BELLERGAMIN - ბელერგამინი 20 დრაჟე

განსაკუთრებული ფასი 6,91 GEL რეგულარული ფასი 9,68 GEL
მარაგშია
SKU
4751_68

ჩვენება:ნევროზი,ნეიროვეგეტატიური დარღვევები,მენიერის სინდრომი,კონეტოზები,შაკიკი,ნეიროდერმიტი,ჰიპერჰიდროზი,ქავილი.

ბელერგამინი

გამოშვების ფორმა, შეფუთვა:
დრაჟე - შეფუთვაში 20 ც.

შემადგენლობა:
1 დრაჟე შეიცავს - 0.10 მგ ბელადონას ალკალოიდს, 0.30 მგ ერგოტაინის ტარტრატს, 20.0 მგ ფენობარბიტალს.

დამხმარე ნივთიერებები:
ხორბლის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დეიოქსიდი, საქაროზა, ოპალუქსი, ტიტანის დიოქსიდი, გუმა არაბიკა, მაკროგოლი 600, გლიცეროლი.

მწარმოებელი 
ბულგარეთი SOPHARMA

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საძილე და სედატიური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბელერგამინს გააჩნია ქოლინოლიზური, სედატიური მოქმედება: არეგულირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
ბელადონას ალკალოიდს გააჩნია პერიფერიული და ცენტრალური - ქოლინოლიზური ზემოქმედება; ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების და შარდსასქესო სისტემის სპაზმს, თრგუნავს ეგზოკრინული ჯირკვლების სეკრეციას; თერაპიულ დოზებში ახდენს სედატიურ ეფექტს.
ერგოტამინს გააჩნია ადრენოლიზური ეფექტი; ახდენს გამოხატულ ანტისეროტონინულ, უტეროტონურ და ვაზოსპასტიურ მოქმედებას. ფენობარბიტალს გააჩნია ცენტრალური სედატიური ეფექტი; ხსნის უძილობას.

ჩვენება 
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი დაავადებების დროს:
- ნევროზი;
- ნეიროვეგეტატიური დარღვევები;
- მენიერის სინდრომი;
- კონეტოზები;
- შაკიკი;
- ნეიროდერმიტი;
- ჰიპერჰიდროზი;
- ქავილი;
- გულისცემის სიხშირის შენელება (დიგიტალისის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაშიც).
დოზირებისა და მიღების რეჟიმი სადღეღამისო დოზა განისაზღვრება კლინიკური სიმპტომების სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.
რეკომენდებული დოზა - 1 დრაჟე  3-4-ჯერ დღე-ღამეში.
სასურველი თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა დასაშვებია 6 დრაჟემდე.
კვირის მაქსიმალური დოზა ერგოტამინისთვის შეადგენს 10 მგ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ფენობარბიტალისთვის - 80 მგ.

გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა (მიდრიაზი, აკომოდაციის დამბლა), გლაუკომის შეტევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დაქვეითება, ყაბზობა დისკომფორტი, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (გულისრევა, ღებინება, კოლიკა). ტაქტიკარდია, შარდის შეკავება.
ბელერგამინის შემადგენლობაში შემავალმა ერგოტამინმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებები (სახე, თითები, ტერფი), არტერიული წნევის მომატება, სტენოკარდია, პერიფერიული და თვალის სისხლძარღვების სპაზმი, ტვინის იშემია. ფენობარბიტალმა შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ღვიძლის დაზიანება, თავბრუ, აღგზნებადობა.

უკუჩვენება:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- თირეოტოქსიკოზი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- სტენოკარდია (არასტაბილური და ვაზოსპასტიური ტიპის);
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- გულის რითმის აჩქარება ან დარღვევა;
- პერიფერიული სისხლძარღვების სპასტიური დაავადებები;
- ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაავადებები;
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია ან საშარდე გზებში რაიმე წინააღმდეგობის არსებობა;
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- სეფსისი;
- ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება მძღოლებსა და მანქანის ოპერატორებში.

ჰიპერდოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, აღინიშნება ფსიქომოტორული აგზნება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, შფოთვა; დასაშვებია აგზნებადობის გამოვლინებები შეცვალოს ცნს-ის დათრგუნვის გამოვლინებებმა (ძილიანობა, კომა).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არასასურველია ალკოჰოლის და ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების კომბინაცია ბელერგამინთან მის შემადგენლობაში ფენობარბიტალის შემცველობის გამო. ფენობარბიტალმა შეიძლება შეამციროს ცესტროგენული პრეპარატების პერორალური კონტრაცეპტივების, კორტიკოსტეროიდების, ანტიპირინის, ზოგიერთი ანტიბიოტიკის და სულფონამიდის, ეფექტები. პრეპარატში ატროპინის შემცველობა აძლიერებს დიჰიტალური გლიკოზიდების ტოქსიკურობას, პარკინსონის დაავადებებისა და დეპრესიის საწინააღმდეგო ტრიციკლური საშუალებების ეფექტებს.
მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში იზრდება არასასურველი რეაქციების რისკი.
პრეპარატში ერგოტამინის შემცველობა არასასურველს ხდის კომბინაციას მაკროლიდური ანტიბიოტიკებთან, ბეტა მაბლოკირებელ საშუალებებთან (თრგუნავენ ერგოტამინის მეტაბოლიზმს), პროტეაზული ინჰიბიტორების ჯგუფის ანტივირუსულ სამკურნალო საშუალებებთან, ტრიპტანებთნ (შაკიკის სამკურნალო საშუალებები), კაბერგოლინთან (თრგუნავს პროლაქტინის სეკრეციას), სისხლძარღვების შემავიწროებელ სამკურნალო საშუალებებთან (ადრენალინი, ნორადრენალინი, ფენილეფრინი).

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy