egisept - ეგისეპტი სპრეი 65გ
ჩვენება: კანის გაუსნებოვნებისთვის პუნქციის, აცრების, ინიექციების, ინფუზიების ჩატარებისას და სისხლის შერჩევისას.
დანიშნულება:
გარეგანი გამოყენებისათვის! ეგისეპტი კანზე შესხურებისას 10 წამში სრულიად ანადგურებს სოკოს, ბაქტერიას, ვირუსს, მათ შორის შიდსის, ჰერპესის და B-ჰეპატიტის ვირუსებს
გამოშვების ფორმა: კანის სადეზინფექციო აეროზოლი 65 გ
ბალონში 105 მლ ნომინალური მოცულობით.
შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის 1% სპირტიანი ხსნარი
ანტიმიკრობული სპექტრი:
ბაქტერიციდი, ფუნგიციდი, ვირუსიდი (მაინაქტივირებელი მოქმედებით B-ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსებთან მიმართებაში).
გამოყენების სფერო:
კანის გაუსნებოვნებისთვის პუნქციის, აცრების, ინიექციების, ინფუზიების ჩატარებისას და სისხლის შერჩევისას.
გამოყენებული კონცენტრაციები, მოქმედების დრო:
ვერტიკალურად განთავსებული ბალონიდან 6 სმ მანძლიდან ხსნარის შესხურება ხდება შესაბამის ადგილას და 10 წამის განმავლობაში ვლინდება ანტისეპტიკური მოქმედება. ცოცხალი მიკროორგანიზმებით ვაქცინაციისას აუცილებელია მოცდა 1 წუთის განმავლობაში ხსნარის გამოსაშრობად.
გაფრთხილება:
უკუნაჩვენებია გამოყენება ქლორჰექსიდინის ან იზოპროპილის სპირტისადმი მგრძნობელობისას.
ფეთქებადსაშიშროება:
აალებადი და ფეთქებადსაშიშია. კლასი F.
საშიშროება პრეპარატის გამოყენებისას:
აალებადია
იწვევს თვალების გაღიზიანებას.
საშიშია წყალში მცხოვრები ორგანიზმებისათვის, შეიძლება გამოიწვიოს წყლის გარემოს ხანგრძლივი დაზიანება.
უსაფრთხოება პრეპარატის გამოყენებისას:
- მოარიდეთ ბავშვებს.
- შეინახეთ გრილ ადგილას.
- არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან ერთად.
- არ მოწიოთ პრეპარატის გამოყენებისას.
- მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.
- პრეპარატთან მუშაობისას აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ხელთათმანები.
- არ უნდა მოხვდეს გამდინარე წყალში. აუცილებელია პრეპარატის სათანადო წესით გაუვნებელყოფა.
შენახვის პირობები:
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში მშრალ, გრილ, კარგად ვენტილირებად ადგილას, ღია ალის მოქმედებისა და აფეთქების წყაროებისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი
უტილიზაცია:
პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს როგორც საშიში ნარჩენების უტილიზაცია შესაფუთ მასალებთან ერთად. შეძლებისდაგვარად, გადაყარეთ ამ მიზნით აფთიაქებში არსებულ სპეციალურ კონტეინერებში.
ეკოტოქსიკოლოგია:
დაუშვებელია პრეპარატის ნარჩენების გადაყრა ბუნებრივ წყალსაცავებში, არხებში ან გამდინარე წყლის კომუნალურ ქსელში.
სერიის ნომერი და შენახვის ვადა მითითებულია ბალონის ძირზე.
შეფუთვა:
105 მლ მოცულობის ლითონის ბალონი, რომელიც შიგნიდან დაფარულია ლაქით. მოყვება მისაწოდებელი საქაჩი და ფრქვევანა.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account