ტრაუმელი S - Traumeel S 50გ გელი
ჩვენება: ტრავმული დაზიანება, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში.
Traumeel® S Gel
ტრაუმელ® S გელი (Traumeel® S Gel)
გელი, გარეგანი გამოყენებისთვის
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა:
100 გ შეიცავს:
Achillea millefolium D0 0,090 გ
Aconitum napellus D1 0,050 გ
Arnica montana D3 1,500 გ
Atropa bella-donna D1 0,050 გ
Bellis perennis D0 0,100 გ
Calendula officinalis D0 0,450 გ
Echinacea D0 0,150 გ
Echinacea purpurea D0 0,150 გ
Hamamelis virginiana D0 0,450 გ
Hepar sulfuris D6 0,025 გ
Hypericum perforatum D6 0,090 გ
Matricaria recutita D0 0,150 გ
Mercurius solubilis Hahnemanni D6 0,040 გ
Symphytum officinale D4 0,100 გ
დამხმარე ნივთიერებები:
წყალი, გასუფთავებული 74,652 გ
ეთანოლი (96 პროცენტი) აკ. ეთანოლი 94 % (მ/მ) HAB 18,653 გ
კარბომერები (Carbopol 980NF) 1.000 გ
ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 18 % (მ/მ) 2.300 გ
ასევე, იხილეთ: Traumeel S- ტრაუმელ S მალამო ტუბი 50გ
ჩვენება:
ყველა სახის ტრავმული დაზიანება, როგორიცაა დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, კონტუზია, ჰემატომა და სისხლჩაქცევა სახსარში, სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილისანთებასთან დაკავშირებული ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით.
უკუჩვენებები:
ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ერთ ან რამდენიმე ინგრედიენტზე, გვირილასებრთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ., როგორიცაა Arnica montana (მთის არნიკა), Calendula officinalis (გულყვითელა), Chamomilla recutita (გვირილა), Echinacea (ნარცეცხლა), Achillea millefolium (ფარსმანდუკი), Bellis perennis (ამრიკონი).
იხილეთ ბლოგი: ტრაუმელი — მალამო, წვეთები, საინიექციო ხსნარი და აბები მსუბუქი დაზიანებებისგან განსაკურნებლად
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და გაფრთხილებები:
თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს.
მოერიდეთ კონტაქტს თვალებთან, ლორწოვან გარსთან, ღია ჭრილობებთან ან დაზიანებულ კანთან.
გვერდითი მოვლენები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ ჰომეოპათიურმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის გარდამავალი რეაქციები (მაგ. გამონაყარი, ქავილი).
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
არ დაფიქსირებულა რაიმე ურთიერთქმედება და არც არის ეს მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული წამლების შესახებ, იმ შემთხვევაშიც თუ ეს მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცა.
დოზირება და გამოყენების წესი:
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული:
სტანდარტული დოზირება:
მოზრდილები (და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები): გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.
პედიატრიული:
2 წლამდე: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.
2-5 წელი: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.
6-11 წელი: გამოიყენება დღეში 2-ჯერ, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.
გამოყენების მეთოდი:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენეთ დაზიანებულ ადგილზე. ტრაუმელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ზომიერი კომპრესიული ნახვევით და/ან ოკლუზიური ნახვევით.
გამოშვების ფორმა:
ტუბები, შეიცავს 50 გ.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
შენახვის ვადა:
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, რეცეპტის გარეშე
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account