ბალზამური ლინიმენტი ვიშნევსკი 40 გ

განსაკუთრებული ფასი 2,93 GEL რეგულარული ფასი 3,08 GEL
მარაგშია
SKU
94588_87

ჩვენება: ფურუნკულები, ნაწოლები, დამწვრობები, მოყინვები, ტროფიკული წყლულები.

ბალზამური ლინიმენტი

(ვიშნევსკის მიხედვით)

(BALMY LINIMENT (by Vishnevsky)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: 1 გ პრეპარატი შეიცავს ვისმუტის ტრიბრომფენოლატს (ქსეროფორმს) (50% ვისმუტის ოქსიდზე და მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 30 მგ, არყის ხის გუმფისი 30 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, აბუსალათინის ზეთი.

წამლის ფორმა. ლინიმენტი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: სუსტი-მოყვითალოდან ყავისფერამდე ან ყავისფერამდე მომწვანო ან მოლურჯო შეფერილობით ფერის ლინიმენტი, სპეციფიკური სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებები. 

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ბალზამური ლინიმენტი ვიშნევსკის მიხედვით ახდენს მადეზინფიცირებელ, ანთების საწინააღმდეგო, სუსტ გამაღიზიანებელ მოქმედებას ქსოვილების რეცეპტორებზე მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების წყალობით. პრეპარატი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცების პროცესის დაჩქარებას, ქსოვილების სისხლით მომარაგების ნორმალიზებით.

ფარმაკოკინეტიკა.

შესწავლილი არ არის.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

·       აბსცესები;

·       ფურუნკულები;

·       ნაწოლები;

·       ლიმფადენიტები;

·       ლიმფანგიტები;

·       დამწვრობები;

·       მოყინვები;

·       ტროფიკული წყლულები.

უკუჩვენებები.

·       მომატებული მგრძნობელობა ფენოლის და მისი წარმოებულების მიმართ;

·       მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.

კანის იგივე მონაკვეთებზე გარეგანი გამოყენების სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას შეიძლება წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი ეფექტის მქონე ახალი ნაერთები.

გამოყენების თავისებურებანი.

გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან რჩევისთვის მიმართვა!

ლინიმენტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. სახვევის დადებამდე ჭრილობა უნდა გასუფთავდეს ნეკროზული ქსოვილებისგან, გაიხსნას ბუშტუკები, დაიბანოს ანტისეპტიკური ხსნარით.

არ შეიძლება ლინიმენტის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე. საშუალების დატანის შემდეგ ხელი კარგად უნდა დაიბანოთ ნარჩენების თვალებში, ცხვირში, პირში მოხვედრის პრევენციისთვის. მოხვედრის შემთხვევაში - დაიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.

ბალზამური ლინიმენტის შემადგენლობაში შემავალ არყის ხის გუმფისს შეუძლია მგრძნობელობის გაზრდა მზის სინათლის მიმართ, ამიტომ ზაფხულში მოერიდეთ მზეზე ყოფნას პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.

თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს ალაგებას ან, პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ან გამოვლინდება რაიმე არასასურველი მოვლენები, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და შემდგომი მკურნალობის თაობაზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ვინაიდან ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის, მისი დანიშვნა უნდა მოხდეს სარგებელი/რისკის შეფარდების გათვალისწინებით.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი.

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზები.

მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება გარეგანად ექიმის დანიშნულებით. დაიტანება 2-3-ჯერ დღეში თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე ან დაიტანება სახვევი დოლბანდის 5-6 ფენა, გაჟღენთილი პრეპარატით. სახვევი უნდა დაფიქსირდეს, გამოიცვლება 1-ჯერ 2-3 დღეში.

გადახვევები უნდა ჩატარდეს კანის დაინფიცირებული მონაკვეთის სრულად გასუფთავებამდე.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 6-დან 20 დღემდე.

ბავშვები.

პრეპარატის უსაფრთხოება და კლინიკური ეფექტურობა ამ ასაკობრივ კატეგორიაში შესწავლილი არ არის.

ჭარბი დოზა.

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციის გამოვლინებები (მ.შ. გამონაყარი, ქავილი), რომლებიც მოითხოვს ანტიალერგიული თერაპიის ჩატარებას.

მკურნალობა: დიდი რაოდენობით ლინიმენტის შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა გულისრევის გამოწვევა და ექიმთან მიმართვა. თერაპია სიმპტომურია.

გვერდითი რეაქციები.

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციის გამოვლინება (მ.შ. ჰიპერემია, ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციების, შეშუპებების ჩათვლით), რომლებიც საჭიროებენ ანტიალერგიული თერაპიის ჩატარებას.  შესაძლებელია ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

რაიმე ნეგატიური რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა შემდგომი მკურნალობის თაობაზე!

ვარგისობის ვადა. 5 წელი.

შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 40 გ ტუბში და კოლოფში.

გაცემის წესი:                      

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ასევე, იხილეთ: ბალზამური ლინიმენტი ვიშნევსკი 40გ

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy