Betaserc - ბეტასერკი 16მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: ვესტიბულური თავბრუსხვევა, სინდრომები, რომლებიც ხასიათდება თავბრუსხვევით და თავის ტკივილით, ყურებში შუილით, მენიერის დაავადება.
ბეტასერკი
(Betahistine)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 30 ცალი, 1 ტაბ. შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინს
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავბრუსხვევის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტასერკი მოქმედებს უპირატესად ცნს და შიგნითა ყურის H1 და H3 რეცეპტორებზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ენდოლიმფის წნევის ნორმალიზებას ლაბირინთსა და ლოკოკინაში
ჩვენებები: ვესტიბულური თავბრუსხვევა, სინდრომები, რომლებიც ხასიათდება თავბრუსხვევით და თავის ტკივილით, ყურებში შუილით, მენიერის დაავადება
დოზირება: ბეტასერკი ინიშნება 8-16 მგ დღეში 3-ჯერ, ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დასაწყისშივე. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია (1 თვე ან უფრო მეტი)
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ეპიგასტრიუმში სიმძიმის შეგრძნება, ალერგიული გამონაყარი
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა, ფეოქრომოციტომა, წყლულოვანი დაავადება, ბრონქული ასთმა
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული
არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე
ჰოლანდია, SOLVAY PHARMA
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account