Dicynon - დიცინონი 250მგ 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 41,08 GEL რეგულარული ფასი 57,05 GEL
მარაგშია
SKU
525_12
კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების დროს და მის შემდეგ;შინიგანი სისხლდენა, მათ შორის ტრავმული სისხლდენის დროს, გადაუდებელი თერაპიისათვის კომბინაციაში სხვა საშუალებებთან.

საერთაშორისო დასახელება:

ETHAMSYLATE

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ეტამზილატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოსტატური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

ეტამზილატი ................... 250 მგ

საინექციო ხსნარი ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 50 ც.

1 მლ 1 ამპ

ეტამზილატი ................. 125 მგ 250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიცინონი წარმოადგენს ანტიჰემორაგიულ საშუალებას. იგი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის ფიზიოლოგიური მექანიზმების სტიმულირებას, ამცირებს სისხლდენის ხანგრძლივობას, ზრდის თროთმბოციტების რაოდენობას, მათ აქტივობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. მისი მოქმედება გამოიხატება სისხლის დენის ხანგრძლივობის სტატისტიკურ შემცირებაში და თრომბოციტების რიცხვის ზომიერ მომატებაში. პრეპარატი არ მოქმედებს პროთრომბინის დროზე, არ გააჩნია ჰიპერკოაგულაციური თვისებები და არ უწყობს ხელს თრომბის წარმოქმნას. დიცინონი პრაქტიკულად არ მოქმედებს პერიფერიული სისხლის შემადგენლობაზე, ცილებისა და ლიპოპროტეინების კონცენტრაციაზე. ფიბრინოგენის შემცველობა იზრდება უმნიშვნელოდ, ხოლო ერითროციტების დალექვის სიჩქარე უმნიშვნელოდ მცირდება. დიცინონი იწვევს კაპილარების კედლის განვლადობის შემცირებას. მისი ანგიოპროტექტული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია კაპილარების ენდოთელიუმზე და ენთდოთელიუმშორისო სივრცის ძირითად ნივთიერებებზე ზემოქმედებასთან.

ფარმაკოკინეტიკა:

დიცინონის ჰემოსტატური ეფექტი ვლინდება სწრაფად.

პრეპარატის მოქმედება იწყება ინტრავენური ინექციიდან 5-15 წუთის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. ხოლო მისი მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 საათს. რომელიც შედგომი 24 საათის განმავლობაში მცირდება. პრეპარატის კუნთებში შეყვანისას მოქმედება იწყება უფრო ნელა. პერორალური მიღებისას მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 3 საათის შემდეგ.

ჩვენებები:

  • კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების დროს და მის შემდეგ;
  • ჰემორაგიული დიათეზის მკურნალობა (ვერლგოფის დაავადება, ვილებრანდ-ურგენსის დაავადება, თრომბოპათია), სისხლის სისტემური დაავადება თანმხლები ჰემორაგიული სინდრომით, რომელიც განპირობებულია ჰემოსტაზის სისხლძარღვოვანი ფაქტორით;
  • მეტრო-მენორაგიების თერაპია (ფუნქციური, ფიბრომიომა);
  • დიაბეტური მიკროანგიოპათიების თერაპია (განსაკუთრებით დიაბეტური რეტინოპათიის ჰემორაგიული ფორმა, განმეორებითი სისხლჩაქცევა, ბადურაში და ჰემოფტალმი);
  • შინიგანი სისხლდენა, მათ შორის ტრავმული სისხლდენის დროს, გადაუდებელი თერაპიისათვის კომბინაციაში სხვა საშუალებებთან.
  • ოტორინოლარინგოლოგიაში (პრემედიკაცია უზრუნველყოფს კარგ ჰემოსტაზს ტონზილექტომიის, ადენოტომიის, ყურის მიკროქირურგიული ოპერაციების შემდეგ, პრეპარატი აჩერებს სპონტანურ სისხლდენებს, ასევე დროებით სისხლდენებს ოპერაციული ჩარევის შემდეგ;
  • ოფთალმოლოგიაში (კერატოპლასტიკის დროს მცირდება არასასურველი გამოსავალი სისხლდენის გამო, ოპერაციების დროს კატარაქტას გამო, ბადურას ჩამოფცქვნა, ანტიგლაუკომური ოპერაციების დროს პრეპარატი იძლევა კარგ პრეოპერაციულ ჰემოსტაზს და ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების ხარისხს. დიცინონი ხელს უწყობს დიაბეტური და პოსტკონტუზიური რეტინული და ვიტრეალური სისხლდნების გაჩერებას;
  • სტომატოლოგიაში (აჩერებს სისხლდენას ოპერაციების დროს პირის ღრუში, მაგალითად, კისტის, გრანულომის რეზექცია და კბილების ექსტრაქციის შემდეგ);
  • უროლოგიაში (ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების მოცულობას და ხანგრძლივობას პროსტატექტომიის შემდეგ, თირკმელების სიმსივნის სრული და ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ);
  • ქირურგიაში (ხანგრძლივი და სათუთი ჩარევა ძლიერ ვასკულარიზებულ ქსოვილებზე);
  • მეან-გინეკოლოგიაში და მეანობაში (პოსტოპერაციული ჰემორაგიების პროფილაქტიკა და ჰისტერექტომიის, უტეროტომიის, სიმსივნის ამოკვეთის, ორსულობის შეწყვეტის დროს; ასევე დასაშვებია დიცინონის გამოყენება როგორც დამხმარე საშუალების, მოსალოდნელი აბორტის დროს, პოსტაბორტული სისხლდენების, მეტრორაგიების დროს და სხვა);
  • წამლისმიერი ჰემორაგიები თუ ისინი არ არის გამოწვეული ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღებით.

მიღების წესები და დოზირება:

პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია 1-2 ამპულა დიცინონის შეყვანა ინტრავენურად ან კუნთებში 1 საათით ან 2-3 ტაბლეტი 3 საათით ადრე ოპერაციამდე. აუცილებლობის შემთხევაში შეყავთ 1-2 ამპულა ინტრავენურად ოპერაციის დროს.

სისხლდენის საშიშროების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით შეყავთ 2-4 ამპულა ოპერაციის შემდეგ, ან 2-8 ტაბლეტი თანაბრად 24 საათის განმავლობაში.

სასწრაფო შემთხვევაში შეყავთ 1-2 ამპულა ინტრავენურად ან კუნთებში, შემდგომში ყოველ 4-6 საათში 1 ამპულა (ან 2-2 ტაბლეტი).

დიაბეტურ მიკროანგიოპათიების სამკურნალოდ (რეტინოპათია ჰემორაგიით) დიცინონი ინიშნება კურსობრივად 2-3 თვის განმავლობაში 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან 1 ამპულა კუნთებში 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები:

პრეპარატს წინააღმდეგ ჩვენებები:არ გააჩნია. დიცინონი პრაქტიკულად არატოქსიკურია. შესაძლებელია მისი კომბინაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან, დამატება საინფუზიო ხსნარებთან, დაუშვებელია მისი შერევა სხვა პრეპარატებთან ერთად შპრიცში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy