Cholisal - ხოლისალი 10გ გელი

განსაკუთრებული ფასი 21,85 GEL რეგულარული ფასი 25,70 GEL
მარაგშია
SKU
10436_107

ჩვენებები:  პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი პროცესები, პირის ღრუს ეროზიები და წყლულოვანი დაავადებები, გინგივიტი, პაროდონტის დაავადებები

ხოლისალი
(KHOLISAL)
CHOLINE SALICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE

Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
A01AD11

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სტომატოლოგიური ჟელე: ალუმინის ტუბში 10 გ
1 გ
ხოლინის სალიცილატი . . . . . . . . . . . 87.10 მგ
ცეტალკონიუმის ქლორიდი . . . . . . . . .  0.10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქსიეთილცელულოზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ანისულის ზეთი, ეთანოლი 390,00 მგ, გასუფთავებული წყალი 1 გრ-მდე.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტისეპტიკი ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.  

ფარმაკოლოგიური თვისებები
პეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და ადგილობრივ ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
პრეპარატის მთავარი მოქმედი ნივთიერება _ ქოლინის სალიცილატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და სუსტ ანალგეზიურ ეფექტს. ცეტალკონიუმის ქლორიდი აძლიერებს სამკურნალო საშუალების ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ჟელეს ფუძეში შემავალი ბაქტერიოსტატიკები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი მითითებულ კონცენტრაციებში ავლენენ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. გამოყენების შემდეგ ჟელე პირის ღრუს ლორწოვან გარსზე  ნარჩუნდება რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ჩვენებები
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესები;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები და წყლულოვანი დაავადებები;
- გინგივიტი;
- პაროდონტის დაავადებები.

დოზირების რეჟიმი
მცირე რაოდენობით ჟელე დაიტანება პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე 2 წუთის განმავლობაში მსუბუქი შეზელვით. გამოიყენება დღეღამეში 2-3-ჯერ. ჟელეს წასმიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საკვები ან წყალი არ მიიღება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სალიცილატებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის  გამოყენება ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
სალიცილის მჟავას წარმოებულები  გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
არ არის რეკომენდებული  პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების ადგილას შეიძლება გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რომელიც მალე გაივლის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში  3 წლის ასაკის ქვევით.
პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს უშუალო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
თეორიულად სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. თუმცა, თუკი ეს მოხდება, საჭიროა პირის ღრუში გამოვლება დიდი რაოდენობის წყლით და საჭიროების შემთხვევაში, ღებინების გამოწვევა. სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ასევე ჟელეს დოზის გადაჭარბების ან ორგანიზმში ხოლინის სალიცილატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვისას შეიძლება გამოვლინდეს სალიცილატების სისტემური მოქმედების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა: ოფლის მომატებული გამოყოფა, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, თავბრუხვევა, დერმატოლოგიური გამოვლინებები (ერითემა ან ჭინჭრის ციება). ამ შემთხვევაში საჭიაროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით  არ არსებობს რაიმე ურთიერთქმედების წარმოქმნის რისკი.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა -3 წელი.
Pharmaceutical Company JELFA S.A.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy