Flebill D - ფლებილი D 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 23,77 GEL რეგულარული ფასი 33,60 GEL
მარაგშია
SKU
69372_2048

ჩვენებები: ვენების ვარიკოზული დაავედება, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ჰემოროი  და სხვა ვენური პათოლოგიები.

ფლებილ D  1 კაფს შეიცავს: დიოსმინს 200 მგ, ცხენისწაბლას ექსტრაქტს 75 მგ, Ruscus aculeatus 75 მგ , რუტინს 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი,სილიციუმის დიოქსიდი,რკინის ოქსიდი, კაფსულა( ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი)

დიოსმინი - მიეკუთვნება ფლავონოიდების ჯგუფს - პოლიფენოლური ნაერთები, დაფუძნებული ფლავონის სტრუქტურაზე. მას იყენებენ ქრონიკული ვენური უკმარისობის და ჰემოროიდული დაავადებების სამკურნალოდ. გააჩნია ვენომატონიზირებელი და ანგიოპროტექტული მოქმედება.  ამცირებს ვენების დაჭიმულობას, ზრდის მათ ტონუსს და აქვეითებს ვენურ შეგუბებას. დიოსმინი ამცირებს კაპილარების განვლადობას და ზრდის მათ რეზისტენტობას. ამასთან ერთად აუმჯობესებს როგორც მიკროცირკულაციას, ასევე ლიმფურ დრენაჟს. დიოსმინის სისტემატური მიღებისას აღინიშნება ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობისათვის (როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური გენეზის) დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების შემცირება.

ცხენისწაბლას ექსტრაქტი

შეიცავს გლიკოზიდებს: ესკულინს, ფრაქსინს, ესცინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს (კვერციტრინი, იზოკვერციტრინი, კვერცეტინი და კემპფეროლი) და სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო მიზნით გამოიყენება მცენარის თესლის ექსტრაქტი. მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება დაკავშირებულია მასში გლიკოზიდების - ესკულინის და ესცინის შემცველობასთან. ექსპერიმენტული კვლევებით დადასტურებულია, რომ ესცინს გააჩნია გამოხატული ვენოტროპული აქტივობა. მას გააჩნია აგრეთვე ძლიერი ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტები. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ზრდის ვენების კედლის ტონუსს, აძლიერებს სისხლის დინებას ვენებში, რაც თავის მხრივ ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას. გარდა ამისა, იგი ამცირებს კაპილარების კედლის განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უშლის კაპილარებში სტაზის განვითარებას, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ესკულინი ასტიმულირებს სისხლის შრატის ანტითრომბულ აქტივობას, აძლიერებს რეტიკულოენდოთელურ სისტემაში ანტითრომბინის გამომუშავებას. ესცინი ამცირებს სისხლის წებოვნებას.

რუსკუსს -აქვს სამკურნალო თვისებები. მცენარეში შემავალი ნივთიერებები სამკურნალო გავლენას ახდენს სისხლძარღვებსა და ვენებზე. მის შემცველ პრეპარატებს აქვს გამოხატული ვაზოკონსტრიქციული ეფექტი,  ამცირებს კაპილარების განვლადობას, თრომბების წარმოქმნის რისკს,  ზრდის სისხლძარღვების ტონუს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, სისხლის მიმოქცევას და წყალ-მარილოვან ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სუსტად გამოხატული შარდმდენი ეფექტი. ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედების გამო მისი გამოყენება რეკომენდებულია ვენების ვარიკოზული დაავადებების და ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის

რუტინი- არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება მცენარეთა ბიოფლავონოიდების ჯგუფს, სახელწოდებით P ვიტამინი.

რუტინი ამცირებს კაპილარების გამტარობასა და “მტვრევადობას”, ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (მათ შორის ჰიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე), ანტიოქსიდანტური თვისებები, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.

ავადმყოფებში ქრონიკული ვენოზური უკმარისობით რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების, ტროფიკული დარღვევების შემცირებას, პარესთეზიებისა და კრუნჩხვების შემცირებას ან აღმოფხვრას. ასევე ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას.

ფლებილ D დადებითად მოქმედებს ვენური სისტემის მუშაობაზე, ხელს უწყობს ვენის კედლის გაძლიერებას.

ჩვენება: ვენების ვარიკოზული დაავედება, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ჰემოროი  და სხვა ვენური პათოლოგიები.

მიღების წესი  და დოზირება: 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

არ არის რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება.

ფლებილ D  არ მიიღება შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ფლებილ D არ გამოიყენება დაბალანსებული დიეტის შემცვლელად.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ შეიცავს გმო-ს.

მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals Ltd.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy