ბორის მჟავა 1% 10მლ
ბორის მჟავა 1,0 გრ. ეთილის სპირტი 70%° 100 მლმდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კარგად შეიწოვება კანიდან და ლორწოვანი გარსიდან. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნელნელა და შეიძლება დაგროვდეს ორგანოებსა და ქსოვილებში. გამოიყოფა
თირკმელებიდან 50 % 12 სთში, დანარჩენი 57 დღის განმავლობაში.
ჩვენებები
ანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატი, გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ოტიტების დროს.
მიღების წესები და დოზები
იწვეთებენ ყურში 35 წვეთს 23 ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 35 დღეს.
გვერდითი მოვლენები
ქავილი, წვა, კანის ჰიპერემია შეყვანის ადგილას, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ყურის დაფის პერფორაცია, ფეხმძიმობა, საბავშვო ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანადანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას.
გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.
ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე – 1822ოჩ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account