Teraflex chondrocream - ტერაფლექსი ხონდროკრემ 100გ ფორტე
ჩვენება: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების: ოსტეოართროზის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის; სახსრების სხვა დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი.
სავაჭრო დასახელება
ტერაფლექსი ქონდროკრემ ფორტე
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
მელოქსიკამი + ქონდროიტინის სულფატი
სამკურნალო საშუალების ფორმა:
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი – 50 მგ, მელოქსიკამი – 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: დიმეთილსულფოქსიდი – 100 მგ, პროპილენგლიკოლი – 100 მგ, მაკროგოლის ცეტოსტეარატი – 12 მგ, ცეტოსტეარილის სპირტი [ცეტილის სპირტი არაუმეტეს 60%, სტეარილის სპირტი არანაკლებ 40%] – 42 მგ, თხევადი პარაფინი – 100 მგ, ვაზელინი – 80 მგ, იმიდოშარდოვანა – 3 მგ, ნატრიუმის დისულფიტი – 0,5 მგ, წყალი – 1,00 გ-მდე.
აღწერა:
კრემი მომწვანო ელფერის ღია ყვითელი ფერიდან, ყვითელ ფერამდე მწვანე ელფერით, დიმეთილსულფოქსიდის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქსოვილების რეგენერაციის სტიმულატორი+არასტეროიდული ანთებისსაწინააღმედეგო პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატ ტერაფლექს ქონდროკრემ ფორტეს გააჩნია კომბინირებული მოქმედება: ანელებს ოსტეოართროზის და ოსტეოქონდროზის პროგრესირებას, ახდენს გამაუტკივარებელ მოქმედებას, ხელს უწყობს სახსრების მოძრაობის მოცულობის გაზრდას (კრემის წასმის ადგილას), აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს სახსრის შესიებას.
კრემის კომპონენტების ოპტიმალური შეხამებიდან გამომდინარე, აღინიშნება მათი გამაუტკივარებელი და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტების ურთიერთგაძლიერება.
ქონდროიტინის სულფატი – მაღალმოლეკულური მუკოპოლისაქარიდია, რომელიც წარმოადგენს ხრტილოვანი ქსოვილის ბუნებრივ კომპონენტს. ქონდროიტინის სულფატი ხრტილოვან ქსოვილში აუმჯობესებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას, აინჰიბირებს ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას, ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის (რღვევა) პროცესებს, ასტიმულირებს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზს, ხელს უწყობს სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების რეგენერაციას (აღდგენას), აჩქარებს მათი რეპარაციის პროცესებს, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კოლაფსს. ეს იწვევს მტკივნეულობის შემცირებას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის გაზრდას.
მელოქსიკამი – არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეზიური მოქმედება. მელოქსიკამი ამორჩევითად აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზა 2-ს, არღვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს, ანთების კერაში ამცირებს პროსტაგლანდინების (ტკივილის და ანთების მედიატორების) რაოდენობას.
მელოქსიკამი წარმოადგენს ქონდრონეიტრალურ პრეპარატს, ხრტილოვან ქსოვილზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, არ ახდენს გავლენას სახსრის ხტრილის ქონდროციტებით პროტეოგლიკანის სინთეზზე.
მიღების ჩვენებები
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების: ოსტეოართროზის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის;სახსრების სხვა დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების (ასევე სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა სავარაუდო წასმის ადგილებზე, ბავშვთა ასაკი (12 წლამდე).
გამოყენების წესი და დოზები
გარეგანი გამოყენებისათვის. 1-5 სმ ზოლის სიგრძის კრემს მსუბუქად იზელენ, გამოყენების სიხშირე – 2-3 ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ზომაზე. პრეპარატის წასმის შემდეგ, ხელები გულმოდგინედ უნდა დაიბანოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და აღნიშნულ ეფექტზე. პრეპარატის 2-კვირიანი გამოყენების შემდეგ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, გაწითლება, კანის გამონაყარი). რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია კრემის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
დოზის გადაჭარბება
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატის აქტიური კომპონენტების უკიდურესად დაბალი სისტემური აბსორბცია, დოზის გადაჭარბებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების, ან არათავსებადობის შემთხვევები აღწერილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი უნდა წაისვათ მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, თავი უნდა აარიდოთ ღია ჭრილობებზე მოხვედრას. არ უნდა დაუშვათ პრეპარატის თვალზე და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა.
ტერაფლექს ქონდროქსიდ ფორტეს სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენებამდე, საჭიროა ექიმის კონსულტაცია, ასევე პრეპარატის 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების აუცილებლობისას.
სიფრთხილით
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული პათოლოგიისას (წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში), სისხლის სისტემის გამოხატული პათოლოგისას, ხანდაზმული ასაკისას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ იწვევს სედაციურ ეფექტს, ფსიქომოტორულ დარღვევებს და არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულების უნარზე, რომელიც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას და ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის, 1% +5%. 10, 20, 25, 30, 50, ან 100 გ ალუმინის ტუბში. ყოველი ტუბი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ
პეტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია
მწარმოებელი
სს “ნიჟფარმი” რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკის ქ., სახლი №7
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account