ბალზამური ლინიმენტი ვიშნევსკი 40გ
ჩვენება: აბსცესების, კარბუნკულის, ფურუნკულის, ჭრილობების, წყლულების, ნაწოლების, დამწვრობების, ფსორიაზის ტროფიკული წყლულების, გრანულირების სტადიაში ვარიკოზული ვენების მკურნალობა
საერთაშორისო დასახელება:
VISHNEVSKY LINIMENTUM BALSAMICUM
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების საშუალება. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. გარე ხმარების კომბინირებული პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: ტუბში 40 გ
კომბინირებული პრეპარატი.
გარეგანი გამოყენების პრეპარატი. შემადგენლობა: 3 ნაწილი – ქსეროფორმი, 3 ნაწილი – კუპრი, 89–94 ნაწილი – ქაფურის ზეთი.
სამკურნალო თვისებები:
ხასიათდება ანტისეპტიკური მოქმედებით, ქსოვილების რეგანერაცის დამაჩქარებელი (ჭრილობების შემახორცებელი) და ანთების საწინააღმდეგო თვისებების.
ჩვენებები:
ვიშნევსკის მაზი გამოიყენება აბსცესების, კარბუნკულის, ფურუნკულის, ჭრილობების, წყლულების, ნაწოლების, დამწვრობების, ფსორიაზის ტროფიკული წყლულების, გრანულირების სტადიაში ვარიკოზული ვენების მკურნალობისათვის. ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი დაავადებისას (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, თრომბოფლებიტი), ლიმფადენიტი, ლიმფანგოიტი.
მიღების წესი:
ვიშნევსკის მაზს მოიხმარენ გარეგანად კომპრესის, ნახვევის და ტამპონის სახით.
ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი – მომწიფების სტადიაში მყოფ ჩირქგროვაზე 8–12სთ–ით ადებენ ვიშნევსკის მაზს (მარლის სახვევი პრეპარატთან ერთად). სახვევის მოხსნის შემდეგ კანი იწმინდება (თავიდან სალფეთქით მშრალად, შემდეგ – სპირტით), შემდეგ ისევ მაზი იდება. შეიძლება ოკლუზიური სახვევის გამოყენებაც (მაზიანი კომპრესი, დაფარული ცელოფანით ან კომპრესის ქაღალდით).
თრომბოფლებიტისას დაავადებულ კიდურზე იდება რამდენიმე ფენა მაზით გაჟღენთილი მარლა. შესახვევი უნდა გამოიცვალოს დღეში 2–ჯერ, მონაცვლეობა ხდება ვიშნევსკისა და ჰეპარინის მაზის.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის მონაცემები.
განსაკუთრებული მითითებები:
არ არის მონაცემები.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account