაფტიფინს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია. კანზე დატანისას აბსორბირდება დოზის მხოლოდ 4%.

პლაზმაში და შარდში ნაფტიფინი გვხვდება კვალის სახით.

გამოყენების ჩვენებები

სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ნაფტიფინის მიმართ მგძნობიარე გამომწვევებით:

- კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები, ქავილის თანხლებით ან მის გარეშე;

- ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები; ფრჩხილის სოკოს მკურნალობა იხილეთ ბლოგში .

- კანის კანდიდოზები

- ნაირფერი ლიქენი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, ბენზილის სპირტის ან სამკურნალო საშუალების სხვა დამხმარე საშუალებების მიმართ.

დოზები და გამოყენების მეთოდი

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, კანზე ან ფრჩხილებზე.

კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეთ დღეში ერთხელ, ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ - დღეში ორჯერ.

დაზიანებული კანი (ფრჩხილი) და მიმდებარე უბნები გაასუფთავეთ, გაამშრალეთ, შემდეგ,

მსუბუქი მასირებით შეიზილეთ კრემი.

არ დაუშვათ კრემის თვალებთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.

ბავშვები და მოზარდები: ნაფტიფინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში დამტკიცებული არ არის (გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია).

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების ხანგრძლივობა

საჭიროა კურსით მკურნალობა.

კანის სოკოვანი ინფექციიებისას - 2-4 კვირა (აუცილებლობისას - 8 კვირამდე), კანის კანდიდოზებისას - 4 კვირა, ფრჩხილების სოკოვანი ინფექციებისას - 6 თვემდე.

ინფექციის დაბრუნების პრევენციის მიზნით, მკურნალობა განაგრძეთ კლინიკური გამოჯანმრთელებიდან კიდევ ორი კვირა.

სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის და განმეორებითი დასნებოვნების საპროფილაქტიკოდ, დაიცავით შემდეგი წესები:

· ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანსაცმელი და საცვლები, რომლებიც კონტაქტში არიან დაავადებულ კანთან ან ფრჩხილებთან;

· არ ატაროთ უხეში, მჭიდრო, ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (მაგალითად,

სინთეთიკური ქსოვილისგან დამზადებული წინდები, ვიწრო ფეხსაცმელი). ბანაობის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ დაზიანებული კანი და ფრჩხილები. ჭურჭლის სარეცხი ტილო და პირსახოცი გამოცველეთ ყოველდღიურად;

· ინფექციის შემდგომი გავრცელების და განსაკუთრებით ხელახალი დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად არ იაროთ ფეხშიშველი თქვენს სახლში, აბაზანაში, სასტუმროში, აუზზე;

· საუნაში და აბანოში წასვლა შესაძლებელია მხოლოდ სოკოვანი დაავადებისგან გამოჯანმრთელების შემდეგ.

სუფთა, ჯანმრთელი და მშრალი კანი - არის საუკეთესო დაცვა სოკოვანი ინფექციებისგან.

თუ 4 კვირის შემდეგ გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს, მიმართეთ ექიმს.

გამოყენების გამოტოვების შემთხვევაში დაიტანეთ კრემი გახსენებისთანავე. შემდგომში

გააგრძელეთ კრემის დატანა, ჩვეულებრივად.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

არ დაიტანება ჭრილობიან ზედაპირზე.

ექსოდერილი კრემი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოყენებისთვის. დაუშვებელია

მისი კონტაქტი თვალებთან და ლორწოვან გარსებთან!

პრეპარატი შეიცავს ცეტილის და სტეარილის სპირტებს (თითოეულს 40მგ/1გ კრემში),

რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).

1გ კრემი ასევე შეიცავს 10მგ ბენზილის სპირტს, კონსერვანტის სახით. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება.

ექსოდერილი კრემი გამოიყენება განუზავებლად და არ ერევა გარეგანი გამოყენების სხვა პრეპარატებს, რადგან შემცირებული კონცენტრაციის გამო აქტიური ნივთიერების ეფექტურობა

შეიძლება იყოს არასაკმარისი.

კრემი არ არის ფოტოტოქსიკური და არ იწვევს ფოტომგრძნობელობას.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოების მიზნით საჭიროა ექსოდერილის გამოყენების თავიდან აცილება

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე გავლენას არ ახდენს

ჭარბი დოზირება

ნაფტიფინის მწვავე ჭარბი დოზირება და სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებების განვითარება გარეგანი გამოყენებისას ნაკლებსავარაუდოა.

თუ მოხდა სამკურნალო საშუალების შემთხვევით შიგნით მიღება, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

გვერდითი მოქმედება

ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია სიმშრალის, წვის შეგრძნება ან სიწითლე, კონტაქტური დერმატიტისა და ერითემის განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან ალკოჰოლთან ურთიერთქმედება აღნიშნული არ არის.

შეფუთვა

15გ კრემი ალუმინის ტუბში, ხრახნიანი თავსახურით.

1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გახსნილი ტუბი ინახება არა უმეტეს 28 დღის განმავლობაში, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy